დღეს მომივიდა პატარა ავარია...
დავრეკე დაზღვევაში... დაზღვევის ღირებულების 10% ზე მეტი ზარალის ანაზღაურებისთვის
მომთხოვეს პატრულის ოქმი და გამოწერილი ჯარიმის გადახდის ქვითარი...
გამოვიძახე პატრული (სანამ გამოვიძახებდი 3-მა პატრულმა ჩაიარა და არ გაუჩერებია არცერთს)...
პატრული მოვიდა გამოძახებიდან 25 წუთის შემდეგ...
...გააფორმეს ყველაფერი, ჩამიტარეს ალკოტესტი, დამაწერინეს ახსნა-განმარტება, გამომაძახებინეს დაზღვევის ევაკუატორი და
მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ გადარეკეს ცენტრში მანქანის და მართვის მოწმობის გადასამოწმებლად და არა მანამდე მთელი საათნახევრის მანძილზე...
...და აღმოჩნდა, რომ 2014 წლის 26 დეკემბერს დაწერილი 20 ლარიანი ჯარმის გამო, რომლის გადახდაც დამავიწყდა და
გადავიხადე მარტში საურავთან ერთად, მაქვს 6 თვიანი აკრძალვა, რომლის შესახებ არც კი ვიცოდი, რადან არც არანაირი
შეტყობინება მიმიღია და არც არავის უთქვამს, არც აღსრულების მიერ მოტანილ გადაწყვეტილებაში ეწერა (ბევრჯერ გადავიკითხე ხუთივე გვერდი)...
აქვე წავაწყდი კიდევ ერთ უზუსტობას...
როგორცკი ჩჰამბარდა აღსრულები გადაწყვეტილება, ეგრევე წავედი და გადავიხადე 60 ლარი (20+40), როგორც ეწერა...

გადახდიდან რამდენიმე წუთში შევამოწმე police.ge-ზე და ეწერა - "გადახდილია თანხა და საურავი" - 60 ლარი...
დღევანდელი ამბების მერე, შემოწმების მიზნით კვავ გადავამოწმე police.ge-ზე და წერია - "გადახდილია თანხა და საურავი" - 100 ლარი...

...არ ვიცი რა კავშირსჰია ეს ყოველივე დღევანდელთან, მაგრამ ფაქტია, რომ უზუსტობას აქვს ადილი...
რამდენად კანონიერია (და თუ კანონიერია-რამდენად სამართლიანი), რომ როდესაც გაქვს
აკრძალვა და ამის შესახებ არ გატყობინებს არავინ... ბევრ "აკრძალვიან" ნაცნობს დავურეკე და ვიკითხე
თუ ქონიათ მსგავსი შემთხვევა და მხოლოდ ერთმა მითხრა ვიცოდიო ეგრე რო იყოო, ადრე გამოაცხადეს ტელევიზორშიო...
...და თუ ვერ (ან ცჰემ შემთხვევაში -არ) ვუყურებ ტელევიზორს (საერთოდ), არ მაქვს უფლება
ვფლობდე ინფორმაციას საკუთარი მართვის მოწმობის შესახებ???
არ არის ვალდებული შესაბამისი ორგანო, რო მაცნობოს, რომ აკრძალვა მაქვს????
...პატრულმა თავი იმით იმართლა ჯარიმის ქვითარს აწერია უკანა მხარესო... აი რა აწერია უკანა მხარეს:

....მე, (ან სხვა ნებისმიერმა) რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული განათლება და
არანაირი შეხება არ აქვს არც კანონმდებლობასთან და არც პოლიციასთან, რატომ უნდა ვიცოდე რა ვადას
ითვალისწინებს 290 მუხლის 1" ნაწილი და რამდენ განში გამიშვებენ აკრძალვაზე, მაშინ როდესაც
თავად კანონის დამცველმა პატრულის თანამშრომელმა არ იცოდა (ზუსტად გავარკვიე რო არ იცოდა)
თუ რა შემთხვავაში და და გადაუხდელობის რა ვადაზე იძლევიან აკრძალვას და ეგრევე მე-12-ე ოთახისკენ გაიშვირა ხელი...
...ამ განუკითხაობის შედეგად კი მივიღე შემდეგი რეზულტატი:
1. 1000 ლარიანი ჯარიმა ("უპრავოდ" ავარიისთვის)
2. დამტვრეული მანქანა, რომელსაც დაზღვევა არ ამინაზღაურებს ("უპრავობის" გამო)
3. 4 თვის მანძილზე ტყუილად გადახდილი 2 მანქანის დაზღვევის საფასური (...რო მცოდნოდა აკრძალვის შესახებ ხო არ გადავიხდიდი)
4. კიდევ 2 თვე "უპრავოდ"...
...რამდენად რეალურია გასაჩივრების შედეგად რამის მიღწევა????
...ვისაც გაქვთ ინფორმაცია ან პირადი გამოცდილება გთხოვთ გაგვიზიაროთ და გვირჩიოთ რამე, რადგან
ჩემს გარდა (როგორც დაზღვევის თანამშრომლებიდან გავიგე) უამრავ ადამიანს შექმნია მსგავსი პრობლემა...
This post has been edited by ilo_khavtasi on 27 Jun 2015, 22:46