#45023804 · 29 Jun 2015, 16:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იცოდეთ, რომ უნივერსალური მიკროგამომეტყველება და მიკროჟესტი სოციალური სტატუსისა თუ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად ააშკარავებენ მატყუარას. სიცრუის დამალვა უაღრესად რთულია. უნდა ვისწავლოთ შევამჩნიოთ ის, რასაც ვერ ხედავენ სხვები - ასე ფიქრობს ამერიკელი ფსიქოლოგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ეკმანი (Paul Ekman), რომელიც ითვლება ემოციების, პიროვნებათა შორის ურთიერთობის, სიცრუის ფსიქოლოგიისა და მისი გამოაშკარავების აღიარებულ სპეციალისტად. გარდა ამისა მთელს მსოფლიოში ის ცნობილია, როგორც პოპულარული ტელესერიალის ”მომატყუილე მე”(«Lie to me»)-ს სულის ჩამდგმელი და კონსულტანტი. როგორ გამოვააშკარაოთ მატყუარა? იმისთვის, რომ გაარკვიოთ გატყუებთ თუ არა თქვენთან მოსაუბრე ადამიანი პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებს. მაგალითად, სიტყვა შეიძლება არ შეესატყვისებოდეს ხმის ჟღერადობას, ან ნათქვამია სწორი სიტყვა, მაგრამ გამომეტყველება და ჟესტიკულაცია არ პასუხობენ წარმოთქმულსა და ხმის ჟღერადობას. ოღონდ უნდა გახსოვდეთ: თუ ადამიანს ღრმათ სწამს იმ სიცრუისა, რომელსაც იძახის, მისი ტყუილში მხილება უკიდურესად რთულია. ნათქვამია: თუ ადამიან თავად სჯერა მისი სიცრუის ჭეშმარიტებისა, ის მას სხვასაც ადვილად დააჯერებს. ასეთ დროს სიცრუის დეტექტორი ყოველთვის ცდება. ამიტომ, თუ აპირებთ ტყუილში გამოიჭიროთ მატყუარა, ეცადეთ დიდი დაკვირვებით, ერთდროულად ადევნოთ თვალ-ყური მის ჟესტებს, მიმიკას, ხმის ტემბრს, ნათქვამს და მათ შორის მოძებნოთ შეუსაბამობა!
|