თავისუფალი უნივერსტეტის "მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების" (MACS) ფაკულტეტის სტუდენტმა - იოანე შარვაძემ ანდროიდის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონისთვის ახალი პროგრამა - Geo SMS დაწერა.
ნიჭიერ ახალგაზრდას აპლიკაციის შექმნის იდეა ნახევარი წლის წინ დაებადა და გადაწყვიტა სმარტფონების მომხმარებლებისთვის მობილური ტელეფონით ტექსტური შეტყობინების გაგზავნა გაცილებით მარტივი, მოსახერხებელი და თან უფასო გაეხადა.
"სწორედ ამიტომ დავიწყე Geo SMS-ზე მუშაობა. 5 თვის შემდეგ კი პროგრამა განვათავსე Android Market-ზე. გარდა ჩვეულებრივი, ფასიანი SMS-ების გაგზავნისა, ეს აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს Magtifun-იდანაც გააგზავნონ უფასო ტექსტური შეტყობინებები, როცა ტელეფონს აქვს ინტერნეტთან წვდომა" - აღნიშნავს იოანე.
Geo SMS-ზე მუშაობას გრძელდება. იოანე და მისი მეგობარი, ასევე MACS-ელი გიორგი გოგიაშვილი სამომავლოდ აპირებენ, რომ პროგრამას ახალი ფუნქციებიც დაუმატონ. როგორც ახალგაზრდა პროგრამისტები გვპირდებიან, სულ მალე მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ ლათინური ასოებით გამოგზავნილი შეტყობინება წაიკითხოს ქართული შრიფტით.
"გარდა ამისა, მინდა შევმატო SMS-ით ადგილმდებარეობის გაგზავნის ფუნქციაც, რომელიც განასკუთრებით მოსახერხებელია, როცა ადამიანს სიტყვებით ვერ უხსნი კონკრეტულ მისამართს. იმედი მაქვს, Geo SMS-ის გამოყენება მომხმარებლისთვის სასიამოვნო და გამოსადეგი იქნება."- ამბობს იოანე.
იოანეს შექმნილი აპლიკაციის გადმოწერა და თქვენს მობილურზე გააქტიურება შეგიძლიათ
https://play.google.com/store/apps/details?...om.steps.geosms
აქვე ვიკითხავ თან
ბლექბერი რომელ ოპერაციულზე მუშაობს?
This post has been edited by BUFFALOBILL on 25 Jun 2015, 00:11
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!