ესე იგი 1965 წელია
გაქანებული ცივი ომია აქეთ ხრუშოვი იქეთ ლინდონ ჯონსონი
ატომური ბომბების გამოცდები ნევადაში წყნარო ოკეანეში ყაზახეთში
კოსმოსური ხომალდების გაშვება ყოველ თვეში ერთხელ მაინც
ამ უზარმაზარი ხარჯების გამო ხალხი გაჭირვებაშია თვით ამერიკაშიც კი
საბჭოთა კავშირში მაგ დროს ტალონებზეა ყველაფერი..კუბას ეხმარებიან
სინამდვილეში კი უზარმაზარი რესურსები საიდუმლო სამხედრო პროექტებზე იხარჯება
მანქანები...აქეთ 21 და იქეთ ბიუიკი
ფერადი ტელევიზორი ჯერ არ არის შავთეთრი ფუფუნებად ითვლება
უკვე არსებსობს
ტრანზისტორი და კომპიუტერიც ნელ ნელა პატარავდება
თუმცა მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მეცნიერებმა იციან...
ამერიკას ვიეტნამში შეყავს 3.500 საზღვაო ქვეითი და მათ ეძლევათ ქიმიური იარაღის გამოყენებას უფლება
საიგონში ამერიკის საელჩოს დანაღმული მანქანა შეუგდეს
ინდონეზიამ უცხოური ნავთობკომპანიების ნაციონალიზაცია მოახდინა
ამ წელს მოკლეს ირანის პრემიერ მინისტრი...17 წლის ბიჭმა
გარდაიცვალა ბრიტანეთის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი
ინდოეთის ჯარები პაკისტანში შეიჭრნენ
დასავლეთში გამოჩნდნენ ჯგუფები ზე ჰუ და ენიმალს
ბითლზი და როლინგ სთოუნზი უკვე მოდაშია
ყველაზე პოპულარული სიმღერა მაინც ესაა
ამ დროს მთაწმინდაზე დაიდგა ანძა........
შევარდნაძე გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი...
კიდე რავიცი რა მოხდა თქვენც დაამატეთ.....
ხოდა ამ დროს ვინ წარმოიდგენდა რომ...
50 წლის შემდეგ
კუბაში ისევ კასტრო იქნებოდა
კენედის მკვლელობის ამბავი კიდე არ იქნებოდა გახსნილი
საქართველოში არცერთი ქარხანა აღარ იმუშავებდა
ხალხი თავისი ნებით ირბენდა თურქეთში და საბერძნეთში
შავ მუშებად და მოსამსახურეეებად
სუპერსახელმწიფო იქნებოდა ჩინეთი
და რუსეთი კიდე ნედლეულის უბადრუკი მიმწოდებელი
განავრცეთ თემა!!!!!
This post has been edited by Robin Hood on 30 Jun 2015, 10:53