ატენზე 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, დაშავებულს ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაცით, ახალგაზრდას თავს რამდენიმე პირი საცხოვრებელ სახლთან დაესხა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცს დაზიანებები ბოროტმოქმედებმა დანით, ქვით და ჩაქუჩით მიაყენეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ატენის ქუჩაზე ქირით ცხოვრობს.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ცემის მუხლით. ატენის ქუჩაზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ადგილზე კურიერის გადამღები ჯგუფი იმყოფება. მომხდარის დეტალები გაიგეთ უკვე დილის კურიერში.
წყარო -
http://rustavi2.com/ka/news/20120 This post has been edited by wox1997 on 1 Jul 2015, 01:16