მოკლედ
ტელეფონიდან ვიწერდი ფაილებს და რო მორჩა გადაწერა უცებ განათდასავით და გაითიშა
ამის შემდეგ რომ ჩავრთავდი აღარ იტვირთებოდა ბოლომდე ვინდოუსი და ამოაგდებდა ლურჯ ეკრანს.
შემდეგ ამოვიღე ვინჩესტერი და ჩავსვი თავიდან და ეგეც აღარ ქნა, error დააწერა და დააჭირე ctrl+alt+del-სო რომ გადაიტვირთოსო
შემდეგ ისევ ამოვიღე და ისევ ლურჯ ფანჯრამდე მიდის.
ეხლა რაც შეეხება რა ვცადე:
ubuntu-თი მოვახერხე შესვლა და ხედავს ორ დისკს, 205GB და 100GB მაგრამ არცერთში არ მიშვებს, unsafe-ო თუ რაღაც დიდი წარწერები აწერია, ნუ რამნიშვნელობა აქვს.
ფაქტია ჩვეულებრივი ხერხებით ვერ შევდივარ...
ჰოდა, არ იცით ვინმემ რა შეიძლება ეშველოს ვინჩესტერს და მასზე არსებული ფაილების გადარჩენა მინდა და სანდო პიროვნება ვინ გეგულებათ?
მადლობა
პ.ს. ვინჩო სხვა ლეპზე შევაერთე და იქაც ანალოგიური ხდება ასე რომ ნამდვილად ვინჩოს ჭირს რაღაც.
This post has been edited by piltakva on 1 Jul 2015, 12:31
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)