#45038263 · 30 Jun 2015, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იურისტებო თქვენი დახმარება მჭირდება, მაინტერესებს რა აზრის ხართ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებასთან დაკავშირებით, კერძოდ მე-11 მუხლის 2 1 . იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით (ინვოისით) ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, უარი თქვას ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მოთხოვნაზე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება ამ წესის მე-12 მუხლის მე- 11–მე-14 პუნქტებით განსაზღვრული წესები. რამდენად სწორი არის ასეთი ინფორმაციის მიწოდება, მე მგონი შესყიდვის ეს ფასები კონფიდეციალურ ინფორმაცის წარმოადგენს.
|