
რამაზ III ზედმეტი - სპაიდერმენთან დაახლოვებული პიროვნება, ერთიანი ტყიბულის მეფე 1987-1987 წწ.
რამაზ III ზედმეტი დაიბადა 1954 წელს ტყიბულის მესამე მეტალურგიულ საამქროში. მისი ტრაგიკულობით აღსავსე ცხოვრების დიდი ნაწილი დღესაც ბინდითაა მოცული (Twilight ევასება)
1987 წელს თავისი ზეობის ხანაში მან დაწერა ორი წიგნი, "ღვიძლის ყივილი" ალკოჰოლურ თემაზე და რომანი "ტყიბულის სატელეფონო ცნობარი" რომელმაც დიდი პოპულარულობა მოიპოვა არამარტო ტყიბულში არამედ მის შემოგარენშიც (სოფელ ზედა ხრონგში მისი 4 (!) ეგზემპლარი გაიყიდა)
1991 წლის 23 აგვისტოს ის საქმიანი ვიზიტით ჩაფრინდა საფრანგეთის თვითმარქვია მეფესთან, ჟაკლინ დე ლუციან ოჩიგავასთან, რომელიც იმ დროს თავისი მოღალატე ქვეშემრდომებისაგან დევნილი, ხარაგაულის რაიონს აფარებდა თავს.
1996 წელს რამაზის ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე მძიმე პერიოდი დაიწყო. ის დაადანაშაულეს მკვლელობასა და კანიბალიზმში. შინაგან საქმეთა სამინისტროში შესული ანონიმური წერილის თანახმად, მან შეჭამა უცნობი პიროვნება, ვინმე ზეიკიძე, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა რომ თურმე მას კალბასი "ზეიკიძე" შეუჭამია და ამიტომაც ბრალდება მოუხსნეს
1998 წლიდან ის საბოლოოდ გაერიდა ბიზნესსამყაროს, და შეწყვიტა BMW-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ნივრის ბიზნესის წარმოების თაობაზე. 2001 წლიდან მან ისევ შემოქმედებით ცხოვრებას მიჰყო ხელი და კაცობრიობას დაუტოვა ისეთი ლიტერატურული შედევრები, როგორიცაა "ომი და მშვიდობა მაიონეზით", "Туалетная
бумага", "გელასა და ზაურის მტრობა", "ქართულ-ქართული ლექსიკონი" "ნისიების რვეული" და გენიალური პოემა "ალვის ხის ქვეშ რომ ოყნა წამართვი" რომელმაც 2007 წელს პირველი ადგილი აიღო სოფ. ნათოხარის საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსზე და რამაზს გადაეცა მთავარი ჯილდო: ორი თავი ყველი.
2009 წელს რამაზ III ზედმეტი ტრაგიკულად დაიღუპა... მისი ბოლო სიტყვები იყო "რა ნამდვილი შეჩემა, უჩებნია, უჩებ..."
მსუბუქი ყოფილიყვეს მიწაზე დაყრილი თვითონ...
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.