თქვე გაუმაძღარო არაფრისმაქნისებო ... გადაბმულები რომ ხართ გაუმაძღარ ვაიბიზნესმენებთან ასე რატო ცდილობთ რომ ქვეყანა მაქსიმალურად შეიძულონ მოქალაქეებმა თავის თავიან გვერძე მდგომიანად ? ოდნავი ადეკვატურობა აღარ დაგრჩათ რომ დაფიქრდეთ და ისე ქნათ რამე ან რასაც აკეთებთ ადამიანურად გააკეთოთ და აღსრულებაში მოიყვანოთ ?
დავიწყოთ ერთი დღით :
10:00 მაღვიძებს მობილზე მესიჯი'' ----- '' ( რაცგინდა ჩაწერეთ .. ბეკოსგან , აუტოკომისგან , ბუმისგან , ბორჯომისგან ... რაჩამოთვლის ამდენს

) თქვენ არიყავით თქვე უსაქმურებო ( პარლამენტარებს ვგულისხმობ ) რომ მიიღეთ ეს ვითომ კანონი მობილურზე მესიჯების კონტროლზე ? გგონიათ სრულდება ? ან უარი თქვა რომელიმე მობილურის გაუმაძღარმა ოპერატორმა ? რამდენჯერ უნდა ავკრიფო ეს * 297# ან ეს გაუგებარი NO 91130 ? ვინმეს გონია რომ მუშაობს ესე გათიშვა ? რამდენჯერ უნდა აგინებინოთ იდეაში არაფერში დამნაშავე მობილური კომპანიის ოპერატორი რათქმაუნდა დირექციის მოკითხვით ( თუნდაც იმიტომ რომ ამ შეუგნებლებს გონიათ ხალხს ღამის სმენა არ აქვს და ყველა დილის 9 ზე იღვიძებს ) ... ან კიდევ მორალურად რომ მივუდგეთ რა უფლება აქვს ვიღაც მობილურის ოპერატორს მიგზავნოს რეკლამა ტექნიკური არხით რომელსაც ვერ ვბლოკავ ? ესეც ხომ ტელევიზია არაა რომ პროდუქტი უფასოა მოხმარებისთვის და რეკლამის დროს გადართვა შეგეძლოს ( პლუს რეკლამა ზოგიერთი საინტერესო საყურებელიცაახოლმე ამ იდიოტური სმსებისგან განსხვავებით ) ? ჩვეულებრივი გაუმაძღარი ოპერატორია რომელიც ყოველ მის მომსახურებს წამში ფულს მართმევს და ზედმეტი ჩემი შეწუხება არუნდა შეეძლოს .! მარა სულ არ გკიდიათ ადამიანები ? მთავარია თქვენ გაძღეთ ...
11:00 სამსახურისკენ მივემგზავრები ვაჩერებ მანქანას მაღაზიაში გზად რომ რამე ვიყიდო ... სტაიანშიკი გამომძალველი .. მეორე გამომძალველის ანუ სიტიპარკის ტერიტორიას ისაკუთრებს და რაც ხდება კი იცით ...ეს ფონად მისდევს იმას თუ რა განწყობა უნდა გქონდეს მთელი დღე ..
11:30 გზაზე სრული განუკითხავობა '' ქსივიანების '' პარპაში + თხა თხაზე ნაკლებიო უზრდელი მძღოლები .... არაფრის მკეთებელი პატრული რომელიც ერთადერთი რასაც აკეთებს არაადეკვატური შუქნიშნის დარეგულირების მაგივრად უბრალოდ კეტავს გზას ან არავისთვის სასურველ ავარიის შემთხვევაში უბრალოდ გამომძალველობს სახლემწიფოს სასარგებლოდ რადგან გაუგებარია რატო უნდა იწერებოდეს ჯარიმა 250 ლარი სახლემწიფოს სასარგებლოდ .
ხო რო არდამავიწყდეს გზადაგზა მათხოვრები რომლებიც საბურავებში გივარდებიან + გზაზე გადამრბენგადამცოცგადასეირნებულ მოქალაქეებთან ერთად რომლებიც შუქნიშნებს უკვე აღარ იმჩნევენ ან გადასასვლელებს + გზაზე ჭები რომელიც თუ გამაზე გაგაჩერებს პროფილაქტიკამდე .
ნუ სამსახურიდან ვთქვად 1 საათით გამოძვერი ვთქვათ ბანკში შესარბენად.. აჩერებ მანქანას ე/წ სიტიპარკის სადგომზე და უყურებ როგორ მორბის შენსკენ ვიღაც ფორმიანი ბაცანა წივის კივის რომ ეს არის '' ----'' ( სოდ ის კუდის .. პენტენციალური .. ძველი საპარლამენტო .. პუსუსუ .. კუსუსუ.. რავი ჩამოთვალეთ თქვენთვითონ ) პარკინგი და სასწრაფოდ უნდა გავიდე ... ხოდა თქვე გაუმაძღარო უსაქმურებო ბუსუსებიან პრეზერვატივებს რო დასდევთ არჯობია ჯერ ამ თავზე გასულ ვითომ ჩვენს სამსახურში მყოფ გასიებულ ჩინოვნიკებს მიხედოთ ? რაუფლებით ისაკუთრებენ ქალაქის საკუთრებას როცა ეზოებიც აქვთ და შიდა დაკეტილი პარკინგებიც ?
ბევრი ვწერე.. ვინაა ამის წამკითხავი ..

კაი იყოს ეს ერთი ნაწილი ჯერ.. ვთქვათ დილა ერქვას ..
ნუ ამდენი წერის აზრი კი ისაა რომ .. რატო გიკვირთ ხალხის ზედმეტი აგრესიულობა და დაუნდობლობა ერთმანეთის მიმართ როცა არსებობის ყველა მონაკვეთში გარემო სერიოზულ დისკომფორტს ქმნის და ფსიკიკაზე დაუნდობლად მოქმედებს .. ?
დააკვირდით და დაწერეთ აბა დღის განმავლობაში რამდენ ესეთ დისკომფორტს განიცდით და ითრგუნებით ?