mtavrishvili
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9085
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11
|
#44985286 · 25 Jun 2015, 10:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი ეროვნული პოლიტიკის მანიფესტი იხარე ერო ქართველო, რამე თუ ღმერთი მართლა სამობით ყოფილა, მოხდა სასწაული და ორჯერ ხელიდან გაშვებული შანსის შემდეგ მესამედ გეძლევა ნამდვილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ეროვნული აღმავლობის შესაძლებლობა. ამ მანიფესტით ვაცხადებთ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ჭეშმარიტი ეროვნული პოლიტიკური ძალის NNP-ს ანუ აეპს(ახალი ეროვნული პოლიტიკის) შემოსვლას. ასე, რომ ქართველო კაცო, თუ შენ ისევ ხარ თავისუფლების ღირსი და შემძლე, მაშინ ამას მიაღწევ NNP-ს ხელმძღვანელობით.
NNP, არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. ეს იმიტომ, რომ NNP, არის დღეს საქართველოში მოქმედ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიათა შორის ერთადერთი ეროვნული ძალა. ამიტომ არჩევნების გაყალბების გარეშე არც არსებობს NNP-სთვის არჩევნების მომგები რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია ან პარტიათა გაერთიანება. NNP-ს წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს NNP, NRM-ის სახელით თბილისის ფორუმზე გამოჩნდა და ფორუმზე რეიტინგების ყველა გამოკვლევაში დაამარცხა არა მარტო ნაცმოძრაობა, არამედ ასევე ქართული ოცნებასაც.
მოყოლებული 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან და დამთავრებული 2012 წლის უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებით, ყველა ეს არჩევნები ჩატარდა საქართველოს 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ასეთი არჩევნებიდან მხოლოდ შულავერის ტიპის მოღალატე ხელისუფლებები ამოდიოდა. სინამდვილეში ეს, იყო არა ნამდვილი ეროვნული პარლამენტის არჩევნები, არამედ პირიქით სამშობლოს მოღალატეთა ერთგვარი კონკურსი. ამიტომ აქამდე ასეთ არჩევნებში არასოდეს არცერთი ეროვნული პოლიტიკური პარტია და ლიდერი არასოდეს არ მონაწილეობდნენ. დღეს იმ ფსევდოეროვნული პარტიების მიზეზით, რომლებიც პოლიტიკურ სცენაზე პარპაშებდნენ და ერთმანეთს სამარცხვინო მოღალატური ხელისუფლებისათვის ებრძოდნენ, იმდენად არის დისკრედიტირებული ეროვნული დამოუკიდებლობის იდეალები, რომ ხალხი ძნელად თუ დაიჯერებს ნამდვილი ეროვნული პოლიტიკური ძალის გამოჩენას. ამ მანიფესტით NNP-ს სახით სწორედ ასეთი ეროვნული პოლიტიკური ძალის გამოჩენას გაცნობებთ.
ერთი სასწაულია NNP-ს გამოჩნდა და მეორე NNP-ს გადაწყვეტილებაა მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. NNP-მ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს იმიტომ, რომ არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს და ნამდვილი ეროვნული კონსტიტუციის ცხოვრებაში გასატარებლად დაამყაროს საკონსტიტუციო პროტექტორატი ანუ დროებითი ეროვნული დიქტატურა. ეს დიქტატურა უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ერის განკურვნის დანიშნულება და არ უნდა იყოს მავნე.
დღეს, NNP-ს უპირველესი მიზანი ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენაა, იმიტომ რომ უკრაინის კრიზისში რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირებამ საქართველოსთვის სულ სხვა მხრიდან წარმოშვა ისეთი საფრთხე, რომელიც ქართველ ერს უახლოესი 5 წლის განმავლობაში სრული ფიზიკური განადგურებით ემუქრება.
გლობალიზაციამ, რაც სინამდვილეში ნეოკოლონილიზმის ახალი ფორმაა, აშშს მისცა იმისი ფუფუნება, რომ მისი სამხედრო ბიუჯეტი უკვე აღემატება ერთად აღებული მსოფლიოს ყველა დანარჩენი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტებს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა 5%-მდე გაზარდა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი აშშს სამხედრო ბიუჯეტი რუსეთის ბიუჯეტს მაინც ათჯერ აღემატება. ცივი ომის აუცილებელი პირობა სამხედრო პარიტეტი იყო. პარიტეტის დარღვევის გამო კი რუსეთი და ამერიკა ცივ ომში უკვე ვეღარ დაბრუნდებიან. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილებიდან ვიცით ის, რაზეც დღეს წარმოდგენა არც ბარაკ ობამას აქვს და არც ვლადიმერ პუტინს. ისინი ამიტომ უკან ვეღარ დაიხევენ და მათ შორის უახლოესი ხუთი წლის განმავლობასი გარდაუვალია პირდაპირი ომი. ამ ომზე უკვე ბევრი ვინმე ლაპარაკობს და მას ასიმეტრიული ბირთვული ომის სახელიც დაარქვეს. ოღონდ ჩვენს გარდა არავინ არ იცის, ის, რომ ეს ომი მართლა მოხდება.
პუტინმა დაიწყო რუსეთის არმიის მოდერნიზაცია. რუსეთი უკვე ექვს ახალ ატომურ წყალქვეშა ნავს აგებს, უკვე დაიწყო მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების წარმოება, შეიქმნა ახალი სარაკეტო სისტემები, შექმნა ახალი ტანკები, უკვე მწყობრში შეიყვანეს 35 ზებგერითი ატომური ბომბადმშენი და 2020 წლამდე მათმა რიცხვმა 150-ს უნდა მიაღწიოს. ეს ჯერ თვითონ ობამაც არ იცის, მაგრამ ამერიკა 2020 წლამდე იმისი იმედით, რომ რუსეთი ვერ უპასუხებს, რუსეთზე პირველი მიიტანს მასირებულ ბირთვულ დარტყმას.
ეს დაეტყმა მოსპობს რუსეთს როგორც სამხედრო ზესახელმწიფოს. ნატოს ქვეყნები მართლა მოიგერიებენ რუსული ბირთვული რაკეტების უმრავლესობას, მაგრამ მათი რწმენის საწინააღმდეგ, ყველას ვერა. ასე, რომ დასავლეთი გაცილებით ნაკლებ ზარალს ნახავს, მაგრამ რუსეთის საპასუხო ბირთვული დართყმა მაინც საკმარისი იქნება გრანდიოზული ეკონომიკური კრიზისის გამოსაწვევად. ეს გამოიწვევს გლობალიზაციის ეპოქის დასასრულს, ჩამოშლის ნატოს და ბოლოს მოუღებს ამერიკის ტოტალურ ფინანსურ გავლენას მთელ მსოფლიოზე.
აი ამ შემთხვევაში შეექმნება საქართველოსსრული ფიზიკური მოსპობის შემდეგნაირი საფრთხე;
არაბები ირანთან ერთად მოსპობენ საუდის არაბეთს, გადაქელავენ ისრაელს და სომხეთის გავლით აღმოსავლეთ საქართველოშიც შემოიჭრებიან. ირანი უბრალოდ შეიერთებს აზერბაიჯანს. რუსეთი ჩინეთის სასარგებლოდ დაკარგავს მთელ ციმბირს. ნატოს წევრი ქვეყნებიდან თურქეთი ერთადერთი გადაურჩება რუსეთის საპასუხო ბირთვულ დარტყმას და ნატოს ჩამოშლისთანავე დაოპყრობს საბერძნეთს, ბულგარეთს და შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს ყირიმისა და დასავლეთ საქართველოს ჩათვლით.
ამერიკის ბირთვული დარტყმის შედეგად უფრო ნაკლებად დაზიანდება მთიანი ჩრდილოეთ კავკასია და ჩრდილოეთკავკასიელი მუსულმანობა არაბებთან ერთად ჯიხადით შემოესევა აღმოსავლეთ საქართველოს. ეს იქნება საქართველოს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე დიდი ლეკიანობა. იმ საფრთხესთან შედარებით რაც თბილისს, ასეთ შემთხვევაში მოელის, მონაგონი იქნება სოხუმის დაცემა და ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაშები. ამიტომ NNP-ს პრიორიტეტია საქართველოს თავდაცვის იმ დონეზე აყვანა, რაც ამ საფრთხეებს პრევენციისთვის არის აუცილებელი.
დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსები კულვარებში გაიძახიან, დღეს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის, რა რაღა ქართველებმა ავიტეხეთ ეს დამოუკიდებლობაო. ან რა მნიშვნელობა იმას, თუ რომელი კონსტიტუციით იქნება მოწყობილი ქვეყნაო, ჩვენთვის მთავარია სამშობლოს ღალატის უფლება გვქონდეს და ამით ბევრი ფული ვაკეთოთო. ასეთი აზროვნება, არის იმისი მტკიცება, რომ საქართველოში დღეს როგორც ასეთნი, აღარ არსებობენ ქართველი პოლიტიკოსები და რომ ქვეყანას მართავენ მხოლოდ რუსეთისა და ამერიკის გლობალისტი მარიონეტები. საქართველოში ამ 25 წლის განმავლობაში ამიტომ არც ტარდებოდა არავითარი ეროვნული პოლიტიკა.
მოყოლებული 1989 წლის 2-3 დეკემბრის მალტის სამიტიდან 2014 წლამდე საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა ამერიკა-რუსეთის არცთუ საიდუმლო პარტნიორობა. ამერიკა ცივი ომის რიტორიკით ისევ უჩიჩხინებდა რუსეთს, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის საქმეებში ამერიკა სიტყვით რომ ვითომ საქართველოს უჭერდა მხარს, საქმით პირიქით ყოველთვის რუსეთის მხარეს იდგა. ამიტომ საქართველო ამ 25 წლის განმავლობაში ერთდროულად იმყოფებოდა ორი ნიანგის ხახაში. რუსეთისა და ამერიკის ეს პარტნიორობა განაპირობებდა იმას, რომ ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ვეღარ გააჭაჭანდა ვერცერთი ეროვნული პოლიტიკური პარტია. ამან საქართველო დაამსგავსა იმ გლობალიზაციურ სოფელს, რომელშიც ძარლების სახელით მხოლოდ კატებს აყეფებენ.
მიუხედავა იმისა, რომ NNP აქამდე ქართულ პოლიტიკაში არ ჩანდა, იგი არ არის ახალი პოლიტიკური ძალა და არც ტურების ხროვაში შეცდომით შერეული ახალშობილი ლომის ბოკერი. NNP არის ბებერი ფაფრიანი ლომი, სხვა სახელებით იგი ადრეც ფიგურირებდა ქართულ პოლიტიკაში და მხოლოდ მის მიერ არის ნამოღვაწარი ყოველივე ის, რაც კი უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის გაკეთებულა. ყველა დანარჩენნი კი მის აღმახნულს დაღმა ხნავდნენ. NNP-ს საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნება შესაძლებელი გახდა რუსეთ ამერიკის ადრინდელი ყოვლისმომცველი პარტნიორობის დასრულების წყალობით.
ეს პარტნიორობა აქამდე საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ მათ მარიონეტებს აპარპაშებდა. NNP ამ პოლიტიკური ტურების ხროვაში იმიტომ შეიჭრება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ტურებს პირში ჩალა გამოავლოს და თავისი კანონიერად კუთვნილი ლომის წილი დაითრიოს. ამ ტურების მიერ დაჩაჩანაკებული ქართველი ხალხი უკვე შეეგუა საქართველოს ტერირორიების დაკარგვას და ფიქრობს: ჯანდაბას სოხუმი და ცხინვალი რომ დავკარგეთ, მაგრამ აქეთ აღარ გვედავებიან და ამ სირცხვილით მაინც შეგვიძლია არსებობაო. თავს ნუ მოიტყუებთ! თუ წართმეულ ტერიტორიებს არ დაბრუნებთ, მაშინ რაც დაგვრჩა იმასაც მალე ისე წაგვართმევენ, რომ გასაქცევი გზაც არსაით აღარ დაგვრჩება.
საქართველო 1921 წლიდან დამოუკიდებლობის გზას 70 წლის განმავლობაში ააცდინა ბოლშევიზმმა, 1990 წლიდან დღემდე კი 25 წლის განმავლობაში გარდაქმნამ და გლობალიზაციამ ანუ რუსეთისა და ამერიკის ზემოთ ხსენებულმა პარტნიორობამ. რუსეთი და ამერიკა ეს 25 წელი წიხლით თელავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის და ძლიერების ყველა შანსს. ოღონდ მათი ასეთი პარტნიორობა ერთი წლის წინ დასრულდა. დღეს საქართველო დადგას ალტერნატივის წინაშე ან ახლა მაინც აღიდგინოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავი ისე დაცვას როგორც ყოველთვის ადრე და ან ინერციით ისევ გაჰყვეს გლობალიზაციის დინებას და მასთან ერთად დაიღუპოს.
საქართველოში დღეს გახმაურებულია სამი გზიდან, ნატოში ინტეგრაცია, რუსეთის ევროა-ზიულ კავშირში გაერთიანება და ნეიტრალიტეტიდან არცერთი არ არის სწორი. აბა დაფიქრდით დავით აღმაშენებელს დიდგორის ბრძოლის გამართვის ნაცვლათ თურქების წინაშე ბიზანტიასთან მოკავშორეობით დაეკვეხნა ან ეთქვა ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ და ამიტომ ხელსაც ვერ გვახლებთო, განა რამეს გახდებოდა?
დღევანდელ საქართველოს იმდენი სახელმწიფოებრივი აზროვნებაც კი აღარ შერჩა, რაც 2300 წლის წინათ ფარნავაზ მეფის დროს ჰქონდა. ფარნავაზმა შექმნა ქართული ანბანი ანუ ერი გაანათლა, დადგა არმაზის კერპი ანუ მოაგვარა იდოლოგიის საკითხი, დიღმის ტყეში იპოვა განძი ანუ მოგვარა სახელმწიფო ფინანსების საქმე და მცხეთის სარკინეში ააწყო მაშინდელი საქართველოს სამხედრო მრეწველობა. ეს არის სახელმწიფოს შექმნის მთავარი საფუძვლები. დევანდელ საქართველოში კი ეს საფუძვლები არამარტო გამოცლილია, არამედ ასევე დაგმობილიცაა.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გაყალბდა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის ყალბი აქტით და სსრ კავშირის დაშლის შემდეგ კი შევარდნაძის 1992-95 წლების პარლამენტის მიერ ეროვნული კონსტიტუციის გაყალბებით. ამითვე გადაწყდა ის, რომ დღევანდელ საქართველო არის არა 1918-21 წლების საქართველოს სამართალმემკვიდრე, არამედ საქართველოს სსრს სამართალმემკვიდრე. ამის გამო ჩვენ ერთის მხრივ ის რუსეთი გვეეპყრობა მტრად, რომელსაც საქართველოს 70 წლიანი ოკუპაციისთვის პასუხი აღარ მორთხოვა, მეორეს მხრივ ამერიკაც განგვიხილავს მის მიერ ვითომდა ცივ ომში დამარცხებული სსრ კავშირის ერთერთ ყოფილ სუბიექტს, ანუ როგორც მის მიერ ომში დამარცხებულ ქვეყანას.
ასე გაბითურებულ საქართველოს ამერიკამ და რუსეთმა დაუწესეს სამხედრო ქვოტები, რომლთა მიხედვითაც ჩვენ აკრძალული გვაქვს 200-ზე მეტი ტანკის ყოლა. ეს მაშინ, როცა თურქეთს 3 800 ტანკი ჰყავს. საქართველოს ასევე დაწესებული აქვს ეკონომიკური განვითარების ფარული ქვოტებიც.
ამისგან თავის დაღწევა მხოლოდ დღეს არსებული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მთელი სპექტრის აკრძალვისა და ახალი ნამდვილი ეროვნული პარტიების პოლიტიკური სპექტრის შექმნის გზით არის შესაძლებელი. პრობლემას წარმოადგენენ არა იმდენად ცალკეული ადამიანები, არამედ ის მატარებელი რომლშიც ისინი 25 წლის წინ ჩასხეს. ანუ საჭირო არა ამ მატარებლის მგზავრების დახვრეტა, რასაც ისინი სხვატაშორის სავსებით იმსახურებენ, არამედ ამ მგზავრების სწორი მიმარეთულებით მიმავალ მატარებელში გადასხმა. წარმოიდგინეთ თელავისკენ მიმავალი მატარებელი, რომელსაც ზედ აწერია ბათუმში მიდისო და მგზავრები, რომლებსაც ხელში პლაკატები უჭირავთ - წინ ბათუმისკენო! ეს მატარებელი ბათუმში ვერაფრით ვერ ჩავა, მანამ სანამ მას ბათუმისკენ მიმავალ რელსებზე არ შემოვაბრუნებთ. NNP-ს დანიშნულება ამ მატარებლის სწორი მიმართულებით შემობრუნებაა.
NNP აღადგენს საქართველოს რეალურ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, აღადგენს მის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ისევ აქცევს რეგიონის უძლიერეს სამხედრო სახელმწიფოდ, ოღონდ მანამ სანამ ქართველი ერი არ გაითავისებს თავისი ეროვნული კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოვალეობებს, აუცილებელი იქნება დროებითი ეროვნული დიქტატურის დამყარება. ეს კი იმიტომ, რომ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს აღარც ეროვნული პოლიტიკური პარტიების სპექტრი და აღარც სამოქალაქო საზოგადოება.
საქრთველოს ნამდვილი კონსტიტუციის 52 მუხლით ხელწიფება ეკუთვნის მთელ ერს. შევარდნაძის კონსტიტუციიტ კი ხალხი მხოლოდ ხელისუფლების წყაროა. ასე გამათხოვრებულ და ბოლომდე დაჩაჩანაკებულ და დავალიანებულ ხალხს დღეს პოლიტიკა და ქვეყნის პატრონობა აღარც აინტერესებს. ამიტომ არის ქვეყანაში ისეთი მართლი და ძლიერი ეროვნული პოლიტიკური ძალის მოსვლა, რომელიც ამ ქვეყანას მისივე ეროვნული კონსტიტუციის შესაბამისად კონსტიტუციურად დაალაგებს.
NNP-ს ხელისუფლება პირველ რიგში გადამჭრელი ეროვნული რეფორმებით საქართველოს უბადრუკ ეკონომიკურ მდგომარეობას მოაგვარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მშპს ზრდა პირველსავე წელს იქნება არა ორი და სამი პროცენტი, არამედ 300% და დღევანდელი $ 26 მილიარდიდან გაიზრდება $ 78 მილიარდამდე. NNP-ს ეს ერთი შეხედვით უტოპიური და ფანტასტიკური ეკონომიკური გეგმა, იმდენად ლოგიკური და მარტივია, რომ ამას სკოლის მოსწავლეც გაიგებს.
დღეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს უდულობა და ხალხის დავალიანება, რის გამოც უმრავლესობა ან საერთოდ ვეღარაფერს ვერ აკეთებს და გამათხოვრებულია, ან არა და ცდება ნაკლებად ანაზღაურებად საქმეზე. იმისათვის, რომ მშპ დღევანდელი $ 26 მილიარდიდან $78 მილიარდამდე გაიზარდოს, ქართველ კაცს უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ ერთმა ქართველმა შესძლოს იმ პროდუქციის მეოთხედი მაინც აწარმოოს, რასაც დღეს ერთი ებრაელი ქმნის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ერთი ებრაელი დღეში ხნავს 4 ჰექტარ მიწას, მაშინ ქართველმა 1 ჰექტარი მიწა მაინც უნდა მოხნას, თუ ერთი ებრაელი კალატოზი დღეში აწყობს 2 კუბურ მეტრ აგურს, ქართველმა კალატოზმა ნახევარი კუბური მეტრი აგური მაინც უნდა დაალაგოს და ა. შ. განა ეს ასე ძნელი გასაგებია?!
დღეს 8 მილიონიანი ისრაელის მშპ შეადგენს $ 270. ასე, რომ თუ ერთი ქართველი იმ პროდუქციის მეოთხედს მაინც შექმნის რასაც ერთი ებრაელი ქმნის, მაშინ 4 მილიონიანი საქართველოს მშპ უკვე გახდება $ 67,5 მილიარდი და თუ ოდნავ მეტადადაც გავირჯებით მაშინ არც $78 მილიარდის მიღწევა გაგვიჭირდება.
$ 78 მილიარდიანი მშპს მიღწევა NNP-ს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამა მინიმუმია. ამისი მიზეზი არის არა სიტყვა მინდა, არამედ სიტყვა ეს ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენისთვის არის აუცილებელი და სხვანაირად არც შეძლება. ეს პროგრამა, არის ზუსტად ისეთივე ხერგი, რომლითაც დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლის დროს თავის ჯარს უკან დასახევი გზა გადაუჭრა და თქვა ან სიკვდილი ან გამარჯვებაო.
საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტი ამოდის $ 26 მილიარდიანი მშპდან. $ 78 მილიარდიანი მშპ კი საშუალებას მოგვცემს ბიუჯეტში სოციალური პროგრამები გავაორმაგოთ. მაგალითად პენსიონერებს 150 ლარის ნაცვლად 300 ლარი მივცეთ და ა. შ. და იმავდროულად საქართველოს $ 0,38 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი 50-ჯერ ანუ $ 19 მილიარდამდე გავზარდოთ.
დღეს თურქეთის მშპ$ 1100 მილიარდია, სამხედრო ბიუჯეტი კი $ 18 მილიარდს შეადგენს. ისრაელის მშპ $ 270 მილიარდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მშპ თურქეთის მშპზე ოთხჯერ ნაკლებია, ისრალს აქვს თითქმის თურქეთის ტოლი $ 17 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი. ეს, არის იმისი მაგალითი თუ პატარა ისრაელმა, რომელსაც თურქეთზე გაცილებით უფრო მეტი სამხედრო საფრთხეები ჰქონდა, როგორ შემოიჭირა ქამარი და როგორ გაზარდა თავისი სამხედრო ბიუჯეტი.
ნათქვამია ზოგი ჭირი მარგებელიაო. იმ გაჭირვებამ, რაც ქართველმა ხალხმა ამ ბოლო 25 წლის გადაიტანა, ჩვენი ხალხი ერთგვარად გამოაწრთო კიდეც. თუკი ქართველი კაცი დღევანდელ დუხჭირ მდგომარეობას როგორღაც იტანს, მაშინ მან დროებით უდრტვინველად უნდა გაუძლოს დღევანდელზე ორჯორ უფრო უკეთესი ცხოვრებას. ე. ი. თუ დღეს პენსიონერს 150 ლარიანი პენსიით გააქვს თავი, მაშინ მან მითუმეტეს 300 ლარიანი პენსიითაც ცოტა ხანს უპრეტენზიოდ უნდა გაიტანოს თავი. ებრაელი 300 ლარიანი პენსიით თავს ვერ გაიტანს. ჩვენ თავდაცვის უზრუნველყოფის საქმეში სწორედ ამით უნდა ვაჯობოთ როგორც ისრაელს, ასევე თურქეთსაც.
ბირთვულმა ერამ და გლობალიზაციამ კონვენციულ თანამედროვე სამხედრო შეარაღებას დიდი დაღი დაასვა. ვითომდა მოწინავე თანამედროვე იარაღი, ამერიკული იქნება ეს ებრაული თუ რუსული, ძვირი და ბრძოლისთვის გამოუსადეგარია. ეს იარაღი უმთავრესად კომერციული პრიორიტეტებით არის შექმნილი და არაბი შეიხებისათვის მისაყიდ ძვირფას სათამაშოებს უფრო წააგავს ვიდრე ნამდვილ საბრძოლო იარაღს.
მეორე მსოფლიო ომის დროს აშშმ აწარმოა 300 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი. რუზველტს ამ საქმეში მაშინ ბევრად არც სტალინი არ ჩამორჩა. დღეს აშშს მხოლოდ სულ 2 207 ავიაგამანადგურებლი აქვს. რუსეთსაც მხოლოდ 749. ასე, რომ თვით ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის სამხედრო მონსტრებიც კი, როგორიც აშშ და რუსეთია, სინამდვილეში პრაქტიკულად დაუცველნი არიან. ასეთივე უბადრუკ დღეშია დღეს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები. ამ მხრივ ცოტა უკეთესად აზროვნებს ისრაელი. მაგალითად, მაშინ როცა 320 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამერიკას მხოლოდ 8 848 ტანკი აქვს, არცთუ 8 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ისრაელს 4 170 ტანკი აქვს.
პრეზიდენტ რუზველტს რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ვითომდა უძლევალი სამხედრო ძალები ენახა, პროტესტის ნიშნად თავს ჩამოიხრჩობდა. დღეს რომ სტალინს რუსეთის ასევე ვითომდა უძლეველი არმიის შეიარაღება ენახა, ყველა გენერალს და სამხედრო მრეწველობის მეთაურს დახვრეტდა.
NNP-ს სამხედრო დოქტრინაშია სამამულო სამხედრო მრეწველობის შექმნა და ქართული არმიის არანაკლებ 20 ათასი საბრძოლო თვითმფრინავით შეიარაღება გათვალისწინებული. (აქ ტექსტში შეცდომა არ არის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ნამდვილად ვლაპარაკობთ სამამულო წარმოების არანაკლებ 20 ათას საბრძოლო თვითმფრინავზე.) თანაც სამხედრო მფრინავების მომზადებას NNP ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღესვე დაიწყებს. ვირის აბანოში წავა ყველა ის ოპოზიციონერი თუ ჟურნალისტი, რომლებიც ალიაქოთს ატეხავეს რა ჯანდაბად გვინდა ათი ათასობით სამხედრო მფრინავი, მაშინ როცა ჯერ არც ერთი ზებგერითი ავიაგამანადგურებელი არა გაგვაჩნიაო. მფრინავის მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე თვითმფრინავის აგებას და მფრინავის სიცოცხლე უფრო ძვირად ღირებულია ვიდრე თვითმფრინავი. სჯობია სახაზავ დაფასთან და ჩარხთან დეკალიტრებით ოფლი დარვარო, ვიდრე ბრძოლის ველზე ლიტრობით შენივე სისხლი!
საქართველოში ისტორიულად მთავარ სანხედრო ძალას წარმოადგებდნენ აზნაურებად წოდებული ქართველი სამურაები. ვიქტორ ნოზაძე იმას მოთქვამდა, რომ საქართველოში ადრე 40 ათასიდან 60 ათასამდე აზნაური იყო და ეს კლასი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა მოისპოვო. ამან დაუკარგა საქართველოს სამხედრო ძლიევამოსილება. გიორგი სააკაძე იყო ერთერთი ასეთი აზნაური და ქართველი სამურაი. NNP აღადგენს ამ ეროვნულ ტრადიციას და ქართველ აზნაურებს ხელში ფილთა თოფს კი არ დააჭერინებს, არამედ ამერიკულ რეპტორზე უფრო ბრძოლისუნარიანი ავიაგამანადგურებლით და ებრაულ მერკავაზე უკეთესი ტანკით შეაიარაღებს. ეს იარაღი დაჯდება გაცილებით უფრო იაფი და იქნება გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანი. ჩვენ ვსაუბრობთ არა არაბი შეიხების მისაყიდ ძვირად ღირებულ კომერციულ სამხედრო სათამაშოებზე, არამედ საქართველოს თავდაცვისთვის ზედმორგებულ ნამდვილ საბრძოლო იარაღზე.
NNP მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ხმამაღალ ლაპარაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ჩვენ გვაქვს ოთხი მიმართულება: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. ამ ქვეყნებს აქვთ საკმარისი დრო იმისათვის რომ NNP-ს ხელისუფლებაში მოსვლამდე დააბრუნონ საქართველოსგან მიტაცებული მიწები. მაგრამ თუ ამას მანამდე არ იზამენ, მერე უკვე გვიანი იქნება თითზე კმენანი.
დღეს ქართველი კაცს დომინოს ბრახუნით აქვს გაყვლეფილი ხელები. იგი თურქეთში სამეძავოდ გაგზავნილი ცოლის ჩამოტანილ ფულს უცდის და იმაზე სულაც არ ფიქრობს, რომ ხვალ არაბები ფეხბურთს ითამაშებენ მისი მოჭრილი თავითაც. აი ამ კაცს NNP სამხედრო მრეწველობის კომპლექსში შრომით ისე გასწყვეტავს წელში, რომ დომინოს თამაშის თავიც აღარ ექნება. სწორედ ეს დაუჯდებათ ძალიან ძვირად ყველას, ვინც საქართველოს მიწები მიიტაცა, თავისი კეთილი ნებით აღარ აბრუნებს და ვინც ასეთ დღეში ჩაგვყარა.
NNP იხელმძღვანელებს პრინციპით - სამშობლოს არვის წავართმევ, ნურც ნურვინ შემეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრი მკვდარსაც კი გაეცინებაო. ჩვენი მიწების ოთხი მიმტაცებლი ქვეყნიდან მხოლოდ თურქეთს აქვს დამარცხების შემდეგ ომის ხარჯების ანაზღაუების თავი. ეს არის ერთერთი იმ მრავალ მიზეზთაგანი, რის გამოც NNP საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას თურქეთის მიმართულებით დაიწყებს. საქართველომ რომელი მიმართულებითაც არ უნდა დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეჭვიც არ შეგეპაროთ იმაში, რომ ამას მაშინვე უარყოფითი რეაგირება მოჰყვება როგორც რუსეთის ასევე დასავლეთის მხრიდან. ოღონდ თუ თურქეთთან ვიომებთ, მაშინ ამერიკას და რუსეთს ჩვენს მიმართ არ ექნებათ ერთიანი პოზიცია და თანაც ორივეს მუცელში ჩავაგდებინებთ ენას.
თურქეთი დღეს სამხედრო სიძლიერით მსოფლიოში მეათე ადგილზეა, ამიტომ მათ სასაცილოდაც არ ეყოფათ საქართველოს მხრიდან წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიების ულტიმატუმი, მაგრამ სანამ ისინი გონს მოვლენ თუ ვისთან აქვთ ამჯერად საქმე, ომი ერთ დღეში დამთავრდება ანკარის უსიტყვო კაპიტულაციით. ამ კაპიტულაციას ჩვენ არც მივიღებთ და მართალია თითქმის ექვსი საუკუნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შევასრულებთ ჩვენს იმ ეროვნულ მისიას, რასაც კონსტანტინეპოლის თურქებისგან განთავისუფლება ჰქვია.
როდესაც ბოსფორისა და დაედანელის სრუტეები ჩვენი კონტროლის ქვეშ გადმოვა, რუსეთი იმის შიშით, რომ მისი შავი ზღვის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაშივე არ გამოიკეტოს, უკვე სულ სხვანაირად დაგველაპარაკება. იგი არა მარტო სოხუმს და ცხინვალს დაგვიბრუნებს, არამედ თავის სატელიტ სომხეთსაც ურჩევს ჩვენთვის ლორეს რეგიონის დაბრუნებას. სომხები ამ რჩევას სიხარულით შეასრულებენ იმიტომ, რომ მათ დაუბრუნდებათ ყარსი და არარატის მთა. აქ ლაპარაკი არ არის მარტო ამ სრუტეების გაკონტროლებაზე. გაკონტროლდება საჰაერო სივრცე და რაც მთავარია ის გაჟღერდება ძალაზე დამყარებული მართალი საერთაშორისო სამართლის ქართული ხმა, რომ საწინააღმდეგოს სათქმელის სივრცე არც ამერიკას აღარ დარჩება და ამით დავსრულებთ კრავის სიმართლით მგლებთან ლაპარაკს.
თურქები თავხედურად გაიძახიან ჩვენ სომხების მიმართ გენოციდი არ გაგვიხორციელებიაო, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ისინი 1921 წელს საქართველოს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და რაც მთავარია მათ გენოციდი განახორციელეს ჩვენი მართლმადიდებელი მოკავშირის ბიზანტიის მიმართ. მაშინ ბიზანტიაში სულ რაღაც 300 ათასი თურქი შემოიჭრა, მაგრამ მათ ძალით გაავრცელეს ისლამი და თურქული ენა. ბიზანტიის ტერიტორიაზე ჩვენ ავკრძალავთ ერთსაც და მეორესაც. თურქეთის დღევანდელი მოსახლეობის 90%-ზე მეტი გენეტიკური მართლმადიდებელი ბიზანტიელია.აბა იმას როგორ გავარკვევთ თუ ვინ არის გენეტიკური მართლმადიდებელი და ვინ არა, მაგრამ გენეტიკური ანალიზი ადვილად დაადგენს თუ ვინ არიან გენეტიკური თურქები და როცა მათ მათსავე ისტორიულ სამშობლოში ალტაიში დაკოდილებს გავადეპორტებთ, აი ეს იქნება თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილო და აი მკვდარსაც მაშინ გაეცინება.
ეს მანიფესტი ჯერჯერობით გამოიცემა როგორც ქართველთა გამოსაფხიზლებლი სამსჯელო საგანი. NNP ანუ აეპ (ახალი ეროვნული პოლიტიკა) შეიძლება ზოგიერთებს რუსეთის პარლამენტში მჯდარი ჯამბაზი ჟირინოვსკის მსგავს პოლიტიკურ პარტიად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ არა ვხუმრობთ და რასაც აქ ვამბობთ, თქვენთან ერთად, იმისი აღმსრულებლებიც ვართ.
იმათ, ვისაც საქართველოს მიერ თურქების დამარცხება წარმოუდგენელად მიგაჩნიათ, რაც ამ მანიფესტში ყველაზე ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, შეგახსენეთ იმას, რომ ეს შეუძლებელი საქმე კი არ არის, არამედ პირიქით ისტორიული კანონზომიერებაა:
1) დიდგორის ბრძოლა 1121 წელი. თურქები 300 ათასი სარდალი ილღაზი VS ქართველები 56 ათასი სარდალი დავით აღმაშენებელი. ქართველების გამარჯვება უმნიშვნელო დანაკარგებით. თურქების აბსოლუტური უმრავლესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა.
2) ბასიანის ბრძოლა 1203 წელი თურქები 400 ათასი სარდალი რუქინადინი VS ქართველები 90 ათასი სარდალი დავით სოსლანი. ქართველების გამარჯვება
3) ტაშისკრის ბრძოლა 1609 წელი. თურქები დიდი რიცხობრივი უპირატესობა სარდალი ფერად ფაშა VS ქართველები სახელდახელოდ შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯარი. სარდალი გიორგი სააკაძე ქართველების გამარჯვება მცირე დანაკარგებით. თურქების უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაიღუპა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა თავს გაქცევით.
4) ასპინძის ბრძოლა 1770 წელი თურქები 8 ათასი. სარდალი გოლა ფაშა VS ქართველები 3 ათასი სარდალი ერეკლე მეორე. ქართველების გამარჯვება, თურქების დანაკარგები 6 ათასი კაცი. ქართველების დანაკარგები მხოლოდ 25 კაცი.
ნამდვილი ქართველი ის არის ვინც ამ თანმიმდევრობას ასეთივე რეზულტატებით გააგრძელებს და აი სწორედ ასეთია NNP. აბა ქართველნო აქთ! თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსაო!
საარჩევნო ბლოკის ახალი ეროვნული პოლიტიკის სახელით ვაჟა მთავრიშვილი მობილი 593 542861
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|