საბერძნეთში ბანკები კვირის ბოლომდე დაიხურა
29 ივნისი / 2015
მიმდინარე კვირის ბოლომდე საბერძნეთში არც ერთი ბანკი არ იმუშავებს.
ქვეყანაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბერძნეთს დახმარების პროგრამა არ გაუხანგრძლივა. კვირის განმავლობაში დახურული იქნება საფონდო ბირჟაც.
"ბიბისის" ინფორმაციით, ხელისუფლებამ ასევე ლიმიტი დააწესა ბანკომატიდან ფულის მოხსნაზე და მომხმარებელს დღეში მხოლოდ 60 ევროს მოხსნის უფლება დაუტოვა. ასევე დროებით აიკრძალა ფულადი გადარიცხვები სხვა ქვეყნებთან, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და წინასწარ შეთანხმებული კომერციული ტრანზაქციებისა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ მათ საბანკო დეპოზიტებს საფრთხე არ ემუქრება.
საბერძნეთმა ხვალ საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევრო დავალიანება უნდა გადაუხადოს.
5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ, დათანხმდეს თუ არა საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორების შეთავაზებას ვალთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე.
არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში ბანკები სავარაუდოდ, 7 ივლისს გააგრძელებენ მუშაობას.
http://www.bpn.ge/ekonomika/13022-saberdzn...html?lang=ka-GEბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობამ ბანკებიდან 5 მილიარდ ევროზე მეტი გაიტანა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა საბერძნეთის მდგომარეობა.... დიდი ალბათობით ათენი დეფოლტს გამოაცხადებს და ევროზონასაც დატოვებს, ეს ყველაფერი კი პირდაპირ დაარტყავს საქართველოს მოსახლეობა, ათასობით ოჯახს...
არაოფიციალური მონაცემებით საბერძნეთში 100 000-დან 150 000-ათასამდე ქართველია, რომელთაც უმუშევრად დარჩენა და სამშობლოში იძულებით დაბრუნება ემუქრებათ...