#45062508 · 3 Jul 2015, 12:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი. მჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. ვისაც მოგეპოვებათ იქნებ გამომიგზავნოთ, ან აქ დადოთ ან PM-ში.
ანუ. მე ვარ მყიდველი. თქვენ მშენებარე ბინის გამყიდველი კომპანია. მე შევასრულე ვალდებულება, გადავიხადე ფული. სანამ შენ ბინას გადმომიფორმებდი, ანუ რეესტრში დავარეგისტრირებდი მანამდე შენს ქონებას ყადაღა დაედო, იმიტომ რომ სხვების მიმართ გაქვს ვალდებულება შესასრულებელი. მე მივმართე სასამართლოს და მოვითხოვე მესაკუთრედ აღიარება.
ასეთი საქმეები დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთეულები არ იქნება. გთხოვთ, თუ გაქვთ სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლითაც მსგავსი სარჩელი დაკმაყოფილდა მომაწოდოთ.
მადლობა.
--------------------
Bird and bear and hare and fish
|