გამარჯობა
მოკლედ ასეთი რამე შემემთხვა და გრძელდება მე7 დღეა უკვე
ბაზრობაზე გავიყვანე მანქანა წინა შაბათს, მოვიდა ტიპი და მეუბნება ვყიდულობო. რაღაც ორგანიზაციაზე უნდა გავაფორმოთო, ინვალიდების ავტოსკოლას ვაკეთებთ და მთელი ამბებიო .ჩაიწერა ჩემი ნომერი და მეორე დღეს უნდა შემხვედროდა. მეც გამიხარდა და ველოდე მეორე დღეს როდის დამირეკავდა. დამირეკა შემხვდა ნახა მანქანა შეამოწმა , ეს უკვე თბილისში. მოეწონა მოკლედ ყველაფერი და მეუბნება ხვალ შევხვდეთ დანარჩენზეო, შევხვდით ამ ,,ხვალ'' მოიყვანა ორი ადამიანი კაცი და ქალი, იმათმაც გაიარ გამოიარეს შეამოწმეს მანქანა და მოეწონათ. მითხრა რომ ესენი არიან ორგანიზაციის დირექტორებიო და ამათზე უნდა გავაფორმოთო. კაი მეთქი როდისთქო და კიდე მეუბნება ხვალეო.. გავიდა კიდე ერთი დღე და მირეკავს გამოვდივარო და დათქმულ ადგილას უნდა შევხვედრილიყავით. მივედი ადგილზე ზუსტად დათქმულ დროზე. მირეკავს რო აი ახლავე მოვალო. ველოდე ველოდე გავიდა 1 საათი 2 საათი. ამასობაშI ვურეკავ არ იღებს, მერე გადმომირეკავს თვითონ და მეუბნება რო მეტროში ვარ არ იჭერსო, ნუ ბოლო ბოლო ვერ მოხერხდა იმ დღეს შეხვედრა,, კაი ახლა მეორე დღეს მეუბნება სამუშაო საათებში რომ გამოვდივარ ახლა და გამოდიო. გავენთავისუფლე სამსახურიდან და გავედი ისევ, იმ დღესაც თითქმის იგივენაირად გამაწვალა და მოვიდა. ოღონდ მოიტანა ბარათი, რომელზეც დარიცხულია თანხაო. ნუ რათქმაუნდა ამ ბარათს არ ვენდე და წამოდი ბანკიდან გამოვიტანოთ თანხათქო. წავედით ბანკში და მაინცდამაინც იმ დღეს იყო ამ ლიბერთი ბანკის ქსელური პრობლემა, რის გამოც თანხა ვერ გამოვიტანეთ. გადავდეთ შემდეგ დღეს. შემდეგ დღესაც დამირეკა გამოდი შეგხვდები ყველაფერი მოგვარებულიაო. მივედი ისევ ველოდე ველოდე. ბოლოს ტელეფონი გათიშა და დაიკარგა ტიპი.. მერე მწერს ვიღაც დამეღუპაო და ბოდიშები მიხადა. ნუ კაი მომეშალა ნერვები მაგრამ რას ვეტყოდი. ვუთხარი არ ვიცი რა პრობლემა გაქვს, მატერიალური თუ გონებრივი მაგრამ უკვე ზედმეტებში გადადიხარ და თუ არ გინდა ამის ყიდვა მითხარი და სხვა მსურველებს ვაჩვენებ მანქანასთქო. 2 კაცს ვუთხარი ამ ხნის განმავლობაში უარი. ტიპი მარწმუნებს რომ არა 100000 % ით იყიდის უბრალოდ დაემთხვა ეს ამბები ერთმანეთს და ვერ მოაღწია ჩემამდე. არავის არ მისცე მანქანა უეჭველი ვყიდულობო და ნუ ნერვიულობო ძაან ადამიანურად მელაპარაკა. კაი მეთქი აი როდის გინდა ბოლო ბოლო მანამდე არ დამირეკო იცოდეთქო, დამირეკე მარტო მაშინ როცა ნაღდად შეძლებ მოსვლასთქო.
მირეკავს კიდე შემდეგ დღეს და მეუბნება მოვდივარო. ნუ გავედი მეც და არ მოვიდა ტიპი, ისევ იგივენაირად მოიქცა. მთელი ტელეფონის გათიშვებით და მესიჯებით და მთელი ამბებით ნერვები მიშალა და წამოვედი ისევ სახლში.
კი ვიცი რისი ღირსიცაა ამ დროს კაცი მაგრამ ჯერ იმის ინტერესი მკლავს რატომ აკეთებს ასეთ რამეს. და ბოლოს ერთიანად ამომასხავს და დავახურავ ყველაფერს თავზე.
უბრალოდ მაინტერესებს ასეთი ###ობა რამე გაგიგიათ ოდესმე სადმეეე?? გამაგიჟა ტიპი მარწმუნებს რომ ვყიდულობ და წყალი არ გაუვა ამას და ყოველგვარიმიზეზგარეშე ვიყიდიო.. ჩემს საქმეებს ხომ მაცდენს და მანქანის ნახვის მსურველებსაც ხო უარს ვეუბნებოდი.. ტიპმა იმდენი ცოდვა დააგროვა ამ 1 კვირაში რო სრული უფლება მაქვს გავუშვა ჯოჯოხეთში.
არც იმედი მაქვს რო იყიდის და არც სურვილი კიდე ასეთ ადამიანს მივცე მანქანა , მაგრამ მაინტერესებს უბრალოდ რამეში შეიძლება აწყობდეს ეს ყველაფერი ადამიანს?
აგერ ახლაც ტიპს ვურეკავ და არ იღებს, მესიჯებს მწერს რომ უეჭველი გამოვალ უეჭველი გამოვალო..
არც ღადაობს, არც ფსიქიკურად დაულაგებელი ჩანს, ჩვეულებრივი ადამიანია. სადღაც 40+ წლის
უბრალოდ ასეთი ### რატოა ვერ ვხვდები
შეურაცხყოფაზე ჯერ არ გადავდივარ პირადად, მხოლოდ საყვედურებს ვეუბნები მაგრამ მაინც გაიძახის უეჭველი ვყიდულობ წყალი არ გაუვა წყალი არ გაუვაო.
რაარის ეს რამე აფიორაა რომელიც ზოგადად ხდება ქალაქშიი თუ პროსტა ერთ კონკრეტულ ჩამონძრეულ ადამიანს გადავაწყდი სრულიად შემთხვევით?
ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია...
Working from seven...