#45235257 · 23 Jul 2015, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ გიყვარს ვიდეოს გადაღება, გაქვს ბლოგი, მეგობრობ სოციალურ მედიასთან, გაწუხებს ორიგინალური იდეები და სამყაროს განსხვავებულად ხედავ, მაშინ შენ ის ხარ, ვისაც ჩვენ ვეძებთ!
“მულტიმედია ტრენინგ ცენტრი” (MTC)- ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე ახალგაზრდა, კრეატიულ და ენერგიულ ჟურნალისტს აწევრიანებს ეძებს თანამოაზრეებს.
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ “მულტიმედია ტრენინგ ცენტრის” წევრი, იმუშაოთ ჩვენთან ერთად, შექმნათ რადიო გადაცემები, ჩაებათ სხვადასხვა კამპანიებში, იმოგზაუროთ რეგიონებში, აღმოაჩინოთ საინტერესო ისტორიები და გმირები.
ჩვენ არ გვჭირდება ყოვლისშემძლე ბრიუსი, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს რომლებიც ჩვენთან ერთად გახდებიან MTC-ის გუნდის წევრები და ჩვენსავით იზრუნებენ ორგანიზაციის განვითარებაზე.
თუ დაგაინტერესათ შემოთავაზებამ არ დაიზაროთ და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე--->> multimediatrainingcentre@gmail.com. თუ კითხვები გაქვს დაგვიკავშირდი ნომერზე - 555 900 513.
MTC-მულტიმედია ტრენინგ ცენტრი 2013 წელს დაარსდა. დღეს, როდესაც ტრადიციული მედია სოციალურმა მედიამ ჩაანაცვლა, ჟურნალისტებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ ახალი ამბები და სხვა ჟურნალისტური ნამუშევრები აუდიტორიას გაცილებით სწრაფად და ეფექტურად გადასცენ. დღეს როდესაც უბრალო სმარტფონიც კი გვაძლევს სატელევიზიო მასალის მომზადების საშუალებას, ჩვენი ორგანიზაციის მნიშნელობა კიდევ უფრო იზრდება.
|