ყველა სუპერმარკეტი დაიხურება თუ აიკრძალა ქიმიური საკვები. ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე და დიდხანს შენახვის სურვილი მწარმოებელს და რეალიზატორს უბიძგებს კონსერვანტების გამოყენებისკენ. კარგად რომ გამოიყურებოდეს პროდუქტი მყიდველის თვალის მოსატყუებლად საჭიროა საღებავები, უცხო გემო რომჰQონდეს ან დაფაროს არასასიამოვნო სხვა გემო უნდა გამოიყენონ გემოს ქიმიური გამაძლიერებლები, გაყიდვის რაოდენობის გაზრდა იგეგმება შენიღბული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც იწვევენ მიჩვევას, გიჩენენ სურვილს კიდევ იყიდო და ა.შ. აქ დიდი ფული ტრიალებს და ვისაც დიდი ფული აქვს ის აკონტროლებს ყველაფერს, მაკონტროლებელ ორგანოებსაც კი. აქ საუბარი არაა ერთ ვიღაც კონკრეტულ ბიზნესმენზე, ეს არის გლობალური სისტემა, რომლის კანონებსაც ნებით თუ უნებლიედ ემორჩილება ყველა.
ზოგადად მხოლოდ კოკა კოლა კი არა საერთოდ გაზირებული სასმელები ყველა პოტენციურად მავნეა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ძალიან სიამოვნებს მათი დალევა.
მაგალითად სიცხეში ორგანიზმი კარგავს წყალს და საჭიროა მარაგის დროულად შევსება, რომ არ მოხდეს სისხლის გასქელება რაც ასაკიანი ადამიანებისთვის ტრომბების საშიშროებას ქმნის. სასარგებლოა სუფთა წყალი და სიტკბონაკლული კომბოტები, ნატურალური წვენები შაქრის დამატების გარეშე (და არა ქიმიური დამატკბობლებით).
გაზირებული სასმელები აკავებს წყალს ორგანიზმში და წნევის მომატებას იწვევს.
გაზიანი სასმელების რეგულარი და ხშირი მიღება ცუდია კბილებისთვის. მჟავები, რომლებიც ნებისმიერ გაზირებულ სასმელშია იწვევს კბილის ემალის ეროზიას, კარიესს.
ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვის გამო ისინი ხდება მყიფე, სუსტი და ადვილად ტყდება, მაგალითად მენჯში, სადაც დიდი დაწოლაა.
მინერალური წყლები სამკურნალოა, არ შეიცავს საღებავებს და მავნე ნივთიერებებს (თუ ნატურალურია და წყაროდანაა), მაგრამ მათი სმა ყოველდღიურად ასევე არაა
სასურველი სხვადასხვა მიზეზების გამო (მათი თვისებები ამოკიდებულია შემადგენლობაზე).
ყველაფერს სჯობს დალიოთ პიტნის ან ასკილის ჩაი, ისიც ნაკლები შაქრით.
ვისაც თავისი ჯანმრთველობა არ ადარდებს, შეუძლია რაც უნდა ის სვას.
This post has been edited by JAPANAUC on 6 Jul 2015, 13:14