ესეიგი აჭარის ამბების დათვალირება მაგრა მისწორდება ამ ბოლო დროს, ამდენი ხიხო ერთად როგორ შეჰყარა ბიძომ.
ინდივიდუალურად ხალხმა 10-20 ლარი თავისი სინდისით თუ გადარიცხა, თქვენ დამატებით რა უფლებით აახიეთ ისე რომ არც კი შეუთანხმეთ, ეს რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება? თუ უნდა აგეხიათ სიმონ თქვენი სახელით რატომ გადარიცხეთ , მაშინ მოსახლეობის სახელით გადაგერიცხათ, ტაკოს თამაშს აქვს საქმე.
ყოველთვის ვაკეთებ შედარებას წინა ხელისუფლებასთან, ნუ ესეა მენტალიტეტი

ისინი შევარდნაძესთან აკეტებდნენ და ასე შემდეგ, ხოდა იმათ რომ ექნათ ხომ იქნებოდნენ სისხლის მსმელები, თქვენ ვინხართ? უკეთესი გვინდა თორემ უარესი კია რა ე
http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/47486/აჭარის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციით, მათი კუთვნილი პრემიები თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ისე გადარიცხეს, რომ ამ ადამიანებს არ შეუთანხმეს. მუსიკალური ცენტრის თანამშრომლებმა პრემიების დარიცხვის მოთხოვნით უკვე მიმართეს მთავრობას. პრემიებს ელოდებიან დრამატულ თეატრშიც.
მათი კუთვნილი პრემიები 13 ივნისს თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხეს: „სტიქია რომ მოხდა, შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ უნდა დავხმარებოდით. ამ შეკრებას მოთხოვნა-თხოვნის ხასიათი ჰქონდა. ხელფასი დადგენილზე სამი დღით ადრე დაგვირიცხეს, საიდანაც ყველამ გადავრიცხეთ 10-20 ლარი _ ვისაც რამდენი შეგვეძლო. გარდა ამისა, ჩვენი კერძო ინიციატივითაც შევაგროვეთ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები და გავაგზავნეთ. მაშინ გვითხრეს, რომ პრემიას ჩვეულებრივ დაგვირიცხავდნენ“.
როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „გასული კვარტლის პრემია აჭარის საჯარო დაწესებულებებში, მუნიციპალიტეტების ჩათვლით, არავის აუღია, რადგან ყველა საპრემიო თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა“. შეკითხვაზე, თუ რატომ არ იციან ამის შესახებ იმ ადამიანებმა, ვისაც პრემია ეკუთვნის და ვინ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, აჭარის მთავრობის აპარატიდან განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ლადო მგალობლიშვილთან გადაგვამისამართეს, რომელმაც შემდეგი განმარტა:
„პრემია დარჩა ბიუჯეტში, არსად არ წასულა. უბრალოდ, რადგან ის უბედური შემთხვევები მოხდა თბილისში, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებაში სხვანაირად არ აღქმულიყო და არ გაიცა პრემია ივნისის თვეში. ახლა მიდის საუბარი, კულტურის სიპებს, ვისთანაც ყველაზე დაბალია ხელფასი, როგორ მოხდეს მათთვის დანამატის გაცემა, რა ფორმით გაიცეს, რამდენი და ა.შ. კულტურის დაწესებულებები მათ დანამატებს, რომელიც ბიუჯეტში პრემიის მუხლით არის გაწერილი, გარკვეულწილად მიიღებენ. ამ წუთას ზუსტად ვერ გეტყვით რამდენს მიიღებენ. სამ დღეში გვეცოდინება“.
ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პრემიის როგორმე გაცემის საკითხი“ მხოლოდ იმ ხალხისთვის იხილება, „ვინც არის კულტურის სიპები“.
შეკითხვაზე - აჭარის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს თუ არა გასულ თვეში სახელფასო დანამატი? ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა: „დანამატი არის ნორმატიული აქტით გაწერილი და ამ დანამატის არგაცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ეს არის პირდაპირ გაწერილი. მთავრობის წევრებს არც ერთს პრემია არ აგვიღია“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტიქიიდან სამ დღეში - 17 ივნისს განაცხადა, რომ აჭარის ყველა საჯარო დაწესებულება ერთი თვის ხელფასს სრულად გადარიცხავდა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. მთავრობის პრესცენტრმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმავე დღეს განაცხადა, „რომ ეს იყო არაზუსტი ინფორმაცია“.
23 ივნისს აჭარის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 117 500 ლარი აქვთ გადარიცხული.
This post has been edited by NGARINCHA on 7 Jul 2015, 11:10