როგორც РИА НОВОСТИ იტყობინება, ოდესელები ქუჩებში გამოვიდნენ და გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გადადგმას მოითხოვენ.
მოქალაქეებმა გაიდარის ქუჩა გადაკეტეს, ხელში პლაკატები ეკავათ: „სააკაშვილი go home" და „სააკაშვილი სამხედრო დამნაშავე". ქუჩაში ასევე გამოიყვანეს წითელჰალსტუხიანი თხა და ცნობილ ვიდეოკარებზე გააკეთეს მინიშნება, სადაც სააკაშვილი თავის ჰალსტუხს ღეჭავს.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ კოშელევმა განაცხადა, რომ ოდესას ნორმალური, ადგილობრივი გუბერნატორი უნდა ყავდეს, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს და არა გიჟი სამხედრო დამნაშავე, თან დაამატა: „ოდესას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილი ყელამდე სისხლშია მოთხვრილი, სწორედ მან გასცა ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანება, მან გააჩაღა ომი სამხრეთ ოსეთში და ახლა იგივეს აპირებს დნესტრისპირეთში".
აქციის დროს მომიტინგეებს თავს დაესხნენ კარგად აღჭურვილი უცნობები და ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა.
მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წლის 30 მაისს დაინიშნა.
http://www.reportiori.ge/?menuid=8&id=7126...CBFLMp.facebookერთ თქვეში ოდესელებსაც შეაძულა თავი არქიფო ყლინჯიჭამიამ