„რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA საქართველოში“ ჯგუფში შემავალი საწარმოთა კომპლექსი აუქციონზე იყიდება. ობიეტის საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარია, ვაჭრობის ბიჯი 100 000 აშშ დოლარს შეადგენს. აუქციონი 31 ივლისს, 18:00 საათზე დასრულდება.
ქონება დამატებითი ინვესტიციას არ საჭიროებს. ექსპლუატაციის ვადა კი 25- 50 წელს შეადგენს.
აუქციონზე გამოტანილია შპს „მიკადო ჯორჯია"-ს 100% -იანი წილი (მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე); შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ 100% -იანი წილი (კომერციულ პროექტებთან ერთად, ავტობაზრობის ოპერაციული მართვა); შპს „რუსთავ ტერმინალ პლიუსის“ 100% -იანი წილი (საბაჟო კონტროლის ზონის ოპერაციული მართვა, ლიცენზირებული მეწარმე, საბაჟო ტერმინალის მმართთველი); შპს „რუსთავ კომფორტის“100%-იანი წილი (სასტუმრო კომპლექსის ოპერაციული მართვა, კვების ობიექტებთან ერთად); ასევე 100% მართვის უფლება პორტალ
http://autopapa.ge (ელექტრონული ავტობაზრობა, საიტი, სერვერი, უფლება განვითარების და მომსახურების ხელშეკრულებებზე);
კომპანიების მფლობელის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში კომპანია PricewaterhouseCoopers-ის („PWC“) მიერ ჩატარებულ იქნა AUTOPAPA ჯგუფის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი და ბიზნეს ჯგუფის საბაზრო ღირებულების დიაპაზონი განისაზღვრა 41.7-დან 54.1 მილიონ ლარამდე.
რუსთავის ავტობაზრობა ამჟამად ბელიზში დაფუძნებულ CARTEX TRADING LIMITED-ს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მფლობელი უკრაინული პრივატ ჯფუფი იყო.
http://ick.ge/rubrics/economics/22692-i.htmlსტრატეგიული ობიექტია! ერს უნდა დარჩეს!
ნეტა ბაზრობის ### გამოთქმების საავტორო უფლებებიც გაიყიდება?
