საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 12 ივლისს უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ვიდეოინსტრუქციას ავრცელებს.
ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ბილეთების შეძენის მსურველთა ცოცხალი რიგი ვაკის პარკიდან დაიწყება და მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებისკენ 50-50 ადამიანი დაიძვრება.
მყიდველმა სალაროში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გადახდა მოქმედებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით და თითო ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.
ვაკის პარკის ტერიტორიაზე განლაგებული იქნება ბიოტუალეტები, სასმელი წყლის პუნქტები და მობილიზებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.
UEFA-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩი „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს გაიმართება, სადაც ერთმანეთს „სევილია“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.
http://www.info9.ge/sazogadoeba/videorepor...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo