,,ალიას“ ჟურნალისტი ნარმანიას: ამდენ ხალხს რომ აგინებინებ თავს, არ ხარ ღირსი?
17:11 09.07.2015
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივას, რომ დედაქალაქში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვინც საგზაო მოძრაობის საკითხებში ცოტათი მაინც ერკვევა, ნარმანიას ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდა და განაცხადეს, რომ მსგავსი მანქანების აკრძალვა დედაქალაქში მოძრაობას მაინც ვერ განტვირთავს.
ამის შესახებ გაზეთ ,,ალიას“ მიმოხილვაში წერია.
,,თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში მარჯვენასაჭიანი მანქანები მოძრაობის შეფერხებას იწვევს და ამ საკითხებზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს. ვისაც ამ საქმეში ჭკუა მოეკითხება, ყველამ თქვა, სისულელეა, მარჯვენასაჭიანი მანქანები მოძრაობასთან რა კავშირშიაო? ვისგან მოისმინა ნარმანიამ ეს მოსაზრება და რატომ არის მათი ნათქვამი მისთვის აქსიომა? აკრძალვის იდეას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე“,- წერს გაზეთი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დავით ნარმანიამ ეს ინიციატივა ისე დააყენა, თბილისელებზე არც კი უფიქრია.
,,ნარმანია, შე თბილისელებზე ,,მზრუნველო“, განცხადებას სანამ გააკეთებდი, იფიქრე იმ თბილისელებზე, ვინც მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვით ლუკმაპურს კარგავენ? ან იმ ადამიანებზე დაფიქრებულხარ, ვინც კრედიტით შეიძინა მანქანა, რომ ოჯახი ტაქსისტობით არჩინოს? თუ არ იფიქრე, ხომ ერთი უბედურებაა, თუ იფიქრე და მაინც გინდა აკრძალვა, კიდევ უარესი. რამდენიმე ათასი ადამიანის ბედი ერთ ადგილას გკიდია.
რატომ წამოიწყო ნარმანიამ მარჯვენასაჭიან მანქანებზე საუბარი, იმიტომ ხომ არა, რომ საცობების პრობლემას ვერ აგვარებს და ასეთი მანქანების აკრძალვით უნდა თბილისში მოძრაობის განტვირთვა“,- აღნიშნას გაზეთი.
როგორც გამოცემის ჟურნალისტი აცხადებს, ჯერ კვლევა უნდა ჩატარებულიყო და ნარმანიას ეს განცხადება მერე გაეკეთებინა, მაგრამ ქალაქის მერი პირიქით მოიქცა, რის გამოც უამრავი ადამიანის გინება არ ასცდა.
,,ძალიან საინტერესოა, სანამ ამ სისულელეს იტყოდა, გამოვიდა ნარმანია და თბილისელ მძღოლებს დაელაპარაკა? ჰკითხა მითხარით თქვენი აზრი მოძრაობას რა აფერხებსო? ნარმანიას როდისმე უფიქრია, დაინტერესებულა და დაუვალებია თავისი სამსახურებისთვის შეესწავლათ რაიონებიდან ყოველდღე რა რაოდენობის მანქანა შემოდის თბილისში სატაქსაოდ? არა გვგონია. ვინმემ დათვალა კი, რამდენი მარჯვენასაჭიანი მანქანაა საქართველოში? კონკრეტულად არავის დაუთვლია, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, სავარაუდოდ, მანქანების მთლიანი რაოდენობის 30% მარჯვენასაჭიანია.
შე კაი კაცო, თუკი არც კვლევა არსებობს, რა გალაპარაკბ, ენა გექავება? დაჯექი სპეციალისტებთან, ჯერ ის გაარკვიე, რამდენი მარჯვენასაჭიანი მანქანაა, გამოიკვლიე, რა რაოდენობის ავარიები მოდის ამ ავტომობილებზე და მერე გამოთქვი შენი ,,კომპეტენტური“ აზრი. ამდენ ხალხს რომ აგინებინებ თავს, არ ხარ ღირსი? შე კაი კაცო, ჯიპებით რომ დარბიხართ და ხშირად გზიდან გვყრით, შუა გზაში ატრიალებთ, თან საპირისპირო ზოლზე მიაჭენებთ, ეს არ აფერხებს მოძრაობას?! ჰო კიდევ, შუა გზებზეც გაეცით მშენებლობის ნებართვები და განიტვირთება საცობები“,- წერს გაზეთი.
http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/...har-ghirsi.htmlიგივე კითხვა შეიძლება დუსვა ზოგიერთ აქაურ უზერს