ე.ი
ინდივიდუალური რომაა, გემოვნებაზე რომ არ დაობენ და ა.შ გადავდოთ გვერძე..
როგორი უნდა იყოს ქალი, როგორი უნდა იყოს ქალღმერთი, როგორი უნდა იყოს თვით სრულყოფილება ♥
პირველი რაცაა, რაც შევნიშნე, რასაც სხვათაშორის აქამდე დაკვირვებული არ ვიყავი,
აუცილებლად უნდა იყოს შენზე (მამრზე) ჭკვიანი, გამოცდილი(ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვგულისხმობ)
მის სიძლიერეს უნდა გრძნობდე მიახლოვებისას, საუბრისას, შეხებისას..
უნდა ჰქონდეს ძალიან მაგარი ღიმილი/სიცილი, ისეთი რომ როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყო, აუცილებლად მოგიყვანოს ხასიათზე.
აუცილებლად უნდა იყოს დამყოლი, ნებისმიერ სიგიჟეში, ნებისმიერ არანორმალურ გადაწყვეტილებაში, შენთან ერთად უნდა იყოს გიჟი
და შენთან ერთად უნდა იყოს დასტოინი როცა საჭიროა ♥
აუცილებლად, ძალიან ხშირად უნდა გითხრას რომ კარგი ხარ, თვითშეფასება აგიმაღლოს, გაგაძლიეროს ♥
და ერთ-ერთი მთავარი, უნდა იყოს ორიგინალური,
რომ თხოვ რამე თბილი მითხარიო-გაზქურა, ცეცხლის წვიმა, მზე, ნაკვერჩხალი, ცხელი სიმინდი და ა.შ არ გითხრას.
ორიგინალურად გაგრძნობინოს თავისი სითბო

და მთავარი..
მასთან გატარებულმა 1 წუთმა, 1 საათმა, 1 დღემ, უნდა გადაწონოს ყველაფერი. წლები-თვეები-საუკუნეები.
მასთან როცა ხარ, უნდა გაჩერდეს ყველაფერი, ირგვლივ გაქრეს ყველა მოძრავი თუ უძრავი სულიერი არსება ♥