ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
ამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფიკ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულია 34,4141 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 17,2793 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
http://www.tabula.ge/ge/story/97992-narkod...qalaqe-daakavesეუფ ეს ნახეთ როგორ აკეთებენ აქცენტს აზერბაიჯანის მოქალაქეზე. ანუ აზერები ბარიგები არიანო ფაქტიურად.