გამარჯობათ, მცხეთის რაიონში აქვე ახლოს მაქვს 1 ჰექტარი მიწა. ადრე ამ ტერიტორიაზე ვაშლის ბაღები იყო და საკმაოდ კარგად ხარობდა, როგორც გადმოცემით ვიცი. მინდა რაიმე დანიშნულება მოვუძებნო, ვფიქრობ ხელახლა გავაშენო ბაღი. ვისაც გქონიათ ამ თემასთან შეხება, რას მეტყვით ღირს საერთოდ მაგ საქმის დაწყება? რა ჯიშებს მირჩევთ? დაახლეობით რამდენი ძირი წავა 1 ჰექტარზე და რამხელა მოსავალს მივიღებ სრული მსხმოიარობის პერიოდში? ასევე რამდენ ხანში შევა მსხმოიარობაში?
მოკლეც ვისაც შეგიძლიათ, რომ რამე ინფორმაცია მომაწოდოთ მადლობელი დაგრჩებით.

))