დიდი ხანია მინდა გავხსნა ეს თემა.
მართლაც მაწუხებს ეს საკითხი.
უპირველეს ყოვლისა დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი ერისადმი.
თემა არ ემსახურება ქართველთა დაკნინებას არამედ მოყვარისათვის პირში ძრახვას მხოლოდ!
არახალია რომ ამ ქვეყანაში კარგის სინონიმი - უცხო და უცხოურია.
ნუთუ სნობიზმია გარკვეული ეს. თუ არსებულის რეალური ანალიზი. მემგონი უფრო მეორე.
განა გვივარგა რამე რასაც აწი ვაწარმოებთ? რასაც ვქმნით უკვე ძალიან დიდი ხანია? ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში, ნაწარმში, ფლოსტებში თუ ტრუსებში?
სიმართლე გითხრათ თემის ინსპირაცია მომცა ახლამა ტრეილერმა ფილმისა
რომელიც კიდევ ერთი კალკია უცხოეური პროექტისა
მსგავსი უნიჭო კალკი ჩვენ უკვე ვიხილეთ მისტერ ძიძას სახით კინოთეატრებში
რომელიც უნიჭო კალკია ლეგენდარული ჰიტისა „მისის დაუდსფაიერი“
რაც მთავარია ყველაფერი რაც კალკის სახით სრეულდებოდა იმდენად ჩამორჩებოდა ხარისხით იმას რასაც იმეორებდნენ რომ რასაკვირველია ყველაფერი უცხო და უცხოური ჯობდა (და ჯობს)
თქვენს წინაშეა პიანინო საქართველო. უმახინჯესი და უსასიზღრესი ჟღერადობით.

ამავე პერიოდის მასიური ჩეხური ნაციონალური წარმოება პეტროფი. კრისტალური ბგერებით დახვეწილი დიზაინით. ჩქასოვილი სულითა და გულით.

აქვე მივაღწიეთ წარმატება მუსიკალური ინსტურმენტების წარმოებაში.
თქვენს წინაშეა ჭუნირი გულისგამაწვრილებელი ჟღერადობით.
ჭუნირი:

ეს მაშინ როდესაც ევროპა უკვე ივიწყებს ვივალდის მის ხელახლა აღმოჩნეამდე (1920იან წლებამდე)
აქვე წარმოგიდგენთ 1600-იანი წლების ვიოლინოს.

აღარაფერს ვიტყვი თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ამჟამად მოჭყვიტინე სათამაშოსაც რომ ვერ ვქმნით კარგით ეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს დავაბრალოთ მაგრამ რასაც ვქმნით იმაშიც წამხედურები რატო ვართ (უნიჭოდ)?
არ შეიძლება ახლა მაინც შევქმნათ რაიმე ახალი და ორიგინალური რაც ხარისხიანი იქნება და არა არსებულის უნიჭო გამეორება? რატომ არ შეგვიძლია ჩავაქსოვოთ სული და გული შემოქმედებაში, წარმოებაში, ქვეყნის შენებაში!
მე პირადად მომბეზრდა მანიაკალური ლტოლვა და ევროპაფილია, დასავლოფილია, და მუდამ ძახილი: ,,ევროპული", ,,დასავლური", ,,იაპონური", ,,ამერიკული". მომბეზრდა არა ნივთების მიმართ არამედ ღირებულებების მიმართ, იდეოლოგიის მიმართ, ფილოსოფიის მიმართ!
არ შეიძლება ავირჩიოთ ქართული გზა? თუ არ გაგვაჩნია უნარი შევქმნათ რაიმე ფასეული?
თუ მხოლოდ გაყიდვა შეგვიძლია და იმის ყურება როგორ შენდება ჩვენს მიწაზე სხვა ,,უცხო" ,,უცხოური"
მაპატიეთ. ღამის თემად ჩამითვალეთ თუ გაწყრებით.
რაც კაია კაია, ქართულ ფოლკლორს, ჩაკრულოს და მრავალჟამიერს როგორ შევეხები და დავაკნინებ.