სუპერ თასის მატჩზე მოსახვედრად ვაკის პარკში მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე ორი დღით ადრე ფეხბურთის გულშემატკივრები ბილეთების შესაძენად რიგში დგებიან. ისინი ფეხბურთის ფედერაციის გვერდის ავლით აპირებენ ორგანიზება გაუწიონ შეკრებილებს და ბილეთები მათივე თქმით "ყველანაირი ექსცესების გარეშე" შეიძინონ.
ვაკის პარკში შეკრებილებმა უკვე დაიწყეს სიის შედგენა და რიგის დაკარგვის საფრთხის გამო ისინი კვირამდე არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას.
გულშემატკივრები მიმართავენ მთავრობასაც, რომ ადგილზე მოხდეს საპატრულო პოლიციის მობილიზება და ვითარების გაკონტროლება.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ზვიად სიჭინავა კი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაცია წინასწარ შედგენილ სიებს არ აღიარებს. მისი თქმით დილის 09:00 საათზე რიგი გაიხსნება და წინასწარ სიების შედგენას აზრი არა აქვს.
ვიდეო - http://rustavi2.com/ka/news/21027| QUOTE |
ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა. სფფ-ის გადაწყვეტილებით ბილეტები სალაროებში გაიყიდება. მე მახსენდება საქათველო-გერმანიის ბილეთების ყიდვა. დილით ადრე, 7-8 საათისთვის დავიკავე რიგი სალაროსთან ჩემს წინ 6 ადამიანი იდგა, ხოლო 2 ადგილით უკან თურქი ეროვნების გულშემატკივრები იდგნენ. დაახლოებით 1 საათისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ამასობაში მზემ კარგად დააჭირა, საოფლე ჯირკვლები აქტიურად ამუშავდა ირგვლივ ცხელი ოხშივარი ავარდა. ამ დროის განმავლობაში 8-დან 1 საათამდე მთელი დუნიის ამბები მოვისმინე: 81-ში რა გუნდი იყო დინამო, რა მთავრობა გვყავს - რამდენ გოლს გაგვიტანენ გერმანელი ფეხბურთელები და რა დროსა არ არის სტალინი ცოცხალი, ლარის კურსი როგორ უსულოდ დაეცა, როგორ ურცხვად მოიქცა დაენერის ტარგარიანი როცა გაუშვა ჯორა მორმონტი, რუსეთი მოერევა თუ ამერიკა და ა.შ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ხალხი ყველა მხრიდან მოაწვა მიხვდი, რომ ალყაში ვიყავი და უნდა მეაქტიურა, სამიზნე მალევე გამოჩნდა: ზემოთ ნახსენები თურქი გულშემატკივრები დაწინაურებულიყვნენ და უკვე სამი ადგილით წინ დავლანდე... მოდუნება არ შეიძლებოდა, ხმალი ავლესე, ლაშქრული მრავალხმიანი დავცხე და შეტევაზე გადავედი. მეტოქეს კისერი დაუცველი ჰქონდა და მე კისერში ვწვდი, თან ხმამაღლა შევძახე: "სად მიძვრები თურქო"? "ქართველებმა" ყურები დაცქვიტეს, და როგორც ფილმებშია ისე, ყველა ერთად შემობრუნდა ჩვენკენ. "საქართველოს ისტორიამ" "ზამეკანია" გააკეთა: ყველას გასაკვირად, ერთ მტერზე - 200 ქართველი მოდიოდა. იგრძნეს, რა რიცხობრივი უპირატესობა თურქებმა უკან დახევა სცადეს, თუმცა ადილზევე დარჩნენ. საქართველოს იმპერია ხომ წერეთლის გამზირიდან აღმაშენებლის გამზირამდე იყო გადაჭიმული. მეტოქის თავზე პირველი წათაქების ხმა გაისმა. გამარჯვება უეჭველად ჩვენ დაგვრჩებოდა. ქართველებს ადრენალინი მოაწვათ. გაისმა ყიჟინის ხმა. მზე შუბისწვერზე აიწია. მტერი დამარცხდა მათ რიგის ბოლოს მიუჩინეს ადგილი. მე მივხდი, რომ ადრენალინი ჯერ არ განელებულიყო: შინაომები მალე დაიწყებოდა. ამიტომ დროზე ავიღე ბილეთი და მომდევნო "ბრძოლის" იმედით დავტოვე დინამო არენის მიმდებარე ტერიტორია. და აი, დღეს ბატონმა დომენტიმ სიხარულით დაანონსა მომდევნო ბრძოლა. მე უკვე დავეცი კარავი სალაროებთან და ვემზადები ომისთვის. ერთად დავდგეთ ქართველებო!
|