დავით უსუფაშვილი დეპუტატებს - ვართ, თუ არა ვალდებული, წელიწადში, 365 დღიდან 21 დღე ამ დარბაზში ვიყოთ და ვიმუშაოთ
16:43 10-07-2015
დავით უსუფაშვილი დეპუტატებს - ვართ, თუ არა ვალდებული, წელიწადში, 365 დღიდან 21 დღე ამ დარბაზში ვიყოთ და ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომაზე განცხადება გააკეთა.
უსუფაშვილის თქმით, პარლამენტში საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსგავსი დებატები დიდი ხანია, არ ყოფილა.
"მართლაც საინტერესო დღეა, ასეთი სიღრმისეული დისკუსია იშვიათად ყოფილა. თითქოს ტექნიკური თემა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რატომ? მნიშვნელოვანია პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ, მათ შორის - პოლიტიკურ ცხოვრებაში. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრები ვართ, კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება ევალება. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად პარლამენტში არჩეული ვართ. საკითხი დგას ასე, როგორ უნდა იყოს ჩვენი სამუშაო ორგანიზებული ამ შენობაში. თითოეული ჩვენთაგანი ვართ, თუ არა ვალდებული, წელიწადში, 365 დღიდან 21 დღე ამ დარბაზში ვიყოთ და ვიმუშაოთ? თითოეულ თვეში ოთხი სხდომიდან ერთი სხდომის გაცდენა შეგვიძლია, 21 დღე გვრჩება სამუშაოდ და კოლეგები პოლიტიკური სახით, პოლიტიკურ მჭერმეტყველების დიდი ნიმუშით მესაუბრებიან იმაზე, რომ ამ 21 დღიდან იქნებიან თუ არა პარლამენტში, ეს მათი პირადი გადასაწყვეტი უნდა იყოს და ამით არაფერი დაშავდება. მერე რა მოხდება, რომ პარლამენტის წევრი ჰქვია. მე რომ მკითხოთ, გაცილებით მეტი უნდა გვევალებოდეს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ უამრავი ჩვენი კოლეგა წელიწადში 21 დღიდანაც 20 დღე სხდომაზე არ დადის და უწერია, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვარ სადღაცო. ეს არის შესაცვლელი",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემს დეპუტატებს შეახსენა, რომ "პარლამენტი არ არის მოგონილი იმისთვის, პარტიული საქმიანობა ვაკეთოთ; პირიქით, ეს ამბავი, პარტიებია მოგონილია იმისთვის, რომ პარლამენტში მოვხვდეთ, აქ აღვმოჩნდეთ და სახელმწიფოს ვემსახუროთ და არა - პირიქით, მოსახლეობას რომ ვხვდებოდით, იმისთის ვთხოვდით ხმები მოეცათ, რომ აქ მოვსულიყავით და აქ გვემუშავა".
"პარტიული საქმიანობისთვის რამდენი დრო გვაქვს და რამდენია აქ დარბაზში ყოფნა? ისევ ვიმეორებ, რომ წელიწადში 21 დღეზეა საუბარი პარლამენტში ყოფნაზე. დანარჩენი შეგვიძლია 344 დღეს პარტიული დატვირთით ვიმუშაოთ, მოსახლეობას შევხვდეთ, ვაკეთოთ რაც გვინდა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. თვლით, რომ სხვაგან წყდება ქვეყნის საქმე, სადაც გინდათ იქ წადით, ბატონებო. წელიწადში 344 დღეზე, რაც გინდათ ის აკეთეთ",-მიმართა უსუფაშვილმა დეპუტატებს.
პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების მივლინებებში გაშვების საკითხსაც გამოეხმაურა.
როგორც უსუფაშვილმა სხდომაზე განაცხადა, პარლამენტარების სამივლინებო თანხები უკვე ამოწურულია და დეპუტატების ვიზიტები, დელეგაციების ფონდებიდან ფინანსდება.
"მივლინებები პარლამენტში დარეგულირებულია სამივლინებო ფონდებით, რომელსც განკარგავენ ფრაქციები და, რომელსაც აქვს თავისი პრინციპი და ეს თანხები პროპორციულად ნაწილდება. ამ შემთხვევაში პარლამენტში არის ორი დიდი ფრაქცია. მათ აქვთ ყველაზე დიდი თანხა. სამივლინებო თანხები პარლამენტის წევრებს ამოეწურათ და დელეგაციების ფონდებიდან ხდება ამ თანხების ანაზღაურება. მითხარით ვინმემ, რამე პრობლემა შეგემქნათ, თუ არა მივლინებაში? ამოიღეთ თქვენი მოთხოვნები და ნახეთ, ოდესმე ვინმეს შეგქმნიათ პრობლემები?. დღევანდელი გამოსვლები მიმითითებს, რომ ფრაქციების ფონდის ამოწურვის შემდეგ ვაგრძელებ დელეგაციების კვოტიდან მივლინებებში გაშვებას. ამით გაკვეთილი მივიღე დღეს და მორჩა ეს საკითხიც. ისე წარმოაჩენთ ამბავს, რომ თურმე ვზღუდავთ აქ მივლინებებში გაშვებას"-განაცხადა დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიაზე
http://archiveshare.net/v2/10072015/d/5/c/...2/web/?archSh=1თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს,რომ უმეტესობა უსაქმურები არიან და აცდენენ პარლამენტის სხდომებს.სადღაც წავიკითხე,გაცდენის ყველაზე პოპულარულ მიზეზს საზამთროთი მოწამვლას ასახელებენ და ზამთარში რამეა მოსაგონებელი.

ხო,კიდევ და მარტო ხელფასებს არა თავიანთი მოღვაწეობის დროს.მთელი ცხოვრება უნდა უხადაოთ, რადგან კანონში ეგრე წერია.
This post has been edited by lasha1997 on 11 Jul 2015, 04:20