1.ფუნდამენტალური ათეისტური არგუმენტი
ათეიზმი არის ღმერთ(ებ)ის არსებობის უარყოფა.
ფუნდამენტალური ათეისტური არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს რაიმე ფაქტი ან მოწმობა ღმერთის არსებობისა. არ არსებობს არანაირი ლოგიკური არგუმენტი ღმერთის არსებობისა. ღმერთის არსებობა ემყარება რწმენას და არა ფაქტს.
– ღმერთის არსებობა არ არის დამტკიცებული მეცნიერულად
– არ არსებობს რაიმე ლოგიკური არგუმენტი მისი არსებობისა.
– არ არსებობს ზუსტი განმარტება ღმერთისა. არსებობს მრავალი განმარტება და დახასიათება. პრობლემატურია ის რომ არ არსებობს ღმერთის რეალური დახასიათება რომ ვიკამათოთ მის არსებობა/არ არსებობაზე
2. ყოვლისშემძლეობის პარადოქსი
შევთანხმდეთ რომ ფხიზელი მთვრალი არ არსებობს.
ეს გამორიცხულია, რადგანაც ეს არის ურთიერთგამომრიცხავი. ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობა ეწინააღმდეგება მის არსს.
– ყოვლისშემძლეობა ნიშნავს ყველაფრის შესაძლებლობის ქონას.
–თუმცა ზოგიერთი შესაძლებლობა ეწინააღმდეგება მეორეს და ზოგი ქმედება არის მეორის გამომრიცხავი.
–როცა გძინავს ეს იმას ნიშნავს რომ არ გღვიძავს. ვერ იქნები ერთდროულად გაღვიძებულიც და მძინარეც.
ღმერთს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ იცხოვროს სამუდამოდ. ეს კი იმას ნიშნავს რომ მას არ შეუძლია თავი მოიკლას. მას არ აქვს ეს შესაძლებლობა.
ღმერთს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ იყოს ყველგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დატოვოს რაიმე ადგილი გარკვეული დროით.
3.ყოვლისმცოდნეობის პარადოქსი
ჩვენ უკვე ვიცით რომ ფხიზელი მთვრალი არ არსებობს.
ყოვლისშემძლეობა ნიშნავს ყველაფრის ცოდნის შესაძლებლობას
შესაბამისად რაიმე ყოვლისმცოდნე არსებას არ შეუძლია რაიმე დაივიწყოს ან გაიხსენოს. ეს კი იმას ნიშნავს რომ მან არ იცის როგორ შეძლოს დავიწყება ან გახსენება.
4.არგუმენტი რელიგიური წიგნების წინააღმდეგ
თუ ვკითხავთ რომელიმე კანონთმცოდნეს კანონების წიგნებზე, ის გვეტყვის რომ მალე შეიცვლება რადგან დროთა განმავლობაში ახალი კანონები წარმოიშობა. ცვლილებები ხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ადამიანის ცნობიერების წინსვლით.
სამწუხაროდ რელიგიური პირები გვიმტკიცებენ, რომ მათ წმინდა წიგნში ყველაფერი სრულყოფილად წერია სამყაროს შესახებ, იმის შესახებ თუ რაა სწორი ან არასწორი, რა არის წმინდა ან წყეული. თუმცა ფაქტი ისაა რომ სამყარო ვითარდება და ახალი ტექნოლოგიები იქმნება და ჩნდება უამრავი ახალი კითხვა იმის შესახებ თუ რა არის სწორი და რა არასწორი ( მაგალითად ტელევიზორის ყურება ).
რელიგიური წიგნები დარჩება ისეთად როგორიც შეიქმნა გარკვეულ დროს, ბუნების კანონები კი მუდმივად შეიცვლება ადამიანის განვითარების დონის და ტექნოლოგიების მიხედვით.
თუ სიტყვები/კანონები არ იქნება მუდმივი რა აზრი აქვს?
5. ტრაგედიის პრობლემა, ბოროტება და ბუნებრივი მოვლენები
სურს ღმერთს გააქროს ბოროტება, მაგრამ არ შეუძლია? მაშინ ის არ არის ყოვლისშემძლე
შეუძლია, მაგრამ არ სურს? მაშინ ის არ არის კეთილი
სურს გააქროს ბოროტება და შეუძლია? მაშინ საიდან ჩნდება ბოროტება?
არც სურს, არც შეუძლია? მაშინ ღმერთს რატომ ეძახი?
– ეპიკურე
ხშირად როდესაც ტრაგედია ხდება, ხალხი სვავს შეკითხვას "სად არის ღმერთი?".
- რატომ უშვებს ღმერთი, რომ სტიქიური უბედურებების დროს კეთილი ხალხი დაიღუპოს?
– რატომ უშვებს ღმერთი, რომ უდანაშაულო ბავშვებმა იშიმშილონ აფრიკაში?
– რატომ კლავს ღმერთი კეთილსაც და ბოროტსაც ერთად განურჩევლად?
ძირითადად 4 ვარიანტია რასაც თეისტები ამ დროს პასუხობენ.
1) ღმერთი ადამიანს აძლევს თავისუფალ ნებას. ჩვენ არ უნდა დავაბრალოთ ღმერთს ვინმე თუ საკუთარ თავისუფალ ნებას ცუდად იყენებს.
–სტიქიას არ აქვს თავისუფალი ნება, ისევე როგორც ადამიანს არ შეუძლია გააკეთოს რამე მის ასარიდებლად გარდა გაქცევისა.
-ყოვლისმცოდნე ღმერთი ვერ მოგვცემს თავისუფალ ნებას, ვინაიდან მან იცის როდის, სად, რა მოხდება. აქედან გამოიკვეთება არგუმენტი რომ თუ ღმერთი ყოვლისშემძლე/ყოვლისმცოდნეა და ამ ქვეყნად ყველაფერი მისი ნებით ხდება, მაშინ ჩვენ არ გვაქვს არანაირი არჩევანი და თავისუფალი ნება, შესაბამისად ჩვენ არ ვართ ჩვენს ცოდვებზე პასუხისმგებელი, რადგან ეს უკანასკნელი ღვთის გადაწყვეტილება იყო და არა ჩვენი.
2.ღმერთი სჯის ბოროტს.
– უარესი რამ ემართებათ მათ, ვისაც სწამთ მისი და ადიდებენ.
– მიწისძვრას კიდია კარგი ხარ თუ ცუდი.
– რატომ არ სჯის ღმერთი თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად, რატომ კლავს მათ განურჩევლად სტიქიებით.
3. ღმერთი ამას აკეთებს უკეთესისთვის. ჩვენ ვერ გავნსჯით მას.
– რატომ ვერ აარჩია ღმერთმა რაიმე სხვა მეთოდი უკეთესის მიღწევისკენ? აუცილებელია ამისთვის უდანაშაულო ბავშვები ცუნამში იხრჩობოდნენ?
– უკეთესი სურს ვისთვის? დაღუპულთათვის?
4. ღმერთი არ არის გარეული ამ ყველაფერში.
...
6. უთანასწორობის პრობლემა
თუ ჯილდოა რწმენაზე, მაშინ არასამართლიანია რომ ვინმემ უფრო მეტი საფუძველი მიიღოს რწმენის ვიდრე სხვამ
ზოგი რელიგია, მათ შორის ქრისტიანობა გვასწავლის რომ ვინც იწამებს სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებს, მაგრამ ყველას არ აქვს ერთნაირი შანსი, რომ იწამოს. ქრისტეს მოწაფეები, ასევე ხალხი რომელიც ცხოვრობდა მისი ქვეყნად მოსვლის დროს გახდნენ მოწმენი მისი არსებობისა, ასევე თვით ჯვარცმისა და აღდგომისა. მათ თავიანთი თვალით ნახეს ყველა ის სასწაული. ეს რომც მართალი იყოს არ არის ფაქტი და ერთადერთი მოწმობა ამის დასადასტურებლად არის წიგნი, ის კი ჩვენამდე მოღწეულია მრავალჯერ გადაწერილი და შეცვლილი სახით.
ეს არ არის სამართლიანი. რატომ აირჩია ღმერთმა რამოდენიმე ადამიანი იმისთვის რომ მისი არსებობა დაემტკიცებინა? რატომ ვართ მათ გარდა ყველანი იძულებული ვიწამოთ ის რაც ჩვენი თვალით არ გვინახავს და დავეყრდნოთ მრავალჯერ გადაღეჭილ და შეცვლილ ისტორიას? ცხონება ლატარიაა? რანაირად არის ღმერთი სამართლიანი, თუ ის აძლევს ზოგს უფრო მეტ შანსს ვიდრე სხვებს?
პასუხი ერთია : ის არ არის. თუ ღმერთი სამართლიანია, მაშინ ყველა ადამიანს ერთნაირი შანსი და სათამაშო მოედანი უნდა ქონდეს. მიეცეს ყველას ერთნაირი ფაქტი და რწმენის საფუძველი.
თუ სასჯელია არ რწმენაზე, მაშინ არასამართლიანია რომ ვინმემ უფრო მეტი საფუძველი მიიღოს ვიდრე სხვამ, ან საერთოდ ვერ მიიღოს
ეს არის წინა არგუმენტის შეტრიალებული ვარიანტი, მაგრამ უფრო ნათლად ასახავს პრობლემას. თუ რელიგია ამტკიცებს, რომ ის ერთადერთი ხსნა და გადარჩენაა, მაშინ რა მოსდით იმ ხალხს, ვისაც საერთოდ არასდროს გაუგია ამის შესახებ, გეოგრაფიული ფაქტორის გამო? რა შანსი აქვთ მათ რომ ამ წყევლას თავს დააღწევენ?
მაგალითად თუ ქრისტიანობა ჭეშმარიტი რელიგიაა, მაშინ უამრავი კულტურა, მილიონობით ადამიანი – ჩრდილო, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ევროპაში და აფრიკაში იბადებოდა და იღუპებოდა ჭეშმარიტი ღმერთის სრულ იგნორირებაში, ისე რომ მათ შანსიც არ ქონიათ რომ ეწამათ, რადგან ქრისტიანობაზე არაფერი სმენიათ. ეს ასევე ეხება ხალხს, რომელიც ცხოვრობდა ქრისტეს მოსვლამდე. მათ არასდროს სმენიათ ქრისტიანობაზე, იესოს მოწყალებაზე, ბიბლიაზე და სასწაულებზე, არასდროს ქონია რაიმე საფუძველი ან მოწმობა იმისთვის რომ ეწამათ. რატომ დასაჯა ღმერთმა ეს ხალხი?
უფრო მნიშვნელოვანი : რა არის მათი განაჩენი? ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა მათთვის არ ეთქვა სიმართლე, თუ ისინი რაღაცნაირად ქრისტეს დიდი ძალით მაინც სამოთხეში მოხვდებიან? დავუშვათ ეს მართლა ასეა და სამოთხეში ხვდებიან. მაშინ რა აზრი ქონდა კანონის შემოღებას და წმინდა წიგნის დაწერას?
8. მორალი და ღმერთი
ზოგი რელიგია მაგალითად ისლამი და ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ მორალი მოდის ღმერთისგან. ისინი ამტკიცებენ, რომ რეალურად ობიექტური მორალი მოდის რელიგიიდან. მაგრამ არსებობს ბევრი პრობლემა.
1. ობიექტურობა არის დამყარებული ადამიანის არჩევანზე.
ადამიანი ყოველთვის დაინახავენ და შეაფასებენ მოვლენებს ადამიანური პერსპექტივით. ჩვენთვის სიმართლე და ცოდნა იწყება 5 მთავარი გრძნობით.
2. ვინაიდან უბრალოდ ობიექტურობა არ არსებობს, ასევე არ არსებობს მორალური ობიექტურობა. ასევე წმინდა წიგნები ვერ განიხილება ობიექტურად. არსებობს ბევრი დოგმა როგორც ბიბლიაში, ასევე ყურანში, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოა.
3.ადამიანს არ ესმის ნამდვილი მორალი.
ადამიანებს შეუძლიათ შეიცნონ ყველაფერი მათი 5 გრძნობით. არსება, რომელიც შეუძლებელია აღიქვა 5 ადამიანური გრძნობით ყოველთვის უჩინარი და ჩვენთვის უხილავი იქნება. მისი კანონები ყოველთვის შეფასდება ადამიანური პერსპექტივით და იქნება შეუცნობელი.
4. ზოგ ადამიანს ელანდება წმინდანები, ზოგი სიზმარში ხედავს. ღმერთის სიტყვას და კანონს მრავალი ინტერპრეტაცია აქვს. რანაირად შეიძლება მივიღოთ ობიექტური და ზოგადი მორალი ასეთი სუბიეტქური ექსპერიმენტებისგან? მეტიც, რომც ვინმემ მართლა ნახოს წმინდანი ეს არის უბრალოდ პირადი ექსმერიმენტი და არა რეალობა.
9. საიდან გაჩნდა ღმერთი?
"არაფრისგან რაიმე არ გაჩნდება" – ამ ფრაზას ხშირად ხმარობენ მორწმუნეები ათეისტების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება როგორც ათეიზმს, ასევე მათ პოზიციას.
ვინაიდან არავინ იცის საიდან და სად შეიქმნა ღმერთი, უმეტესად მორწმუნეები გვპასუხობენ, რომ ის მუდმივად არსებობდა და ყოველთვის იყო. ეს კი წრიული არგუმენტია.
– თუ ჩვენ ყველაფერს მიზეზს მოვუძებნით, მაშინ რეგრესიას მივიღებთ. თუმცა ჩვენ გვჭირდება თავდაპირველი მიზეზი, რომელიც უმიზეზოა.
– ღმერთი არის პირველი მიზეზი, მას არ სჭირდება მიზეზი რადგან ის უმიზეზოდ არის შექმნილი.
სამწუხაროდ ეს არ არის ჯანსაღი არგუმენტი. ერთი უსასრულობის, მეორეთი შეცვლით ჩვენ ვიღებთ უსასრულობის რეგრესიას. ჩვენ ვხსნით უსასრულო მიზეზების პარადოქსს, სხვა უსასრულობის პარადოქსით.
10. შეწყალება
ზოგი რელიგიის მიხედვით, ღმერთი არის უსაზღვროდ მოწყალე და ყველას შეუნდობს ვინც მოინანიებს. მაგრამ ეს აჩენს დიდ პრობლემას.
– რელიგიურ ადამიანს შეუძლია მოკლას უამრავი ათეისტი ღმერთის უარყოფის გამო. მომავალში ის მოინანიებს და შენდობას მიიღებს ღმერთისგან. რელიგიური კანონებიდან გამომდინარე კი ის სამოთხეში მოხვდება, ათეისტი კი ჯოჯოხეთში ღმერთის უარყოფისთვის.
11. ადამი და ევა
ქრისტიანობა გვასწავლის რომ ადამი და ევა იყვნენ პირველი ადამიანები დედამიწაზე. პრობლემები ამ ისტორიაზე :
1. ადამი და ევა მხოლოდ მათი შვილების ინცესტით მიიღებდნენ შვილიშვილებს. ქრისტიანობა კი ამ უკანასკნელს კრძალავს. ვინაიდან ბუნებაში ზღვარი არ არსებობს, შეუძლებელია დაზუსტებით თქვა, როდიდან ითვლება ცოდვად და როდემდე იყო მოვალეობა ინცესტი.
2. ბიოლოგიურად შეუძლებელია რომ 2 კაციდან მილიარდობით ადამიანი გამრავლდეს.
გენეტიკური მოწმობა ადასტურებს, რომ დღევანდელი მოსახლეობის რაოდენობა, წარმოიშვა 10 000 ადამიანისგან.
12. ჯოჯოხეთის და თავისუფალი ნების პრობლემა
თუ ადამიანები ხვდებიან ჯოჯოხეთში ღმერთის უარყოფის გამო, მაშინ არ არსებობს თავისუფალი ნება. ჩვენ იძულებულები ვართ ვიწამოთ ან დავისაჯოთ. ეს არ არის არჩევანი და თავისუფალი ნება.
13. სამოთხე
1.უმეტესი რელიგია ირწმუნება, რომ ღმერთი სუფევს დედამიწის ზევით. მაგრამ დღევანდელი მეცნიერების წყალობით ვიცით, რომ დედამიწის ზევით კოსმოსი და სიცარიელეა.
2. თუ სამოთხე არის სიკეთის ადგილი ( ღმერთი არ დაუშვებს თავის სახლში ბოროტებას ) , მაშინ იქ არ არსებობს თავისუფალი ნება. ადამიანებს აქვთ პოტენციალი კარგს და ცუდს შორის. ფსიქოლოგიურად კი ისინი ნეტარებას იღებენ ბევრი რამით რასაც რელიგია კრძალავს. მაშასადამე სამოთხეში არ არის ნეტარება. თუ ჩვენ არ გვექნება სამოთხეში უფლება გავაკეთოთ რაც გვსურს და იძულებულები ვიქნებით, რომ მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ მაშინ ჩვენ ვიქნებით დაზომბებული რობოტები სამუდამოდ.
3. რა აზრი აქვს სამუდამო ცხოვრებას? სიცოცხლეც მოსაბეზრებელი ხდება როდესღაც.
14. ეგზორციზმი
ეგზორციზმი არის ადამიანის სხეულიდან ბოროტი სულის განდევნა. მაგრამ ასეთ დროს ადამიანები არასწორად არიან დიაგნოზირებული, იმის მაგივრად რომ მოეძებნოთ მედიცინური და ფიზიოლოგიური პრობლემა. ასე თუ ისე დემონის არსებობა დაუდასტურებელია, ხოლო ტურეტის სინდრომი და შიზოფრენია დადგენილია.
15. ქრისტეს ჯვარცმა
ქრისტიანობის მიხედვით იესო ქრისტე ღმერთია. შესაბამისად ვინაიდან ასეა მის ჯვარცმას და წამებას აზრი ეკარგება, რადგან მას რეალურად არაფერი არ დაუკარგავს. ღმერთი ვერ მოკვდება. ის უბრალოდ დაუბრუნდა თავის ზეციურ სახეს.
15.სუიციდი
ქრისტიანობა ამბობს, რომ სუიციდი ცოდვაა. თუმცა ქრისტემ იცოდა რომ მისი წამება სიკვდილით დასრულდებოდა, მას შეეძლო დაეხსნა თავი, მაგრამ უარი თქვა. ეს კი სუიციდია
16. შეწყალება მსხვერპლის გარეშე
ქრისტეს სიკვდილი ასეთი აუცილებელი იყო? არ შეეძლო ღმერთს სხვანაირად მიეტევებინა ხალხისთვის ცოდვა?
ამ ყველაფერმა გამოიწვია არა მარტო ქრისტეს დაღუპვა, არამედ იუდასიც, რომელსაც ღმერთმა წინასწარ დაუწერა ბედი – მას ქრისტესთვის უნდა ეღალატა.
ღმერთი არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე? არ შეეძლო მოეფიქრებინა სხვა მეთოდი შეწყალებისთვის, ისე რომ არ გაეწირა უდანაშაულო ადამიანი იესო ქრისტე?
17. ევოლუცია
ქრისტიანობა გვასწავლის, რომ სამყარო შეიქმნა მიახლოებით 6000 წლის წინ. მაგრამ რადიოკარბონული მეთოდებით დგინდება, რომ სამყარო გაცილებით მეტი ასაკის არის. ამასთანავე ქრისტიანობა ადასტურებს, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ტალახისგან, ქვიშისგან და წყლისგან. თუმცა ევოლუცია გვაჩვენებს, რომ ადამიანები სხვა ორგანიზმებიდან განვვითარდით.
sanfol
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.