იყიდება დაახლოებით 3 თვის ნახმარი ვიდეობარათი
გამოშვებულია 2013 წლის 5 ნოემბერს
ბრენდი - HIS R9 290 Fan 4GB
მოდელი - H290F4GD
სტოკ სიხშირე - 947 Mhz
მეხსიერების (Hynix-ის) სიხშირე - 1250 Mhz
IDLE რეჟიმში 45 გრადუსზე დგას (ავტო-ფანის ბრუნი 20%) - გაწერილია ქარხნულად რომ იყოს ჩუმი
სტრესს ტესტებში 90 გრადუსზეა ამ სიცხეში, ავტო-ფანზე (ისევ და ისევ 20%) რომლის მაქსიმალური ბრუნი ავიდა 50%-ზე და ამავდროულად დატვირთულ რეჟიმში იყო ძალიან ჩუმი
ვინც ცოტათი მაინც არის ჩახედული კომპიუტერულ ინდუსტრიაში ეცოდინება რომ ეს ტემპერატურა არის ჩვეულებრივი და არასაგანგაშო ამ ვიდეობარათისთვის
ფანის დარეგულირებაც ძალიან მარტივი საქმეა დღევანდელ დღეს რომლის მეშვეობითაც საგრძნობლად შეიძლება ტემპერატურის დაგდება ამ სიცხეში საშუალოდ 15-20 გრადუსით
ფანის დარეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მარტივი პროგრამა არის - MSI Afterburner
ამ ქმედებით სტრესს ტესტებში ტემპერატურა დავარდა 70-75 გრადუსამდე
არის ყველანაირად დატესტილი
არის იდეალურ და უპრობლემო მდგომარეობაში
გაყიდვისას დაიტესტება მყიდველთან ერთად ხელმეორედ
ეს ვიდეობარათი ჯობია NVIDIA GEFORCE GTX 780-ს ფაქტიურად ყველგან და ამავდროულად ღირს საგრძნობლად ნაკლები და აქვს + 1GB-ით მეტი მახსოვრობა სამომავლოდ (ვინც ვერ ერკვევა მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტში)
აგრეთვე უწევს კონკურენციას NVIDIA GEFORCE GTX 780 Ti-ს და NVIDIA GEFORCE GTX 970-ს (იხილეთ მოგვიანებით 3D მარკის ტესტები)
ამ ვიდეობარათს სჭირდება ხარისხიანი 700-750 ვატიანი კვების ბლოკი ერთი 6 პინიანი და ერთი 8 პინიანი შესაერთებლით
ვიდეობარათის ფასი: 580 ლარი!!! (დაკლებაზე საუბარი ზედმეტია!)
მოყვება აბსოლუტურად ყველაფერი რაც ახალს - ორიგინალი ყუთი, დრაივერის დისკი და ა.შ
ყველა სურათი ჩემი გადაღებულია!
ვიდეობარათების ტესტებსაც დავდებ მალე!
ვიდეობარათი უმკლავდება ნებისმიერ თანამედროვე თამაშს უმაღლესს გრაფიკაზე როგორც Full HD 1080P-ზე ასევე 1440P-ზეც
ყურადღება!!!
____________
სადღაც 2 თვისწინ ჩამომივიდა ზუსტად იგივე იდენტური და ანალოგიური მოდელის ვიდეობარათი რომელიც აღმოჩნდა გაფუჭებული
იმისათვის, რომ არავის აზრად არ მოუვიდეს რამე აგრეთვე დავდებ სურათს სადაც ნაჩვენები იქნება ორივე ვიდეობარათი (გაფუჭებული რომელიც საერთოდ არ მუშაობს და მუშა უპრობლემო რომელიც არის გაყიდვაში, და რომელზეცაა აქ საუბარი და თემის განხილვა)
უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ!!!!!
თემის ამოწევისთვის ყველას დიდი მადლობა წინასწარ!!!
აქ იხილეთ დეტალური ინფორმაცია ვიდეობარათზე:
http://www.hisdigital.com/un/product2-776.shtml
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)