მუცლის მარჯვენა მხარეს მაქვს ხოლმე ყრუ ტკივილები. ხანდხან მინდება ხელი მივიჭირო რომ ტკივილი შევიმსუბუქო, ზოგჯერ ეგეც არ მშველის. ბავშვობაში თიაქარი დამიდგინეს და მაგას ვაბრალებდი მაგრამ ბოლოს კომისარიატში მითხრეს არ გაქვს თიაქარიო და შეგუბებითი პროსტატიტი აღმომაჩნდა, საწყის ეტაპზეო. მაგრამ მაგის გამო რატომ უნდა მტკიოდეს. მერე ოჯახის ექიმმა კოლიტი გაქვსო, მეორე ექიმმაც დამიდასტურა შეიძლება მაგის გამო გტკივაო.
ჰოდა შეიძლებაზე თუ მიდგა საქმე ეგრე შეიძლება კიბოც მაქვს და მაგიტო მტკივა. წეღან წავიკითხვე კიბოს საწყისი სიმპტომები და ერთერთი მუცლის ყრუ ტკივილი იყო. ნუ შაიძლება შიშის ფონზე ვხსნი ამ თემას, მაგრამ მინდა გავიგო ბოლოსდაბოლოს რა ჯანდაბა მჭირს ამ მუცელში. ხანდახან სურვილი მიჩნდება ლანცეტით გავიჭრა და ჩავიხედო შიგნით რა მჭირს :დ
ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა? ექიმები თუ დაწერენ რამეს გამიხარდება
Great minds discuss ideas; average minds discuss events; small minds discuss people