საქართველოში პოლიტიკური კულტურის მწვავე დეფიციტია.
ამ დეფიციტის ერთ–ერთი უმთავრესი და ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი გამოვლინებაა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფუნქციების აღრევა პოლიტიკოსებსა და შესაბამისად, მათ მომხრეებს შორის.
ეს ხდება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში და დღეისათვის ამ აღრევამ თავის აპოგეას მიაღწია.
სახელდობრ:
საშინაო პოლიტიკაში:
––––––––––––––––––––
ხელისუფლებამ არ იცის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ის აღარ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ პარტიას და ის ყველას, მათ შორის, მისი მოწინააღმდეგეების ხელისუფლებაცაა. კრიტიკა და ოპონირება ოპოზიციის ფუნქციაა და არა ხელისუფლების.
ხელისუფლებისგან დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის აგრესია პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ, განსაკუთრებით არაწინასაარჩევნო პერიოდში.
წინასაარჩევნო პერიოდშიც ხელისუფლება უფრო ფრთხილი უნდა იყოს საკუთარ გამონათქვამებში ოპონენტების მიმართ, ვიდრე ოპოზიცია, რადგან ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხს აგებს ხელისუფლება და მხოლოდ ხელისუფლება.
ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაზე არანაკლებ და ხშირად უფრო მეტ აგრესიას გამოხატავს ოპონენტების ან წინა ხელისუფლების მისამართით და ეს გრძელდება დაუსრულებლად, მისი ასეთი აგრესია პირდაპირ გადაეცემა მათ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, ანუ მოსახლეობას, რომელიც ამის შედეგად სამკვდრო–სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ნაწილებად იყოფა პოლიტიკური ნიშნით.
ეს ყველაფერი ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, რადგან ერთის მხრივ, ხელისუფლებას ამ დაპირისპირებით საზოგადოების ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებიდან არაფრისმომცემ პოლიტიკურ ორთაბრძოლაზე გადააქვს, ხოლო მეორეს მხრივ, რაც ყველაზე მეტად არასასურველია, ასეთი აგრესია მოსახლეობაში ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.
ხელისუფლება სწორედ ამ რისკის ფასად ინარჩუნებს პოზიციებს.
მარტივად რომ ვთქვათ, ის ატყუებს ხალხს და ხალხიც ტყუვდება, რადგან ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური კულტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოება.
საგარეო პოლიტიკა
–––––––––––––––––
ოპოზიციის წარმომადგენელი მიდის სხვა ქვეყანაში, მართავს შეხვედრებს იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან და ამ შეხვედრებით ხალხს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის მოგვარებას პირდება! ?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეს არის სრული აბსურდი! სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მოგვარება, დარეგულირება, მეგობრული თუ საომარი ურთიერთობის დაფიქსირება მხოლოდ ამ ქვეყანათა ხელისუფლებების კომპეტენციაა და არა ოპოზიციის!
ოპოზიციის მხრიდან ასეთი შეხვედრები სხვა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებასთან ერთადერთ მიზანს შეიძლება ისახავდეს: წინასაარჩევნო გარიგება! ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ ასეთ შეხვედრაზე ოპოზიციონერმა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე რაიმე პირდაპირი ან ფარული პირობა მიიღო, არის მტკნარი სიცრუე და ისევ და ისევ გათვლილია პოლიტიკურად გაუნათლებელ, დამშეულ, უთავმოყვარო საზოგადოებაზე!
და ხალხი ისევ ტყუვდება! უკვე მერამდენედ!
რუსეთმა რამდენიმე ფრონტი გაშალა საქართველოში!
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ერთად 2016 წლის არჩევნებისთვის ემზადება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკითაც. ნაწილ საქმეს ხელისუფლება აკეთებს, მეორე ნაწილს რუსული ოპოზიცია.
ეს ერთი მედლის ორი მხარეა!
და ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინააღმდეგ უძლურია დღეს ჩვენი ხალხი! უძლური და მოტყუებული, რადგან არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და საფრთხეს, რომელიც დღეს გვემუქრება, მხოლოდ სასწაული თუ გადაგვარჩენს!
და მაინც, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო ამ ხელისუფლების ღალატით და ჩვენი უტვინობის წყალობით ამ ეტაპზე რუსეთის მოკავშირე აღმოჩნდება, ამას აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს მძლავრი საზოგადოებრივი აზრი. ამის გაკეთება აუცილებელია იმ მომავლის გათვალისწინებით, სადაც ჩვენმა შვილებმა ცივილიზებულ საქართველოში უნდა იცხოვრონ.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირება:” არა ოკუპაციას! არა მონობას!” უნდა დაიწყოს დღესვე ნებისმიერი შესაძლებელი ფორმით, პეტიციებით, ხელმოწერებით, ქუჩის აქციებით. და თუ ეს მაინც ვერ შეცვლის უახლოეს პერსპექტივას, ისევე როგორც ბევრი წლის წინ ვერ შეცვალა ბალტიისპირეთში, სულ მცირე, დააფიქსირებს საზოგადოების მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას არსებული პოლიტიკის მიმართ, რაც არც თუ ისე შორეული მომავლისთვის ახალი სტრატეგიის საფუძველი უნდა გახდეს, იმ სტრატეგიის, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა აირჩიონ.
http://marshalpress.ge/?p=8006რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ყველაფერში ვეთანხმები ამ სიტყვების ავტორს.
როდემდე უნდა იშვიროს ხელისუფლებამ თითი ნაცებისკენ?
იქნებ მიხვდეს რომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება? იმიტომაცაა ხელისუფლება.