ნეკრასოვის ფილმში "რუსული გაკვეთილები" არის ნაწყვეტი, სადაც ჩამოგდებული თვითმფრინავის ფონზე ავტორი ამბობს, რომ აფხაზებმა ჩამოაგდეს სამოქალაქო თვითმფრინავი, სადაც ქართველი დევნილები იმყოფებოდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=PHtj1BOZzHU&app=desktop აფხაზური მხრიდან ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გამიგია, რომელსაც ქართული მხარე ტრაგედიად აღიქვამს, მაგრამ ინტერნეტში არც ერთი სანდო წყაროზე ინფორმაცია აფხაზების მხრიდან ჩამოგდებულ თვითმფრინავზე, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა, დევნილები იმყოფებოდნენ, არ ინახება. ყველგან საუბარია იმ სამოქალაქო თვითმფრინავზე, სადან თბილისიდან სოხუმში პოლიციელები მიფრინავდნენ.
რუსულ ვიკიპედიაზე სამ ქართულ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე წერია, მარა მათ შორის არც ერთი არაა, რომელშიც დევნილები ან ზოგადად მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.
რომელ თვითმფრინავზეა საუბარი ამ ფილმში ( წყაროები, თვითმფრინავის ტიპი, ჩამოგდების თარიღი, დაღუპულთა ვინაობა (რიცხვი, მშვიდობიანი, დევნილი და ა.შ.) და თუ ასეთი თვითმფრინავი არ იყო, ვინ შეიყვანა რუსი რეჟისორი შეცდომაში?