#44925615 · 19 Jun 2015, 06:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ რომელიღაც ფრიად მნიშვნელოვან შეკრებაზე. ოთახში ხართ. სადღაც კუთხეში სანთლებია ანთებული და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ფრიად განათლებული აიფონიანი ნაშები მარტოობის ას წელს კითხულობენ და ამ დროს, ყველასათვის მოულოდნელად, თქვენ შეამჩნევთ, რომ ერთ-ერთ პატარა, ლამაზ მაგიდაზე დევს მოზრდილი წიგნი სახელად ეგზისტენციალიზმი! ერთ-ერთი ყმაწვილი, თანამედროვე მოდაზე შეკრეჭილი წვერით, ვერ ამჩნევს, ყავით სავსე ფინჯანს და ზედ ედება. ფინჯნის ყავა კი გადმოდის და ეწვეთება იმ მოზრდილ წიგნს, რომელსაც ეგზისტენციალიზმი ქვია.
თუ თქვენ ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ და მზად ხართ, თქვენი გონების ძალები აზროვნებისაკენ მიმართოთ, უმჯობესი იქნება დაფიქრდეთ, რადგან მე კითხვას ვსვამ.
მას შემდეგ, რაც ყავა ეგზისტენციალიზმს დაეწვეთა მას შემდეგ, რაც ასე ახლო შეხება ჰქონდა მას ეგზისტენციალიზმთან. მას შემდეგ, რაც მისმა წვეთებმა ეგზისტენციალიზმის ფურცლებში შეაღწია ისე ღრმად, როგორც მარტოობის ასმა წელმა აიფონიანი ნაშების ვაგინაში
გახდა თუ არა ეს ყავა ეგზისტენციალური?
თუ ეს ასეა, მაშინ ყავა ეგზისტენციალური ნარკოტიკი ყოფილა, ვინაიდან ყავა ნარკოტიკია. თუ ეს არ არის, გამოდის, რომ ყავა არ ყოფილა ეგზისტენციალური, მაგრამ ყავის მოყვარულებისთვის სასიხარულოდ, მინდა ვთქვა, რომ ის მაინც არის ნარკოტიკი.
ორმოცპროცენტიან გაფრთხილებას ველოდები.
--------------------
Never surrender Sometimes retreat
|