როგორც მოგეხსენებათ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, სოციალური ქსელით გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვოიაჟს.
-" პირმოთნე ღიმილითა და დაცლილი პროტესტით ერთი-ორჯერ კიდევ ესტუმროს მოსკოვს ქალბატონი ბურჯანაძე და რუსი მეგობრები ალბათ მალე ვერის უბანსაც შემოგვიღობავენ მელოდიურად. ისე როდესაც ეს სუბიექტი სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი ბრძანდებოდა, რუსეთთან მეგობრული სტრატეგიის გამო სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდა,მაგრამ ეტყობა ქართულ პოლიტიკაში ორიენტაციას იდეა კი არა ჯიბე განსაზღვრავს და მათ შორის ქართლის ჭირთან დამოკიდებულებასაც. საერთოდ მეგობრობა ორმხრივ დათმობებზე შენდება და არა ცალმხრივ გადაღობვებზე. რახან პრობლემამ მოითხოვა პირველად ვაცხადებ იმის შესახებ რომ სულ ახლახანს მომივიდა მოწვევა მოსკოვიდან,ანალოგიურ გლობალურ ფორუმში მონაწილეობისათვის პოლიტიკური პარტია სამართლიანი რუსეთის თავმჯდომარის,საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ სერგეი მირონოვისგან, მასპინძლებს მე ვთხოვე რომ ჩემი ვიზიტის პერიოდში მაინც შეეწყვიტათ ქართული ტერიტორიების გადაღობვა ,ცხინვალის რეგიონში და მიუღებელი პასუხის გამო უარი ვთქვი განმეხორციელებინა ვიზიტი მოსკოვში. ვფიქრობ სწორად მოვიქეცი დღევანდელობისა და მომავლის წინაშე. ისე რუსეთის თანამედროვე ელიტას ჩემთან აქვს დამთავრებული საბჭოთა კავშირის ყველაზე ელიტარული დაწესებულება-საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, დაწყებული საბჭოთა იმპერატორებისლეონიდ ბრეჟნევის და იური ანდროპოვის შვილებით გაგრძელებული ფედრაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოთი და დაგვირგვინებული უამრავი მოქმედი ელჩით მინისტრითა და პარლამენტის წევრით. ამდენად ამ ქვეყანასთან კონტაქტებით ვერავინ მაჯობებს, მთავარია მზაობა მოსკოვის მხრიდან საქართველოს აღდგენის დაწყებაზე და არა ჩემი და ჩემი პარტიის მილიონებით დაფინანსებაზე ,რათა სანაცვლოდ მერე ვამტკიცო რომ მათ ჩემი ქვეყნის ოკუპაცია არ ჩაუდენიათ." - განაცხადა ნათელაშვილმა FACEBOOK-ზე.
ასევე FACEBOOK-ზე, ამ ყველაფერს გამოეხმაურა, ქვეყნის პირველი ლეიბორისტის ყოფილი თანაგუნდელი კახაბერ ძაგანია. ერთ დროს ნათელაშვილის მეგობარი და თანამებრძოლი, თავის ყოფილ ლიდერს უშვერი სიტყვებით ლანძღავს და მატყუარა აფერისტს უწოდებს. საინტერესოა, აქამდე იცოდა თუ არა ბატონმა კახამ, რომ შალვა ნათელაშვილი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფრის მკადრებელი თაღლითი იყო. როგორც ახლა იგი მოიხსენიებს ხოლმე კამერების წინ თუ პრესის ფურცლებზე, ლეიბორისტების ლიდერს. საინტერესო ფენომენად მეჩვენება ეს ყველაფერი. გთავაზობთ კახა ძაგანიას სიტყვების სქრინშოტსhttp://geodigest.ge/?menuid=2&id=1821&lang=1