http://www.myhome.ge/ka/product?id=6684500აი ესაა ახალი ლინქი. იქ ფასი $14500 მიდევს, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება. თუ ამ ზაფხულში გავყიდე დავაკლებ. ზევით მიწერია გასაყიდი ფასი.
ამ ზაფხულში მჭირდებოდა ფული რაღაცისთვის და იმიტომ ვყიდდი, მაგრამ თუ ამ სეზონზე არ გაიყიდა, მერე აღარ მეჩქარება, მომავალ ზაფხულამდე უკვე აზრი არ აქვს ჩემთვის მაგის გაყიდვას, დაველოდები, სავარაუდოდ ზევით წავა ფასები. ეს ფაქტიურად მიწის ფასია, რაც მიდევს.
თუ მანამდე ფული ვიშოვე, შეიძლება საერთოდ ეს შევაკეთო მე თვითონ და სეზონზე გავაქირავო. საკმაოდ ძვირია სეზონზე სურამში ბინების ქირაობა.
* * *
წყალი და დენი შეყვანილია, გაზს უბრალოდ აბონენტად დადგომა ჭირდება, 400 ლარი ღირს და როგორც მახსოვს, მითხრეს, რომ 25 დღეში შემოგიყვანენ. კანალიზაციაზე შეერთება შესაძლებელია, უბრალოდ მე არ დამჭრვებია. გზას რაც შეეხება სახლამდე გრუნტის გზა ალბათ მაქსიმუმ 50 ან 100 მეტრი გექნებათ გასავლელი (გააჩნია რომელი მხრიდან მიდიხართ) და ეგ გზაც იმიტომ გადათხარეს, რომ კანალიზაცია გაეყვანათ. ვფიქრობ ალბათ დააგებენ მალე, ავტომაგისტრალით შეგიძლიათ ფაქტიურად თბილისიდან პირდაპირ სურამის სახლამდე მისვლა.
შეიძლება ითქვას, რომ სურამი საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრშია განლაგებული და საქართველოს ყველა კუთხიდან ადვილად მისადგომია. სამხრეთ, დასავლით და აღმოსავლეთ საქართველოსთან აკავშირებს ცენტრალური მაგისტრალები, ასევე რკინიგზის ხაზითაც შეგიძლიათ სურამში მოხვედრა. საზოგადოებრივი ტრანსპოერტი თბილისიდან საკმაოდ ბევრი დადის. დასავლეთიდან მომავალი ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასევე სურამის გავლით დადის და საკმაოდ ახლოს გადის ეს მაგისტრალი ჩემი სახლიდან მანძირლის თვალსაზრისით (ფეხით 50 მეტრიც არ გექნებათ გასავლელი), თუმცა ტრასის პირე არაა ჩემი სახლი, ტრასასა და ჩემ სახლს შორის მოსახლეობის ერთი რიგი და შიგა გზა გადის, ასევე ეკლესიაა - წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარი (დაახლოებით15 მეტრშია ჩემი სახლიდან). იმის გამო, რომ მოსახლეობის ეგ რიგი უფრო მაღალზეა განლაგებული, ჩემ სახლთან არც ხმაური, არც მტვერი და არც გამონაბოლქვი არ იგრძნობა და ძალიან მყუდრო სიტუაციაა. ჩქაროსნული მაგისტრალი რომ გადავა, არ ვიცი, ზუსტად სად გადაინაცვლებს, მაგრამ ფაქტია, რომკიდევ უფრო დამყუდროვდება მანდაურობა.
თბილისიდან ჩქაროსნული მაგისტრალი ხაშურის რაიონამდე (გომს გაცდენ) მიყვანილია და ახლა ხაშურის მონაკვეთი კეთდება. ფაქტირად 115-120 კილომენტრიც არაა თბილისიდან სურამამდე და ჩქაროსნული მაგისტრალით ნორმალური სიარულით დაახლოებით 1 საათში უკვე მანდ იქნებით (ზოგი ახლაც დადის ისე სწრაფად, რომ 1 საათში ჩადის). ზოგჯერ 1 საათი თბილისის ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად არ გეყოფა და მგონი არაა შორი. სურამიდან ქობულეთამდე დაახლოებით 3 საათი მჭირდება (დილით თუ გახვალთ საცობებიც არაა გზაზე), თან ჩქარა არ დავდივარ. ჩქაროსნული მაგისტრალი რომ გაკეთდება ბოლომდე, სურამიდან ალბათ 2 საათიც არ დაგჭირდებათ ზღვაზე ჩასასვლელად.
ამ ყველაფერთან ერთად სურამი ისტორიული ქალაქია, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მინერალური წყლით, განსაკუთრებული თვისებების მქონე ჰაერით და დიდი საკურორტო პოტენციალით.
"ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.
სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები და ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული"
ესეც წყარო:
http://bonvoyage.ge/?page=geo&id=10006 ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ როცა ბავშვები სურამში დასასვენებლად დამყავდა, იმ წელს გრიპიც კი არ ეკარებოდათ. ასეთი კარგი შედეგი არც ბორჯომს, არც ბაკურიანს და არც ცემს არ მოუცია (მაგ 4 ადგილას ვასვენებდი ძირითადად ბავშვებს პატარაობაში, ჩვენ საზღვაო კურორტებს მაგ თვალსაზრისით საერთოდ კურორტად არ ვთვლი, ჰაერი იქ საშინელია).
ხილი ბევრი მაქვს ეზოში. ყველაზე მეტი ქლიავია. არის თუ სწორად მახსოვს თუთა, ლეღვი და ალუბალი. კარგი ჯიშის ბლის ორი ნერგი დავრგე ორი წლის წინ და ვფიქრობ მომავალი წლისთვის უკვე უნდა მოისხას. არის მაყვალი (თვითონ მრავლდება) და ასევე მსხმოიარე კაკალი. შეიძლება კიდევ რამეა, მე ახლა ვერ ვიხსენებ.
წელს ქლიავს ესხა ყველაზე კარგად, ძალიან კარგი მოსავალი ჰქონდა. ხელით რასაც შევწვდი (კიბე არ მქონდა და თან არ იყო ზოგი კარგად დამწიფებული), თითქმის ორი ყუთი ჩამოიკრიფა (ყოველ შემთხვევაში ერთზე მეტი ნამდვილად იყო), თან მოსაკრეფი გაცილებით მეტი დარჩა.
სახლს შეკეთება ესაჭიროება, რადგან რამოდენიმე წელია მანდ არავის უცხოვრია. საერთოდ მე მაგის შეკეთებას არც ვაპირებდი. ვფიქრობდი მაგის დაშლას, ერთი ან ორი სართულის (როგორც ფინანსები მომცემდნენ საშუალებას) აშენებას და მაგ ხის სახლის ზემოდან მანსარდად დადგმას. ხის სახლია და დაშლა აწყობა შესაძლებელია. შესაბამისად, მყიდველსაც ვურჩევ მსგავსი რამის გაკეთებას, რადგან ჯერ ერთი ფართი მოგემატებათ და ახლად აშენებულ სახლში იცხოვრებთ, მეორეც, მეორე სართულიდან მანდ უკვე ზღაპრული ხედები გექნებათ სურამის ციხეზე და თრიალეთის ქედე. არ ვხუმრობ, მართლა ძალიან ლამარი ხედებია, განსაკუთრებით ღამით, მეზობლის სახლიდან მაქვს ნანახი და თავის დროზე მაგ სახლს რომ ვყიდულობდი, ეგ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო ჩემთვის. ეს ახლა დაბალზეა და მეზობლის სახლები ეფარება, ამიტომ ხედები ასეთ მდგომარეობაში არ გექნებათ.
მოკლედ თუ მინმე ეძებთ პერსპექტიულ სააგარაკე ადგილს, ეს ძალიან კარგი ვარიანტია, თან $11000 ფაქტიურად მიწის ფასია და სულ რომ დაანგრიოთ ეს სახლი და ახალი ააშენოთ, მაინც გიღირთ ამის სახლით ყიდვა, რადგან ამ სახლიდან წესით რამოდენიმე ათასის მარტო ხის მასალა უნდა ამოვიდეს, რაც მშენებლობაში ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ. იატაკიც საღია და თან რკინის რელსებზე დევს (ორი დიდი რელსია და ეგეც საკმაოდ ძვირი ღირს, როგორც ვიცი). სხვათა შორის ცალკე სახლის ყიდვის მსურველიც იყო რამოდენიმე, შემომთავაზეს დავშლით და წავიღებთო, მაგრამ მე ერთად მინდა გაყიდვა.
იმდენი ვაქე, რომ სურამში კიდევ სხვა სახლი რომ არ ამქონდეს, გადავიფიქრებდი ალბათ გაყიდვას!
* * *
ესეც ვიკიპედიას სტატია სურამზე, მის ისტორიაზე, კულტურაზე და ა.შ.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%9B%E1%83%98 * * *