http://www.netgazeti.ge/GE/105/News/47788/თბილისის მერია: მოსკოვის მერის სახელზე მოწვევა მომზადდა, მაგრამ არ გაგზავნილა
თბილისი,
ნინო ნატროშვილი
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოსკოვის მერის სახელზე მოსაწვევი წერილი მომზადდა, თუმცა არ გაგზავნილა.
"ნეტგაზეთს" თბილსის მერიაში განუცხადეს, რომ მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის სახელზე მომზადებული წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა, თუმცა ადრესატის სახელზე არ გაგზავნილა:
"ეს არის ტექნიკური საკითხი. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოსაწვევი დავით ნარმანიას ფაქსიმილეთი 49 ქვეყნის მერის სახელზე მომზადდა. ეს იყო ავტომატურ რეჟიმში. შემდეგ გადაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც წერილის მოსკოვში გაგზავნა არ მომხდარა და არც მომავალში გაიგზავნება" - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მოკლედ ავტომატურ რეჟიმში ვიჟვამდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ გავბედეთო
This post has been edited by maxo111 on 14 Jul 2015, 20:23