ასეთი თემა ვერ ვიპოვე და ...
Adventure time არის ანიმაციური სერიალი, რომელიც გადის არხზე Cartoon Network.
სერიალი არის ადამიან ფინზე და მის საუკეთესო მეგობარ ჯადოსნურ ძაღლ ჯეიკზე, რომლებიც ცხოვრობენ პოსტ-აპოკალიპტურ მსოფლიოში — ვუს მიწებზე (Land of Ooo).

ჟანრები: სათავგადასავლო, პოსტ-აპოკალიპტური, კომედია.
შემქმნელი: Pendleton Ward
ეპიზოდის ხანგრძლივობა: 11 წუთი
ოფიციალური საიტი:
http://www.cartoonnetwork.com/games/adventuretime/index.htmlპირველი ეპიზოდი გაიშვა: 2007 წელს
ჯერჯერობით გამოდის მე-6 სეზონი და დაგეგმილია მეშვიდეც.
მე აქ ვუყურებ ხოლმე:
http://www.watchcartoononline.com/adventur...ber-party-panicმოკლედ, არასდროს მეგონა რომ Cartoon Network ოდესმე გაუშვებდა ისეთ ანიმაციას, რომ ძველ Cartoon Network-ზე უფრო მაღლა დადგებოდა ჩემს თვალში. Adventure time, Avatar: The Last Airbender-თან ერთად, ჩემი საყვარელი ანიმაციაა (ანიმეების გამოკლებით). ერთი შეხედვით საბავშვო და ძალიან მხიარული ანიმაცია, რომელიც ზრდასრულთა გულებსაც იპყრობს, საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია. თუმცა ანიმაცია სავსეა შავი იუმორით და შედარებით მძიმე თემებით. ალბათ სწორედ ამიტომა აქვს მიღებული რეიტინგი TV-PG და E+10.
აბა რას იტყვით ხალხნო?
This post has been edited by bubesh on 14 Jul 2015, 12:17