https://en.wikipedia.org/wiki/Simo_H%C3%A4yh%C3%A4სიმო ჰაიჰა (ფინ. Simo Häyhä; დ. 17 დეკემბერი, 1905 — გ. 1 აპრილი, 2002), ფინელი სამხედრო მოღვაწე, სნაიპერი, ზამთრის ომის ვეტერანი, მსოფლიო რეკორდის მფლობელი სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით (505).[1]
ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20 °C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას „თეთრი სიკვდილი“ (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს.
This post has been edited by ImereTinski on 14 Jul 2015, 16:53