#45879022 · 6 Oct 2015, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ერთი ჰობი მაქვს, საქართველოში მოგზაურობისას ყოველთვის ვაკვირდები სოფლების არქიტექტურას, გარდა ამისა აქტიურად ვიყენებ google map-ს, ხოდა რა აღმოვაჩინე, კახეთის სოფლები მთელ საქართველოში ულამაზესია არქიტექტურის მხრივ, თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ მთიანეთს, რაჭის მთიანეთს და სვანეთს. ახლა არქიტექტურაში რას ვგულისხმობ, კახეთის სოფლები ძირითადად ქვიტკირითაა ნაგები, სახლებიც და ეზოების გალავნებიც, რაც ალბათ დამეთანხმებით ძალიან ლამაზია. ეს ვერსადვნახესხვაგან საქართველოში. მთელი დასავლეთ საქართველოს და ქართლის სოფლებში, ხის, ჟეშტის და შიფერის ღობეები გვხვდება, ქვითკირის სახლსაც იშვიათად შეხვდები, არადა როგორ მოუხდებოდა ბორჯომისა და იმერეთის სოფლებს ძველებური რიყის ქვით ნაგები სოფლები, შიდა ქართშიც კი ვერ ნახავ ამას და რითია ეს განპირობებული? კახელებმა შეინარჩუნეს უფრო ძველი არქიტექტურული სტილი? ბორჯომში და შიდა ქართლში რომ იმუგზაურო რუსულ სოფლებში გეგონება თავი, აღარაფერს ვამბობ გურია-აჭარაზე, ჟეშტის კედლებს რომ აკრავენ სახლს გარედან გახედვაც არ მინდა ხოლმე.
|