კინჩხა იმერეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის საფელია,სოფლის ტერიტორია ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეძეა და კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების _ასხის ალპური პლატოს სამხრეთ დასავლეთით და მდინარე ცხენისწყლის მარჯვნივ 3-4 კილომეტრზე მდებარეობს.სახელწოდება კინჩხა მკვლევარ გივი ელიავს მოსაზრებით , წარმომდგარი უნდა იყოს "იკანჩიდან" და შეესაბამება სამშაბათის ჭანურ სახელწოდებას,რაც ღვთაება "ტარხონნის"(ტაროსის მცირეაზიური სახელწოდება) სახელსა და კულტს უნდა უკავშირსებოდეს .კინჩაში არსებული უძველესი "ტარეში",სწორედ წარმართული საკულტო-სარიტუალო წალკოტის ნაშთი უნდა იყოს -ასკვანის მკვლევარი.
შესაძლებელია ჯერ კიდევ ,უძველეს დროს მცირე აზიიდან შემოსულმა და კოლხეთში დამკვიდრებულმა ჭანურმა ელემენტებმმა მისცეს სოფელს მცირე აზიური სახელწოდება და წარმართული სალოცავი,მაგრამ ეს ნაკლებად დამაჯერებელია.
ზურაბ ჭუმბურიძის განმარტებით "კინჩხა" რისიმე პატარა ნაჭერია.
ხალხური ვერსიით ''კინჩხა" კინკრიხო,ხერხემლის ზედა, ამაღლებული ნაწილია, კინჩხა მთიანი სოფელია სახელწოდება კი დაერქვა გამოთქმიდან „კინჩხიც მოგიტეხია“. ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გაგვაჩნია....
"კინჩხა"- ტერმინი, წარმომდგარია, მეტალურგიის კერებისგან, რომლებიც იქ რამდენიმეა.ძველქართულად (და მეგრულად) რკინის სახელწოდება გამოითქმოდა როგორც "კინა".დღესაც კინჩხის დასახელება სპილენძისა და რკინის ნადნობ შლაკს "კინაწმინდას" ეძახის. ესეიგი სახელწოდების ფუძე "კინა", რკინისაგან არის წარმომდგარი. "ჩხა"-"ჩხე"- "ჩხუ" მეგრულად ცივს აღნიშნავს.ამრიგად "კინჩხა" რკინის (იგივე კინის) ცივად ჭედვას,რკინის ცივად გამოსაჭედ პუნქტს უნდა აღნიშნავდეს,რაც ჯერ სპილენძის, შემდეგ რკინის ცივად გამოსაჭედი უძველესი პუნქტებისაგან უნდა იკოს მიღებული.
კინჩხის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელი ლეხუმი,თითქმის დაიცალა მოსახლეობისაგან.კინჩხას შეადგენს ხუთი უბანი: საწისქვილო, კინჩხაფერდი, ქვედა კინჩხა, ზედა კინჩხა და რონდიში.ისინი კი საგვარეულოებად იყოფა. ძველად სოფელში 600 კომლი ცხოვრობდა ახლა ორასამდე არასრული კომლია.ის დასახლებულია სამეგრელოდან, ლეჩხუმიდან, სვანეთიდან და შიგა იმერეთიდან მოსულებით. სჭარბობს: ჯიშკარიანები, ჯანელიძეები, უგულავები, კუხალაშვილები, ქაროსანიძეები,ხურცილავები, ჩხეიძეები.
ჩრდილი-დასავლეთიდან სოფელს თვს დაჰყურებს ზღაპრული სილსმაზის კინჩხის და თურჩის მთები, მდინარეების ნაბეჩოს და ოკაცეს თეთრათ მოკამკამე ჩანჩჯერები, უფრო დასავლეთიდან ბუნების საოცრება, "კლდეიდას" ჟანგისფერი უფრსკული.თვით ასხის მთა, რომელიც კინჩხის ჩრდილოეთითაა სიმაღლით 2440 მეტრს აღწევს,ჯოგების საზაფხულუ საბალახოა. ამ ხასხასა, მწვანე ბალახით დაფარული ვეება პლატოს ქვეშ რამდენიმე მიწისქვეშა ნაკადი გაედინება და ქმნის შესანიშნავ კარსტულ მღვიმეს,, სტალაქტიტებს და სტალაგმიტებს, სიფონურ ტნეენს, მათ შორის ყველაზე გრანდიოზულია პროფესორ არსენ ოქროჯანიშვილის სახელობის მღვიმე. ის მარტვილის მხარესაა,მდინარე ჯორყუს(გორდიდან გამავალი თურჩუ) გასადინარში.
სწორედ ასხიდან იღებს სათავეს მდინარე ოკაცე, გადაჭრის კინჩხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, გაურბენს გორდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს და სოფელ გელავერთან, მარჯვენა მხრიდანუერთდება ცხენისწყალს.
გაოცებას იწვევს მდინარე ოკაცეს კანიონი, რომლის სიგრძე 16კილომეტრს აღწევს. კანიონის სიგანე, სამიდან ოც მეტრამდე მერყეობს, როცა სიღრმე 50-100 მეტრია. თვით კანიონში მდინარე ქმნის რამდენიმე ჩანჩქერს და ტბას, ზოგ ადგილას ბუნებრივი ქვახიდაა გადებული. მის ნაპირას რამდენიმე კარსტული მღვიმეა, გამონადენი წყაროებით. კანიონში ჩამხედავს, თვალწინ გადაეშლება შავბნელი უფრსკული, რომლის ძირში რძისფერად აქაფებული ოკაცე მიედინება. ამ ბუნების საოცრებას ერთი მილიონი წლის ისტორია აქვს.
მეფის რუსეთის წარმომადგენელი სამეგრელოს სამთავროში, პოლკოვნიკი ბოროზდინი აღტაცებას ვერ ფარავდა კინჩხის ბუნების მშვენიერების გამო და მას შვეიცარიის გარემოსთან შედარებით უპირატესესობასაც კი ანიჭებდაა.
კინჩხა უძველესი ცენტრია მეტალურგიის. "კადარში" წმიდალიანის გამოქვაბულთან,ასევე "ახოში" და ღვედის მხარეს, "ღვალბაჯანში" მიკვლეულია მეტალურგიის კერები. ზეპირი გადმოცემით, მეცხრამეტე საუკუნეში, აქედან მადანი გაჰქონდათ იტალიელ კაპიტალისტებს
დღეისათვის კინჩხაში მხოლოდ ტარეშის ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი, ძველად კი რამდენიმე საყდარი ყიფილა. იშვიათია სოფელი,რომელსაც ქრისტეს რწმენისათვის ისეთი დევნა განიცადოს,როგორც კინჩხის მოსახლეობას.
საინტერესო გადმოცემა მოგვითრობს:
რამდენიმე სვანი, ვარად რიჩგვიანი., მოძმეთაგან აკლებულნი(მათ ქიშპობა ჰქონდათ მეთვრამეტე საუკუნეში დადეშქელიანებთან) _ლეჩხუმის გზით მოსულა და ზედა კინჩხაში ჯიშკარიანის გვარით. თან, ახალ სამკვიდროზე დაუსვენებიათ ქმიდა გიორგის მძლეთამძლე ხატი. იმავე საუკუნის ბოლოს, სოფელს აუგია ამ ხატისათვის საყდარი, იქ სადაც წარმათული წალკოტი და მარანი ყოფილა. სამრეკლოზე 2 დიდი და 1 პატარა ზარი ყოფილა. მათი ხმა სოფელ ზუბშიც კი ისმოდაო
ტარეშის ეკლესია ნაშენია თეთრი, ვებაა, გაკუთხული და ფლეთილი ადგილობრივი ქვით ჩრდილო_აღმოსავლეთ კედლის კუთხეში, გამოჭრილია მრგვალი ქვის ნიშა, რომლის სიფართე 70 სანტიმეტრს აღწევს. დასავლეთ კედლის სასქე 1,1 მეტრია, სამხრეთისა კი 1,30 ეკლესიის შიგა სიგრძეა 9,63 მეტრი.
1956 წლის ჩანაწერების თანახმად, ტარეშის ეკლესიაში, აღდგომის მეორე დღეს, იმართებოდა საეკლესიო დღესასწაული. მთელი მოსახლეობა სოფელ კინჩხისა, ნასაყდრალთან გროვდებოდა, კრძალვით იყრიდნენ მუხლს ეკლეესის რკინის ჯვრის წინ და ლოცულობდნენ "ქარეზის ხატზე". სწირავდნენ ხარს, მამალს, ცხვარს. პუბლიცისტი ავერიონ ქაროსანიძე წერდა, რომ _ "ქარეზის ხატის ხსენება საქართველოში იყო 65 წელს ქრისტეს აქეთ." ამჟამად, სოფლის თვით უხუცესმა წევრებმაც არ იციან, რომელი ღვთიური ძალის პატივსაცემად იყო აგებული ტარეშის ეკლესია.
ეკლესიის საფუძველში, ქვემოთ გამოკვეთილია დიდი აკლდამა_ეკვდერი, ნაგები შირიმის ქვით და მტკიცე დუღაბით.ის ამჟამად ძალზე დაზიანებულია. ჩამონაშალს ორი სარკოფაგი დაუფარავს. აკლდამის არსებობა არავინ არ იცოდა 1913 წლამდე., ვიდრე ეს ადგილი განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთი ნაწილი მეწყერმა არ ჩაიტანა, მაშინ განადგურდა ერთი აკლდამა. ნანგრევების ძირას გამიშნდა ნაგებობა, გამოანგრიეს ერთ მეტრზე დიდი გათლილი ქვაკარი და თვალწინ წარმოუდგათ ექვსსარკოფაგიანი აკლდამა. მეცნიერებს აკლდამა თამარის ეპოქით დაუთარიღებიათ იქ ნაპოვნი მეთორმეტე საუკუნის მონეტებით.
This post has been edited by apachi on 13 Aug 2006, 14:50