ყველაფერზე წინ, გვჯერა ახალგაზრდა დინამოელების, რომლებიც მოედანზე დაამტკიცებენ ვინარის კავკასიის ბოსი!




-----------------------------------------------------------------------------------
აზერბაიჯანულ ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით “დინამოსა” და “გაბალას” მატჩს ინციდენტი ახლდა. ქართველმა გულშემატკივრებმა სტუმარი კლუბის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ წაართვეს აზერბაიჯანის დროშა და ფეხქვეშ გათელეს.

ამ ფაქტის საილუსტრაციოდ ინტერნეტში ვრცელდება ფოტო,
რომელიც ვერ იქნება სიმართლის გარანტი, რადგან არ ჩანს არც ერთი პირი. ამასთან არ ჩანს გარემო, სადაც ფოტოზე ასახული ფაქტი ფიქსირდება.
როგორც ჰაქქინ.აზ იუწყება, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას “დინამო თბილისის” გულშემატკივართა ქმედების თაობაზე, თუმცა სფფ-ს პრესსამსახურმა ოფიციალური წერილის მიღება უარყო.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის უფროსი მიხაილ ნარიმანოღლუ haqqin.az –თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
“ჩვენ მოვითხოვთ ბოდიშს ქართული მხარისგან. მოსალოდნელია “გაბალამ” უეფაში შეიტანოს სარჩელი. იმედი მაქვს როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ასევე “დინამო თბილისი” გულშემატკივართა საქციელის შემდეგ ადეკვატურად იმოქმედებენ” – აღნიშნა ნარიმანოღლუმ.
აზერბაიჯანული ვებგვერდები ასევე წერენ ქართველ გულშემატკივართა მიერ გამოფენილ ბანერთად დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამჟამინდელი აზერბაიჯანის ტერიოტორიაში შემავალი ზაქათალასა და კახი მხარეები საქართველოს ისტორიულ ნაწილს წარმოადგენდნენ, თუმცა აღნიშნული ბანერი მალევე ჩამოხსნეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ბაქოში საქართველოს საელჩოსთან აქციას გეგმავენ.
------------------------------
ერთ-ერთი ცნობილი აზერბაიჯანული გამოცემა azerisport-ი ამასთან დაკავშირებით, სიახლეს აქვეყნებს.
გამოცემამ ქართულ მხარეს პროვოკაციაში დასდო ბრალი და ისიც დაამატა, რომ ეს არ არის პირველი პროვოკაცია ქართველების მხრიდან.
აზერბაიჯანულმა გამოცემამ “ჩვენ გვაქსოვს ზაქათალა” პროვოკაციად მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი გასულ წელსაც მოხდა. “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” მატჩის დროს ქართველმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანში მსგავსი ბანერები გამოაჩინეს, რასაც მოედანზე არეულობა მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტის შემდეგ “ჩიხურას” დირექტორმა, ქართული სპორტის ქომაგებს “ვაი გულშემატკივრები” უწოდა.
-------------------------------
გუშინ, “დინამო თბილისი” – “გაბალას” (2:1) მატჩის შემდეგ ქართველი ფანები აზერბაიჯანელებს თავს დაესხნენ, გაქურდეს და სცემეს. ქართველები ამაზეც არ გაჩერნენ, “გაბალას” გულშემატკივრებს აზერბაიჯანის დროშა წაართვეს, ფეხქვეშ გაიგდეს და გათელეს – აი, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ადგილობრივ პოლიციას არანაირი რეაქცია არ გამოუვლენია. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რომ სწორი შეფასება მისცეს თბილისის “დინამოს” ფანების საქციელს, რომლებმა აზერბაიჯანული სიმბოლო შეურაცხყვეს, და მიიღოს საკადრისი ზომები.
“გულშემატკივრების ქცევის გამო ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ ბოდიში ქართული მხარისგან. სავარაუდოდ, უეფაში სარჩელს “გაბალაც” შეიტანს” , – განუცხადა haqqin.az-ს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მიკაილ ნარიმანოღლუმ.
“ვიმედოვნებთ, რომ “დინამო” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაია დაგმობს ამ ფაქტს” , – აცხადებს მ. ნარიმანოღლუ. მისი სიტყვებით, მომხდარი შეფასდება, როგორც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არამეგობრული აქტი.
მეორე აზერბაიჯანული გამოცემა “აზერისპორტი” კი წერს ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას: “ქართველმა ფანებმა კვლავ მოახდინეს პროვოცირება აზერბაიჯანელ გულშემატკივრებზე “პლაკატით”.
ფანების მიერ ტრიბუნაზე გადმოკიდებულ პოსტერზე ეწერა: “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921″. მოგეხსენებათ, ზაქათალა და კახი ერთ დროს ჩვენს ტერიტორიას ეკუთვნოდა ახლა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.
გამოცემა წერს: “რამდენიმე ზაქათალას და კახის შესახებ “პლაკატი” გადმოფინა სტადიონზე, რომელიც ჩვენი ჩარევის შემდეგ მოხსნეს. ასევე, მათ გადმოფინეს “გაბალას” და ზერბაიჯანის დროშები, მაგრამ გადმობრუნებულად (რაც შეურაცხმყოფელია)”.
“აზერისპორი” ასევე იმასაც წერს, რომ ეს დროშები აზერბაიჯანელმა ფანებმა დაინახეს. შესაბამისად, “გაბალას” წარმომადგენლებს ბევრი მუშაობა მოუწევთ იმაზე, რომ განმეორებით მატჩში აზერბაიჯანელმა ფანებმა საპასუხოდ რამე არ გაუკეთონ ქართველ ფანებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტი პირველად არ მომხდარა. საუბარია იმაზე, რომ ქართველი ფანები პროვოცირებას ახდენენ აზერბაიჯანელებზე სხვადასხვა მეთოდით.
ფაქტი ერთია, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი “დინამოელთა” გამარჯვებით დასრულდა. ჩვენის მხრივ გეტყვით, რომ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ყველა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ძალიან გაღიზიანებული იყო. მათ “გაბალას” მთავარ მწვრთნელს კრიტიკის ქარცეცხლი დააყარეს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა რომან გრიგორჩუკი ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ყოვლისმომცველ შეკითხვებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “გაბალასგან” ისინი მარცხს არ ელოდნენ.
შეგახსენებთ, რომ “დინამო თბილისის” საპასუხო შეხვედრას გაბალაში 9 ივლისს ჩაატარებს.
----------------------
ქართველი ფანები ამბობენ რომ აზერებმა გამოფინეს თურქული ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის და იმპერიული დროშები და მათ ჩამოართვეს ეს დროშები


1 კვირის თავზე თამაშია ბაქოში! This post has been edited by martvileli on 3 Jul 2015, 23:52