საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
როგორც „ინფო 9“-ს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ქართული მხარის ინიციატივით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფომაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შვეიცარიის ელჩს 10 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მიერ გორის რაიონის სოფელი წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და რუსეთის პროვოკაციული ქმედება დაგმო, რომელიც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.
„შვეიცარიის მხარეს ასევე, გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და მისი რუსეთისთვის გადაცემის უზრუნველყოფა ეთხოვა. საუბრისას გიუნტერ ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება უბრალო ნაბიჯი არ არის და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის ორი მონაკვეთი - დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა.
http://www.info9.ge/politika/124995-sagare...html?lang=ka-GE
In truth, there was only one Republican and he was shot dead in 1865.
http://notepad.cc/share/52pwgAOVmb
http://notepad.cc/share/5cj9gyyHAR
"ძმურად, შენი ნომრით ოდნოზე დავრეგისტრირდები" სასტავმა არ მომწეროთ.©