საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ფოფხაძე, მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა გათავისუფლდეს.ამის შესახებ ნათქვამია, მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“2015 წლის 27 ივნისს ინტერნეტ-გამოცემამ www.http://marshalpress.ge გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, გიორგი ფოფხაძის განცხადება, სადაც აშკარად ჩანს, რომ ფოფხაძემ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება, რამაც რეალურად გამოიწვია ინტერესთა კონფლიქტი. ფოფხაძის ამ მოქმედებამ და შემდეგ მისმა განცხადებამ საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხს. ასევე, ჩვენი ინფორმაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ის თანამშრომლობს მედიაკავშირ „ობიექტივთან“, რასაც, ასევე, ცალსახად კრძალავს კანონმდებლობა და ეთიკის კოდექსი.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ფოფხაძე პოლიტიკური პარტიის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” გენერალურა მდივანსა და მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს მიმართავს. სწორედ ინაშვილის ფეისბუკ კედლიდან გადაბეჭდა ინტერნეტ-გამოცემამ ფოფხაძის პოსტი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფოფხაძემ დაარღვია საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ – მუხლი 23, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის წინათქმაში აღწერილი ქცევის პრინციპები და 22-ე თავის 22.1, 22.2, 22.3, 22.7 პუნქტები, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 29-ე მუხლის 1, 7, 8 პუნქტები, 30-ე მუხლის 1 და მე-2 პუნქტები, სადაც საუბარია მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტზე. მან ცალსახად გამოხატა არა მხოლოდ მისი პირადი პოლიტიკური პსოფლმხედველობა, არამედ აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკურ ლობიზმში მმართველი კოალიციის “ქართული ოცნება” და პოლიტიკური პარტიის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” პოზიციის დასაცავად.
კერძოდ, მის პოსტში ფოფხაძე წერს: “არ ვიცი რაღა დავწერო ამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რაპორტის მერე რააა.. უბრალოდ გული მტკივა და მწყდება ერთ რამეზე?.. მარტო ბოლო სამი კვირის განმავლობაში რაც ირმამ მასალები გამომიგზავნა, ენაგადმოგდებულმა ვირბინე ევროპარლამენტში, 25 ევროდეპუტატს შევხვდი და გადავეცი ეს მასალები, სტრასბურგში ამ ჩვენ მეგობარ პლამენ ნიკოლოვს ელჩებთან შეხვედრაზე არ შევუვარდი რო? მასალები რო მიმეცა? მერე ბულგარეთში მიფრინავდა ერთიკვირით და მეთქი არიქა პლამენ მიშველე მერე ვეღარ მოგაწვდი მეთქი, ადამიანის უფლებების ევროკომისარ მუჟინექსის მოადგილეს ქრისტინა მარდიროსიანს საათზე მეტი ვუხსნიდი ყველა დოკუმენტს და კიდევ სად და როგორ შეეძლო თვითონ ჩამოეტვირთა ყველაფერი პროკურატურის საიტიდან.. ჯოჯოხეთურ შრომად დაჯდა ამ ევროპარლამენტარებთან ღრიტინი და ხვეწნა მუდარა შეხვედრებზე და… ამის დედა ვატირე , რასაც ჩვენ ვაკეთებთ რატო ყრის ეს ხალხი წყალში თავიანთი მავნებლობით ეს ვერ გავიგე? ერთია როცა ჩვენ ვაწვდით ამ ყველაფერს და მეორეა, როცა სამთავრობო არხებიდან იღებენ ინფორმაციას.. არა და ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია სულ წყალში იყრება თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ,საელჩოებმა, მთავრობის ლობისტებმა და რავი კიდე რა ვიცი ვინ ჯანდაბებმა და ჯახნაბებმა არ იმუშვეს.. გადარეული ვარ და გაცოფებული. ეხლა სტრასბურგიდან მოვდიოდი და ვფიქრობდი ნეტა რატო მავნებლობენ ეს ადამიანები?.. კაი ბატონო, გუშინ ეკაბესელია საკომიტეტო სხდომაზე კარგად გამოვიდა სტრასბურგში და 20 გვერდიანი დოკუმანტიც მიაწოდა კომიტეტის წევრებს გიგის, ვანოს და ახალაიას “კაიკაცობაზე” (გამომიგზავნის ემაილით ამ დოკუმენტის ერთ ეგზემპლიარს) მარააა.. ეს მამაცხონებული, გუშინ რო გაახსენდა მთავრობას კვერცხის დადების მომენტში მასალების გადაცემა.. მთელი 3 წელიწადი სად იყვნენ საად?..მთელი წელი რატო არ იმუშავეს?… აღარ ვიცი რა ვთქვა უკვე ისე ვარ ბოღმისაგან ვიტირო ამის დედავატირე , ჩვენ ვაკეთებთ ესენი წყალში გვიყრიან.”
ამ პოსტით ირკვევა, რომ ფოფხაძე იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარეს, რითაც მან დაარღვია რამდენიმე კანონის და მაუწყებლის ქცევის კოდექსის შემდეგი მოთხოვნები:
1. საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ
მუხლი 23. მეურვის, გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის წინათქმაში გაწერილი მიუკერძოებლობის და სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპები:
“ჩვენ ვისწრაფვით დავიცვათ:
მიუკერძოებლობა – ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხების შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არცერთი პოზიციის მხარდაჭერა.
სარედაქციო დამოუკიდებლობა – დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა და მივიღოთ პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა ინტერესებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები. ჩვენი ქმედებით არ შევლახოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.”
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 22-ე თავი. ინტერესთა კონფლიქტი:
22.1 პირადი საქმიანობა და ინტერესთა კონფლიქტი სსმ-ის ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდადააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები.
22.2 ინტერესთა კონფლიქტის გაცხადება თუ თანამშრომელს საკმარისი საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან შეიძლება წარმოიშვას ასეთი კონფლიქტი, იგი ვალდებულია ამის შესახებ მაუწყებლის ხელმძღვანელობას აცნობოს. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღონ. ვითარებიდან
გამომდინარე, თანამშრომელს შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის თქმა ან სხვა სამსახურის შესრულება მოუწიოს.
22.3 პოლიტიკურ ან პროფესიულ ორგანიზაციებში გაერთიანება
სსმ-ის ნებისმიერ თანამშრომელს სრული უფლება აქვს, გაერთიანდესპოლიტიკურ, პროფკავშირულ ან ნებისმიერ პროფესიულ ორგანიზაციაში. მაგრამ თანამშრომლის პოლიტიკური ან სხვა საქმიანობა არ უნდა უშლიდეს ხელს საზოგადოებრივ მაუწყებელში სამსახურებრივი მოვალეობებისა და ვალდებულებების ობიექტურად შესრულებას და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს მაუწყებლის მიუკერძოებლობას. თუ სსმ- ის თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, იქმნება საფრთხე, თანამშრომლის პოლიტიკური მოსაზრება მაუწყებელს მიეწეროს. მაუწყებლის თანამშრომელმა, რომელიც ეწევა საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას, მაუწყებლის ნეიტრალობა არ უნდა შელახოს: _ პოლიტიკური კანდიდატების ან პოლიტიკური პარტიისადმი სიმპათიის საჯაროდ გამოხატვით; _ პოლიტიკური პარტიისათვის თანხების მოსაზიდ და სხვა პოლიტიკურ აქციებში ან პარტიის მხარდამჭერ საქმიანობაში მონაწილეობით.
22.6 კონკურენტ მედია საშუალებაში გამოჩენა და მონაწილეობა
თანამშრომლებს ეკრძალებათ მაუწყებლის კონკურენტ ორგანიზაციაში ანაზღაურებით ან უსასყიდლოდ მუშაობა; ასევე, ეკრძალებათ კონკურენტი ორგანიზაციის რაიმე პროექტზე მუშაობა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მაუწყებლის ხელმძღვანელობის თანხმობის შემთხევაში. მაუწყებლის წინასწარი თანხმობით, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კონკურენტი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიოგადაცემებში:
– ფაქტებთან დაკავშირებულ გადაცემაში;
– საკუთარ პუბლიკაციაზე ან მეცნიერულ ნაშრომზე მომზადებულ გადაცემაში; დოკუმენტურ ან საგანმანათლებლო გადაცემაში;
– გასართობ გადაცემაში.
მაუწყებლის ნებართვის გარეშე, არ იმუშავოთ დამოუკიდებელ რეპორტიორად სხვა კომპანიაში.
დამოუკიდებელ ჟურნალისტობაზე თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მაუწყებელი არაა დაინტერესებული კონკრეტული ამბით და იგი ისეთი მედია საშუალებით ვრცელდება, რომელიც არ არის მაუწყებლის უშუალო კონკურენტი.
ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს ისეთი დამოუკიდებელი შეკვეთა ან ჰონორარი, რომელიც შეიძლება შენიღბულ ქრთამად ჩაითვალოს.
22.7 საქმიანობა მაუწყებლის გარეთ
პარალელურად სხვა სამსახურში მუშაობამ და მაუწყებლის გარეთ სხვა საქმიანობამ არ უნდა შეაფერხოს ან იქონიოს უარყოფითი გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელში თქვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე.
სავალდებულოა აცნობოთ თქვენს უშუალო უფროსს, როდესაც აპირებთ: _ უხელმღვანელოთ საჯარო პოლიტიკურ ფორუმებს ან გამოჩნდეთ პოლიტიკურ პლატფორმაზე. არ გამოხვიდეთ მოხსენებით, სიტყვით, ლექციით ისეთი ჯგუფების წინაშე, რომელმაც შეიძლება თქვენი მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენი გამოსვლა შეიძლება რომელიმე ორგანიზაციის ან ჯგუფის მიზნების მხარდაჭერად იქნეს აღქმული.
ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება გამონაკლისის დაიშვება თუ ამით არ შეილახება მაუწყებლის მიუკერძოებლობა.
3. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
მუხლი 29. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)
მუხლი 29. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისადმი წაყენებული მოთხოვნები ( წესები)
1. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც ახორციელებსსაერთო მაუწყებლობას, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება პოლიტიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, რელიგიური ან/ დასხვა სახის ზეწოლისგან.
7. ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.
8. მაუწყებლის თანამშრომელმა , რომელიც წარმოადგენს მაუწყებელს , არ შეიძლება საჯაროდ გამოხატოს მხარდაჭერა რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ. მაუწყებელი არ შეიძლება მონაწილეობდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის თანხის შეგროვებაში ან სხვა ქმედებაში , რომელიც გამიზნულია რომელიმე კანდიდატის, პოლიტიკური პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მხარდასაჭერად.
მუხლი 30. სახელმძღვანელო რეკომედაციები მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ
1. მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას.
2. მაუწყებელმა უნდა დანერგოს ინტერესთა კონფლიქტის აღმკვეთი ეფექტიანი სისტემა, პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია ეთიკური სტანდარტების შესახებ და გამოიძიოს ინტერესთა კონფლიქტის ყველა შესაძლო შემთხვევა. მაუწყებელმა თანამშრომელთა ეთიკური სტანდარტები უნდა ასახოს საკუთარ შინაგანაწესში.
მონიტორინგის საბჭოს წევრები მივმართავთ სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს, რათა სასწრაფოდ იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი და როგორც სამეურვეო საბჭომ, ისე გენერალურმა დირექტორმა მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, გთხოვთ, რომ მოკვლევის და საბოლოო გადაწყვეტილების პროცესი იყოს საჯარო.
http://marshalpress.ge/?p=7779
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo