„არავითარი ინციდენტი არ მოხდარა, შემთხვევის შემდეგ, პაციენტები არ მინახავს და არც გავსაუბრებივარ, თუმცა საქმის კურსში ვარ“, – ამის შესახებ „კვირას“ იმ სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, მანანა მახვილაძემ განუცხადა, სადაც წუხელ 3 პაციენტი სროლის შედეგად, სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
მანანა მახვილაძე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ცნობისათვის, ზემოაღნიშნულ კლინიკაში პაციენტები მკურნალობისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან. მანანა მახვილაძე ამბობს, რომ პაციენტთა მკურნალობა 1200-დან 2000 ლარამდე მერყეობს.
http://kvira.ge/330298 * * *
“ღამის 11 საათი იქნებოდა, სროლის ხმა რომ გავიგეთ. ჯერ გარედან ისმოდა, მერე ფანჯრების გასკდომის ხმა იყო, რამდენიმე ტყვია მოხვდა ჩვენს ფანჯარას და მერე ერთი ტყვია უკვე ერთ-ერთის საწოლს. ბეწვზეა გადარჩენილი პაციენტი. სროლის ხმაზე მაშინვე ძირს დავწექით და რომ გაგრძელდა, მერე გარეთ გავხოხდი დაწოლილი, ყველაზე ახლოს მე ვიყავი კარებთან და 112-ში დავრეკე.
http://kvira.ge/330251