სალამი ყველას!
გადავწყვიტე ჩემი მანქანის გაყიდვა, რადგან სურვილი მაქვს სხვა მარკის ავტომობილი შევიძინო.
ესეიგი... დასამალი არაფერი მაქვს ასე რომ დავწერ ყველაფერს, რამე თუ გამომრჩება ეს უკვე მანქანასთან გამახსენდება

1 წლის წინ iaai.com'ის აუქციონიდან მოვიგე, კალიფორნიის შტატიდან. მაქვს კარფაქსის ამონაწერი, ამერიკის პორტის და აუქციონის ყველა სურათი. მანქანა ჩამომივიდა უმნიშვნელო ვიზუალური დაზიანებით, ზოგი ხარვეზი არც გამისწორებია, რადგან დრო არ მქონდა და ნერვი. მანქანის მდგომარეობა შეესაბამება გარბენს და მემგონი ფასსაც

წელი - 2004
ძრავი - 3.2
გარბენი - 244000კმ
VIN - WDBUF65J54A490289
თეთრი ფერის, შავი სალონით, ლუქით, Harman Kardon აკუსტიკური სისტემით, DVD/6 დისკიანი ჩეინჯერი და ა.შ., 17 ნიკელის დისკებით, ზაფხულის კაპრონის კარგი საბურავებით.
არაა ნამუშევარი გაზზე, ვასხავდი მარტო ვისოლის პრემიუმს, ქალაქში მიწვავს 13-15 ლიტრას, ხოლო ქალაქგარეთ 8.5-9
ზეთს ვუცვლიდი ყოველ 8000კმ'ზე, პირველად ჩავასხი Motul X-cess 8100 5W40 229.5 დაშვებით, ხოლო შემდგომ გადავედი Liqui Moly'ზე იგივე სიბლანტის და იგივე დაშვებით.
მერსედესის ცენტრში გარანტიით შეცვლილი აქვს SBC ბლოკი
წინა ბამპერი აქვს მთლიანად შეღებილი... ფოთში დამიზიანეს
კვირაში დავდივარ მაქსიმუმ 2-3 დღე, ისიც ძირითადად შაბათ კვირას, ანუ დიდ საცობებში არ "ვმონაწილეობ"

ეხლა რაც აქვს გასაკეთებელი
რადიატორის სამაგრები იყო გატეხილი, ვერ მოვიცალე რომ მეყიდა 20-30 ლარი ამბავია, ნუ მე ეგრე ვიცი
ბამპერის მძღოლის მხარეს ყური აქვს გამოწეული და უნდა დარეგულირდეს რათა თავის ადგილზე დაჯდეს
დისკზე საყიდელია ე.წ. კალპაკი მერსედესის ლოგოთი
კარობკაზე შესაცვლელია რეზინკები, მაგას ამ დღეებში გავაკეთებ
იყო პადუშკებზე და სამწუხაროდ გადავიყვანე ამორტიზატორებზე, ჩვენმა გზებმა დედა უტირა მთელ აირმატიკს...
შუა ზაშიტნიკია საყიდელი
სასურველი ფასია 7500$... საბოლოო არაა
გავცვლი მხოლოდ BMW e60 530i, 545i ან e90 328i 330i არა xi მოდელზე, საჭიროების შემთხვევაში ჩემი მხრიდან თანხის დამატებით. სასურველია იყოს მექანიკა
ესეც სურათები






This post has been edited by yurmetal on 16 Jul 2015, 15:11
1. Opel Vectra B 1.8 2000 | X18XE1 116hp | mt - Sold
2. Mercedes-Benz W211 3.2 2004 | M112E32 224hp | at - Sold
3. BMW E36 1.8is 1995 | M42 140hp | mt - Sold
4. Toyota Prius XW20 1.5 2007 | 1NZ-FXE 0hp | at - Still driving
ბმჭ სპორტული ავტომობილია რომლის არსში ჩაწვდომა ყველას არ შეუძლია.