ღმერთობის კომპლექსი...თეომანია! (post #43653214)ანტიკური ხანიდან მოყოლებული ამტკიცებენ სკეპტიკოსები-
შეიძლება ადამიანმა გამოავლინოს სიკეთე,მაგრამ შეუძლებელია მისი განმარტებაო. biggrin.gif
სიკეთის მორალური შეფასება პიროვნების ინტელექტზე,კულტურაზე,
ცხოვრების წესზე, გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
მაღალ განვითარებულ ადამიანს შეუძლია ინტუიტიურად,სწრაფად განასხვაოს
სიკეთე ფსევდო/სიკეთისგან თუ შენიღბული ანგარებისგან,თუ ეგოიზმისგან თუ გულგრილობისგან.
გამოყოფენ ადამიანთა რამდენიმე კატეგორიას.
სულიერად ყველაზე მაღლა მდგომნი-რომლებთაც მხოლოდ სიკეთის კეთება შეუძლიათ,ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც.
თუ ქვეყანაში მოიპოვება ასიოდე ასეთი ადამიანი მაინც,ასეთი ქვეყანა არასოდეს არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთაში.
სამწუხარო მხოლოდ ისაა, როგორი ცოტანი არიან ასეთები.
შემდეგ,არიან კარგი ადამიანები-რომლებიც მზად არიან,აკეთონ სიკეთე სხვებისთვის,
ეს თუ მათთვის საზიანო არ არის.
არიან მესამე კატეგორიის ადამიანები,ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე,
და არ ზრუნავენ იმაზე,რომ სხვებს არ ავნონ,გარემოს არ ავნონ.
დაა ბოლოს,არიან ადამიანები,რომლებიც სიამოვნებას ღებულობენ სხვებისადმი ტანჯვის მიყენებით.
თითოეული ადამიანი ხომ თვითონ ირჩევს თავის გზას.
თვითონ არის პასუხისმგებელი თავის არჩევანზე,თავისი აზრების,გრძნობების,ქმედებების ხარისხზე....
იმ სიკეთეზე,იმ ბოროტებაზე,რომელიც მოაქვს მას სამყაროში.............
სიკეთე სიყვარულიდან იბადება.
ჰოო,შეიძლება ითქვას,ადამიანი კეთილია იმდენად,
რამდენად ბრძენია სიყვარულში,
რამდენად მისდევს ჭეშმარიტების გზას,
რამდენად აქვს სილამაზის დანახვის უნარი,
ეს იქნება აზრის სილამაზე თუ სიდიადე,
ადამიანური ურთიერთობების სილამაზე,
თუ ოსტატურად შრომის სილამაზე ......
და ბოლოს,მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი სიკეთის საკეთებლად,
სურვილთან ერთად უნდა იცოდე მისი კეთება.მააშ?!
...ჰოო და ასე სწავლობს "ადამიანი" იყოს ადამიანიიი! biggrin.gif
ღმერთობის კომპლექსი...თეომანია! (post #43661464)სიკეთის გარეშე ადამიანური საზოგადოების,პიროვნების ჰარმონიული არსებობა უბრალოდ შეუძლებელია.
ეს ის არის,რაც გვაახლოებს იდეალთან....და არა გვაშორებს.
ზოგს,ზოგს კი არა ბეევრს, უტოპიურად მიაჩნია,მხოლოდ სიკეთის სურვილი.
კითხვაზე:-"მართალია,რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთო?!
კონფუცი ასე პასუხობს:"აბა,მაშინ სიკეთეს რითი ვუპასუხოთო?!
ბოროტებას უნდა ვუპასუხოთ სამართლიანობით,სიკეთეს კი სიკეთითო!"
"ნუ უკეთებ სხვას იმას,რასაც საკუთარ თავს არ უსურვებო"-ესეც კუნფუცის სიტყვებია,
"შეეცადეთ ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ".
მადლობა კონფუცი!
der embryo
http://www.illuzia.net/de/