პირველ რიგში მოდერაციას ვთხოვ ეს თემა (გარკვეული პერიოდით მაინც) ბოქსებში არ გადაიტანოს, რადგან აქ გაცილებით მეტი ადამიანი შემოდის. მადლობა!
მყავს BMW E60 ბი-ტურბო (რესტაილინგი). N54 ძრავი. ძრავზე შემექმნა რაღაც ყოვლად ანომალიური პრობლემა რომელზეც არათუ დაზუსტებული პასუხი ვერ გამცეს, არამედ ურთიერთგამომრიცხავ(!) დიაგნოზებს მისვავენ ყველგან სადაც მივედი!
სიტუაცია ასეთია: ცივზე დაქოქვა უჭირს, "ჩადგმის" მცდელობისას 5-დან 3-ჯერ ძრავი კვდება (გაწევა აკლდება 3-ჯერ მაინც) და ჩეკს ანთებს. სიარული შესაძლებელია მაგრამ ნაცვლად 300+ ცხენისა აქვს ალბათ 100 ცხენი. თუ გააჩერებ და თავიდან დაქოქავ, ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ პატარა ნაგრუზკა და - ოპაა.
ბაბინები ნორმალურია, სვეჩები შესაცვლელია მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არაა რომ ეგ იყოს მიზეზი (+სხვა ეფექტი იქნებოდა). ე.წ. "ფარსუნკები" (ინჟექტორები) არ არისო პრობლემა როგორც მითხრეს.
ვიყავი იქ გადასაკარგავში რუსლანთან. ვიყავი ბელიაშვილზე ვანოსთან. ვიყავი თეგეტაში, ელექტრიკია ერთი სხვაზე მოაზროვნე ბიჭი ტოლიკა. ამათ გარდა კიდე ერთი სამგან ვიყავი ვინც მირჩიეს და ყველამ უარი მითხრა (ორმა მაგ ძრავს არ ვეხებიო და ერთმა კლუჩები არ მაქვსო).
სხვაზე ხშირად წერს ამ ერორს: 29F2 : Fuel high pressure, fuel pressure. თუმცა არის ხოლმე 2A94 : Crankshaft sensor, და 3100 : Boost pressure control კოდები.
ვერსიები ასეთია:
ერთმა - ბაბინები და სხვეჩები შეცვალეო და რაღაც "საქშენის" ტრუბკიდან ჰაერს იღებს ცოტას და მაგის მანჟეტიო. Bullshit if you ask me.
მეორემ - კოდები რომ ნახა (2A94 : Crankshaft sensor, სხვებთან ერთად), უეჭველი "კალენვალის დატჩიკია" (Crankshaft sensor) გაფუჭებული და თუ შეცვლი გამოსწორდებაო, ატვეჩაი ვარო. 300 ლარამდე ღირსო. არადა Crankshaft sensor კოდს ყოველთვის არ წერს!
მესამემ - კომპ-მიერთებულზე ტრასაზე ვიარეთ, ჩადგმები გავაკეთე (პლუს ერთი 100 ლარის ჯარიმები ავირტყი

) და მოკლედ საწვავის მაღალი წნევის მაჩვენებელი ეცემაო მაგ მომენტში, და სავარაუდოდ მაღალი წნევის ბენზონასოსი იქნება პრობლემაო (HPFP, ძრავში რომ უდგას). ეგ ნაწილი თავის შეცვლიანად ჯდება 500+ დოლარი!
ეხლა როგორი მისაცემია 500 დოლარი ნაწილში, რომელიც შეიძლება არ არის დამნაშავე, თან 1 თვე ჩამოსვლას უნდა ველოდო, არადა მიახლოებით 1 თვეში დიდ გზაზე მიწევს წასვლა და ჩემი მანქანით უნდა წავიდე!
მოკლედ, ნუთუ არ არის ამ ქალაქში ვინმე მოტორისტი ან ელექტრიკი (ერორ-კოდების ამობეჭდვის გარდა უფრო მეტის აზროვნება რომ ქონდეს) რომ დაადასტუროს ჩამოთვლილი ვერსიები ან სხვა ვერსია მითხრას!
იქნებ მირჩიოთ ვინმე
მოაზროვნე ხელოსანი, რომელიც დამეხმარება!
ფორუმზეც არის რამდენიმე ბიჭი ვინც დიაგნოსტიკას აკეთებს და BMW ესმის, იქნებ ისინი დამეხმარნონ...
ძაან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ერთ თვეში მანქანა გამართული უნდა მყავდეს, თუ რამე გამოსაწერია ეხლავე უნდა გამოვიწერო, მაგრამ ასიანი (ან 90-იანი) დიაგნოზი არ მაქვს, და ისე 500+ დოლარი როგორი გადასაყრელია

P.S.: კიდევ "ჩადგმისას" (სწრაფი აჩქარებისას) ტრასაზე, რო კრეფს სიჩქარეს ცოტა ყრუ ზრიალის (ზანზარის) ხმები და შეგრძნებაა, აშკარად არა ხადავოი, არც პერებოის მსგავსი. ეს მანამდეც ჭირდა სანამ ზემოაღნიშნული პრობლემები დაეყებოდა, მაგრამ დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას (არ მეცალა). როგორც ერთმა ხელოსანმა თქვა (ვინც მეჯდა მანქანაში) სავარაუდოდ საწვავის მიწოდებასთან არის ისევდაისევ პრობლემაო. ხზ მაგ ბენზონასოსის ბრალია, კალენვალის დაჩიკის, ტურბინის თუ კიდევ რისი

მაგრამ ალბათ კავშირშია მთავარ პრობლემასთან.
Help!