#45203075 · 19 Jul 2015, 04:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უძილობა თორემ, რა მეპოსტინება...
მოკლედ არის ერთი ფილმი ,,happy few " ჰქვია თუ სწორად მახსოვს. ზუსტად იმაზეა შენ რაც დაწერე.
ეს ის შემთხვევაა როცა ვნება და სურვილი წინ იწევს და დანარჩენი უკან რჩება. კნინდება ყოველი ე.წ ,,მოვალეობა" რასაც ნუ ქორწინება მოითხოვს. როცა მსგავს ურთიერთობაზე თანხმდები ან ვერ კმაყოფილდები შენი პარტნიორით, ან ძალიან ტვინს გიბურღავს და სინდისი რომ სუფთა გქონდეს ამას სთავაზობ, ან ზედმეტად თანამედროვე ხარ და სიყვარული სხვანაირად გესმის... მოკლედ გროვდება ბევრი ,,ან" ...
ჩემი აზრით, ერთი მხარე როცა ამას აკეთებს და მეორე მხარე დადებითად პასუხობს არის მარაზმი.უბრალოდ ცდაა ქორწინების შენარჩუნების. მოკლედ ფილმში კარგადაა აღწერილი რამდენ პრობლემას ქმნის. ვნება დაცხრება, რეალობა კი რჩება. ძალიან იშვიათია მსგავსი ურთიერთობა შენარჩუნდეს.
--------------------
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"
|