მალხაზ ასათიანი

საკლუბო კარიერა
მალხაზ ასათიანმა კარიერა მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო. კარიერის საწყის წლებში ის გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა "ტორპედოს" მაშინდელი მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი სხვა პოზიციაზეც სალმაოდ ხშირად ათამაშებდნენ.
ასათიანმა 2000–2001 წლის სეზონი ჩინებულად ჩაატარა – "ტორპედო" ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
2002 წელს კი, ბოლო ტურში, გადაჭედილ სტადიონზე თბილისის "დინამოს" კარში სწორედ ასკას გატანილმა გოლმა "ტორპედოს" ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოუტანა.
პარალელურად, ასათიანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, გუნდის კაპიტანიც გახდა და მალე ეროვნულ ნაკრებშიც ამოყო თავი.
2003 წელს მალხაზმა კარიერის რუსეთში გაგრძელება გადაწყვიტა. მართალია, მას "დინამოც" ეპატიჟებოდა, თუმცა თბილისურ-ქუთაისურ მოლაპარაკებებს შეთანხმება არ მოჰყოლია.
მოსკოვის "ლოკომოტივის" იმდროინდელმა მწვრთნელმა იური სიომინმა კი ნახევარმცველ მალხაზ ასათიანს დაცვის ცენტრში მიუჩინა ადგილი და მართალია, მისთვის ეს საკმაოდ შედეგიანი მიგნება გამოდგა, მაგრამ ამით ქართულ ფეხბურთს ახალი იმედი დააკარგვინა. იმედი იმისა, რომ გიორგი ქინქლაძის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშს "ქართველი ზიდანი" (ასე შეარქვეს მას რუსებმა) წარუძღვებოდა.
მოკლედ ეს ისტორია სხვაგვარად გაგრძელდა. როგორც ჩანს, მალხაზი უნივერსალობითაც გამოირჩა იოლად აუღო ალღო ახალ ამპლუას და "ლოკომოტივის" ერთ-ერთ ძვირფას მოთამაშედაც იქცა.
რუსეთში მალხაზმა ბევრი პირადი თუ გუნდური ჯილდო მოიპოვა, 2008 წელს კი მწვრთნელ რაშიდ რახიმოვთან გართულებული ურთიერთობის გამო კლუბმა კიევის "დინამოში" გაანათხოვრა და იმავე სეზონში უკრაინის ჩემპიონობა მოიპოვა.
2009 წელს იგი "ლოკომოტივში" დაბრუნდა, ზუსტად ერთ წლის შემდეგ კი მოსკოველებს ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და ...
აი, ზუსტად ეს სამი წერტილი დიდ გულისტკივილს უჩენს ქართველ ქომაგს. პაუზა, რომელიც უსაშველოდ გაგრძელდა, დაუსრულებლად გვეჩვენება, თუმცა ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ მალე ის ისევ გავა მოედანზე...
აუცილებელი დეტალი
მალხაზ ასათიანმა ნაკრებში 2003 წელს დაიქუხა: 30 აპრილის რუსეთის ნაკრებთან მისი ერთადერთი გოლის წყლობით მოვიგეთ!
პირადი მონაცემები
სრული სახელი: მალხაზ ასათიანი
დაბ. თარიღი: 4 აგვისტო, 1981
დაბ. ადგილი: ქუთაისი
სიმაღლე: 184 სმ.
მეტსახელი: ასკა, ასათა
პოზიცია: მცველი/ნახევარმცველი
ნაკრები: საქართველო 36(4)
კლუბები:
1999-2003 ტორპედო (ქუთაისი) 76 (15)
2003-2010 ლოკომოტივი (მოსკოვი) 127 (6)
2009 დინამო (კიევი) 11 (0)
http://en.wikipedia.org/wiki/Malkhaz_Asatianihttp://www.worldfootball.net/spieler_profi...lchaz-asatiani/ტიტულები
2000, 2001, 2002: საქართველოს ჩემპიონი
2001: საქართველოს თასის მფლობელი
2004: რუსეთის ჩემპიონი
2005: თანამეგობრობის თასის მფლობელი
2005: რუსეთის სუპერთასის მფლობელი
2007: რუსეთის თასის მფლობელი
2009: უკრაინის ჩემპიონი
ინდივიდუალური პრიზებიდან გამოსარჩევია: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (2002), რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი (2004) და საუკეთესო ლეგიონერი (2004)