„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, UEFA-ს სუპერთასის ბილეთები ურიგოდ ათობით ადამიანმა შეიძინა. ვრცელდება შესაბამისი კადრებიც. სქემა მარტივი იყო, ვაკის პარკიდან წამოსულ 50 ადამიანს ის პირები უერთდებოდნენ, რომლებიც იქვე გაჩერებული ყვითელი ავტობუსიდან ჩადიოდნენ. ეს პირები ავტობუსებში მძოღლის კარიდან შედიოდნენ და მგზავრების ჩამოსავლელიდან ჩამოდიოდნენ.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, კადრები პერიმეტრზე განთავსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოიღეს. სკანდალურ ფირებს კი, როგორც ზვიად სიჭინავა ამბობს, როგორც შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ასევე თავად ფეხბურთის ფედერაცია სწავლობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცახდებენ, რომ აღნიშნული ფირი კამერებიდან არ ამოუღიათ და არც საკითხის შესწავლა დაწყებულა.
http://www.info9.ge/sazogadoeba/mozaika/12...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo