ერთი კაცის დიქტატურაზე და ხუშტურეზე ვინ ღნაოდა შემახსენეთ
დეპოლიტიზებული პოლიცია

თბილისის საკრებულოსთან აქციის მონაწილეები დააკავეს
19:07 19-07-2015
თბილისის საკრებულოსთან აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისის საკრებულოსთან აქციის "არა პანორამა თბილისს" მონაწილეები დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, თავდაპირველად დააკავეს გიგა მაქარაშვილი, რომელმაც პროტესტი უცენზურო წარწერით გამოხატა, შემდეგ კი სხვა მონაწილეებმაც იგივე წარწერა გაიკეთეს. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის "პარტიზანი მებაღეების" დამფუძნებელი ნატა ფერაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.
"სავარაუდოდ, დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, თუმცა ასეთი კვალიფიკაცია არასწორია. მათი ქმედება დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, რომელიც, მათ შორის, იცავს უცენზურო გამონათქვამებსაც, რომელიც, შეიძლება, საზოგადოების გემოვნებაში არ ჯდებოდეს. ამიტომ არავითარი სამართალდარღვევა აქ არის და ამის გამო თუნდაც დაჯარიმება სიტყვის თავისუფლებაში ჩარევაა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავებას ადასტურებენ.
თბილისის საკრებულოსთან აქცია "პარტიზანი მებაღეების" მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები "პანორამა თბილისის" მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...i-daakaves.htmldegaყველა შენი კუმირი სერგოსავით წესიერი და პატრიოტი ხომ ვერ იქნება : *
This post has been edited by The13thFloor on 19 Jul 2015, 19:21